ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
უსუსტესები. უჯიგროები. სირბილით სპანიარდები უფრო დარბოდნენ 6-1 ზე ვიდრე ესენი. სანიოლს რას ერჩით როცა მთელი სისტემა არის გამოსაცვლელი და ჩასარეცხი
Avi
08 სექტემბერი 2023 22:19
1
დაცვის ცენტრი უნდა გამოიცვალოს ,ნაკრებიში აღარუნდაიყვნენ კვირკველია მოვზოლეიდან გააცოცხლეს და გამოათრიეს ???ნორმალურია ვინც მაგის გამოძახება შესთავაზა მწვრთნელს ?კაშია აუცილებლად უნდა დაანებოს თავი ნაკრებს ...უეჭველი აბურჯანია ???კვარაცხელიას ვინმემ შემოულაწუნოს და თამაში ჩაკვეტაძის ირგვლივ აეწყოს
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:19
0
კვარაცხელოვი სად იყო?
sad
08 სექტემბერი 2023 22:18
11
Kaladze sveshami
Lasha
08 სექტემბერი 2023 22:17
4
კვარაცხელია, შეიჭერი ეგ "პრიჩოსკა" რა, ნურც შენ იტანჯები და ნუ დაგვტანჯე ჩვენც
ემიგრანტი
08 სექტემბერი 2023 22:17
3
Shishi ver ixsnis sikvdilsa
Levani
08 სექტემბერი 2023 22:17
0
სამარცხვინო ფედერაციის ჩამოყვანილი და აქაური სამარცხვინო მწვრთნელები, როლებიც ჩემის აზრით ნაწილობრივ სავსებით შეგნებულად რაღაც მატერიალური დაინტერესების მიზეზით, და აგრეთვე არაკვალიფიციურობის გამოც აყენებენ უაზრო შემადგენლობას, მაგ: კაშია და კვირკველია და არავითარ შემთხვევაში გველესიანი, ძლივს გამოიყვანა შეცვლაზე ჩაკვეტაძე არადა ამ არამწვრთნელ სანიოლს ბურთის ამომტანი არ ჰყავს, ამიტომ ვამბობდი არაბიძეზე, რომელსაც ბურთის დაჭერა შეუძლია უაზრო მორბენლებისაგან განსხვავებით. სასწრაფოდ გასაშვებია ვითომ მწვრთენილი სანიოლი და მთელი სამწვრთნელო შტაბი, ღირსების მქონე ადამიანი დაუყონებლივ გადადგებოდა, მაგრამ სად არის ღირსება?
ჟორა
08 სექტემბერი 2023 22:17
1
ისტორიული სირცხვილი!
აბურჯანიას და კვირკველიას სამუდამოდ აეკრძალოს ნაკრებში თამაში!
სანიოლი დაუყოვნებლივ უნდა გადააყენონ!
ახალგაზრდულ ნაკრებს რომ ეთამაშა ამ ესპანეთთან ამ ანგარიშით არ წააგებდნენ დარწმუნებული ვარ!
თაზო
08 სექტემბერი 2023 22:17
1
ესეც ჩვენი კვარგენტინაა
დათო
08 სექტემბერი 2023 22:16
4
გავიც დაბალია მარა ფეხებზე მყარად დგას .კიტეიშვილი, მექვაბიშვილი ,აბურჯანია და გაგნიძე - არც ერთია ათლეტი და მებრძოლი.უცხოურ კლუბებში როგორ ათამაშებენ მე არ ვიცი . არ მოგბეზრდათ ეს აბრეზა ფეხბურთელები? 185 სმ- ზე დაბალი და უბიცეპსო არ გამოიძახოთ !
კონსერვატორი
08 სექტემბერი 2023 22:15
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული