ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
Რთულია ასეთი მარცხის შემდეგ პოზიტივზე ილაპარაკო. Იმედი მაქვს ნორვეგიასთან ცოტათი ჩამოირეცხავენ სირცხვილს. Დანარჩენზე დაველოდოთ მერე...
Irakli
08 სექტემბერი 2023 23:26
17
ცოტათი როგორ? 6:1 წააგებენ?
გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2023 00:46
0
კარგი რას იშლით ნერვებს,ჩამოვა ახლა უძგვაბიეს ნაკრები,მოვუგებთ და ვიტყვით რომ მაგრები ვართ.
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 22:36
2
gadadeqi saswrapod!! 7-1 mere normaluri mwvrtvneli gadadgeboda!!
სანდრო
08 სექტემბერი 2023 22:20
3
ესეც ჩვენი კვარგენტინაა
დათო
08 სექტემბერი 2023 22:16
4
ეს თამაში წააგო სანიონმა, გაუსწორა ესპანელებს რა, რაც არ უნდა იყოს მეზობლები არიან. საპენსიო ასაკის ხალხი რომ თამაშობს ნაკრებში ეს ერთი თავის ტკივილია მაგრამ, მოწინააღმდეგე გიტანს და გიტანს გოლებს და შენ მაინც ყრუ დაცვაში თამაშობ კონტრშეტევების იმედად, ეს ნიშნავს რომ მოწინააღმდეგის გეშინია და ცდილობ რომ რაც შეიძლება დაბალი ანგარიშით წააგო რომ კრიტიკის ქარცეცხლში არ მოყვე
David
08 სექტემბერი 2023 22:11
5
ისტორიული სირცხვილი
თაზო
08 სექტემბერი 2023 22:10
0
სანიოლი....
გია
08 სექტემბერი 2023 22:00
3
ხვიჩუნიიიიიი, რაო სად იყოო ?
ნიკა
09 სექტემბერი 2023 12:51
5
ხვიჩა ამისთვის ისვენებდა? თუ ახლაც ისვენებდა?
ალექსანდრე
09 სექტემბერი 2023 12:32
2
კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი, დავითაშვილი- ამათ უკვე სახეზე აწერიათ გაზულუქების, თვითკმაყოფილების და თვითკმარობის კვალი, უკვე იშოვეს იმდენი ფული, რომ ქართული ხასიათიდან გამომდინარე ვარჯიში უკვე ვერანაირად ვეღარ არის მათთვის #1 საქმე: მანქანები, ცხოვრების მოწყობა; ცოტა მარიაჟობა, ჩაცმა-დახურვა და ყელყელაობა ხდება მათი პრიორიტეტი. თუ მეჩვენება?
მაგალითად ჩაკვეტაძეს ვერ ვატყობ იგივეს.
დათი
09 სექტემბერი 2023 10:31
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული