ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ახხალგაზრდულში რო არ ჩამოხხვედით ეგ მაგის ბრალია ბაბა ფულიიი
აქაური
08 სექტემბერი 2023 22:54
17
ჭიაბრიშვილი და გეგუჩაძე, თუ აგამოასწორებენ ამ საქმეს! სხვანაირად გაჭირდება!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:53
9
ჯუჯა და კაი ფეხბურთელი მესია მარტო და დიეგო იყო ადრე!მორჩა!!!)))
გიორგი IV
08 სექტემბერი 2023 22:51
8
წაგებაცაა და წაგებაც. აქ ანგარიში მეასეხარისხოვანია, მთავარი მონდომება და ბრძოლაა რომელიც დღეს ვერავისგან დავინახეთ. ეს სამარცხვინო ისტორია უკვე დაწერილია და ვეღარ წაშლი. პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს მოედანზე გასულმა ყველა ფეხბურთელმა, სამწრთვნელო შტაბის ყველა წევრმა და ფეხბურთის ფედერაციის "ყველათა ყველამ". გულშემატკივარზე პრეტენზია რომ გააჟღერონ აწი ყველა დაკავებული სკამი მოხვდეთ უკან. კალათბურთელებმა მსოფლიოზე ითამაშეს, ხვალ მორაგბეები იწყებენ და ფეხბურთელები როცა გვეყოლება მერე ვისაუბრებ ფეხბურთზე. გაძლებას ვუსურვებ ყველა გულშემატკივარს.
გიგი
08 სექტემბერი 2023 22:51
1
პოლიტიკა და ფეხბურთი სანამ არ განცალკევდება, იქამდე არაფერი გამოვა.

არ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო და ამავდროულად პარლამენტის წევრი, მითუმეტეს ასეთი დაბალი ინტელექტის მქონე პერსონა.
ფეხბურთი
08 სექტემბერი 2023 22:49
10
რა დაბალი - საერთოდ სად ხედავ მთელს ფედერაციაში რაიმე ინტელექტის ნიშანს
?
08 სექტემბერი 2023 23:02
0
წავაგეთ მეგობრებო! აბა ახლა ყველა ვამჟღავნებთ ნამდვილ ქართველობას და გადავდივართ მოწინააღმდეგის მხარეს. ვამცირებთ ჩვენებს და ვინც მოგვერია იმას ბაბაიას ვეძახით.
სადღაც წავიკითხე, მოსკოვის სპარტაკი შეხვედრია თურმე ადრე მადრიდის რეალს (იქნებ უფროსებს ახსოვდეს) და მთელი მოსკოვის სტადიონი რეალის მხარეს ყოფილა. მადრიდელები გაკვირვებული დარჩენილან, ჩვენ ვთამაშობთ სახლში თუ ესენიო.
ნეტა საიდან მოგვყვება ეს მენტალიტეტი, როცა საკუთარს ამცირებ და ვინც მოგიგო იმისკენ გადადიხარ აღფრთოვანებული.
ვინ დამოუკიდებელ ქვეყანაში დავიბადეთ და გავიზარდეთ, ის ხალხი დავამარცხებთ არ სიბნელეს აუცილებლად.
მე არსად მინახავს მსოფლიოში, ადამიანები, ვისაც დამოუკიდებელი ქვეყანა აქვთ ასე დაგეშილი ელოდებოდეს საკუთარ წაგებას, რომ მერე საკუთარს ნაკრებს აგინოს. ისევ ის რუსული მენტალიტეტი მოგყვებათ და ეგაა სიმართლე. მოსკოვის და რეალ მადრიდის მაგალითი უკვე მოვიყვანე...
უკვე გავლილი გვაქვს ლანძღვა-გინება და ყოველი წაგების მერე კარტოფილის დათესვაზე ლაპარაკი. გავიარეთ ეგ და არ მოიტანა შედეგი.
მე და ჩემი მეგობრები წაგების დროსაც მხარს დავუჭერთ და ეგ გამოიღებს მხოლოდ სამომავლოდ შედეგს. ამაში ვარ დარწმუნებული.
თქვენ როგორც გინდათ ისე მოიქეცით მაგრამ იცოდეთ, თუ ოდესმე სადმე საქმე გაკეთებულა, ყოვეთვის მხარში დგომით გაკეთდა და არა გინებით.

მადლობა იმათ, ვინც ბოლომდე დარჩა სტადიონზე და ვინც აქ ყველაფრის მიუხედავად მაინც გულშემატკივრობთ. აუცილებლად შეიცვლება შემადგენლობა და მწვრთნელი. არ მინდა ვინმეს სახელები ჩამოვთვალო მაგრამ დაცვა საერთოდ შესაცვლელია, მთლიანად.
ჩანაცვლდება ეს ხალხი მალე.
ხვიჩას და მამარდას დონის ფეხბურთელები მართლა მეცოდებიან ამ ნაკრებში ამ ეტაპზე მაგრამ ერთა ლიგაზე როგორც ითამაშეს იმას გავიხსენებ. მაკედონიასთან ულმაზეს გოლებს გავიხსენენ, ბულგარეთის განადგურებას, შვედეთთან უმაგრეს თამაშს და ასე შემდეგ. ბოლო პერიოდში საკმაოდ გვქონდა ნაკრების კარგი თამაშები.
ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი მაინც არ იყო და შეგუებული ვიყავი ესპანეთთან წაგებას. მეტიც ნორვეგიასთანაც წავაგებთ მაგრამ არაუშავს. ეს ჯგუფი დაივიწყეთ.
მოკლედ მჯერა ამ ბიჭების და აქ იგინეთ რამდენიც გინდათ და გინდ სტაფილო მოიყვანეთ, გინდ კარტოფილი.
ნელ-ნელა ნამდვილი გულშემატკივარი უფრო მეტი ვიქნებით❤️
Skeleton
08 სექტემბერი 2023 22:49
53
Skeleton-ს! ზოგადად მშვიდი ადამიანი, ვარ მაგრამ შენს ნერვებს ვინატრებდი. როგორ შეიძლება ასეთი განადგურების მერე პროტესტი არ გაგიჩნდეს? ან როგორ უნდა წამოგცდეს საქები ან თუნდაც გამამხნევებელი სიტყვები. იმას ხომ არ ვამბობთ რომ თოფი ვესროლოთ. კოლუმბიაში საკუთარ კარში გოლის გამტანი დაბრუნებისას პირდაპირ ტრაპზე დაცხრილეს. ჩვენში კვირკველიას არავინ დახვრიტავს, მაგრამ არც გაამხნევებს ბევრი. ფეხბურთი ემოციური თამაშია გულშემატკივრებისთვის და ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს. ამიტომ არაა სწორი მათ მიმართ ასე ილაპარაკო. მე მაგალითად მე-3 გოლზე პასტა შემომატყდა ხელში, საკმაოდ ძვირიანი. ეს კიდევ იმას არ ნიშნავს რომ შენ ჩემზე უკეთესი გულშემატკივარი ხარ. სხვა ქვეყნის გუნდების ქომაგობაზე მე პირადად დიდად არ ვიკლავ თავს. მე სანახაობრივი მხარე მაინტერესებს. ტოტალიზატორი არასდროს მითამაშია და ამიტომ სულერთია ვინ მოიგებს. მაგრამ როცა შენი გუნდი თამაშობს და ასე განადგურდება ამაზე ვერ მექნება მშვიდი პოზიცია. მშვიდად ვისაც უნდა ყურება ბალეტს უყუროს და მერე თუ მოეწონება ტაშიც დაუკრას,თუ არ მოეწონება და ტაშს არ დაუკრავს, ამაზე არავინ არ გალანძღავს.
დავით 67
09 სექტემბერი 2023 08:31
1
არავის არაქართველობას არ ვაკნინებ მაგრამ, თუ რამით ამაყი ვარ ეს ჩემი ქართველობა და ნამდვილი ქართველების ქართველობაა. მანკიერს, ღვარძლიანს და უსინდისოს თავისი საქციელის გამო ნურც ირონიულად დავუძახებთ ნაღდ ქართველებს და ნურც მათ საქციელს ნამდივ ქართველობას. დღეს ბევრი გაბრაზდა და უსაბაბოდ არცერთი.
გიგი
08 სექტემბერი 2023 23:14
2
ყველა გამოხმაურება
უბრალოდ დღეს დასრულდა ქართული ფეხბურთი,
რომელის არ დაწყებულა წესიერად.
ოსკარის კინოაკადემია
08 სექტემბერი 2023 22:49
7
3 საათში ბლეთები რო გააქრეთ ნეტა რას გინდოდათ???))) ჯუღელმა ტვინი აურია კვარას ფული ფულიო და სულ დაავიწყდა რაც იცოდა)))
ჯორჯო ბიძია
08 სექტემბერი 2023 22:49
11
საზონოვი და ლოჩოშვილი რომ ყოფილიყო ასეთი საბავშვო თამაში არ იქნებოდა, შემადგენლობიდან უკვე ყველსსთვის ცხადი იყო რაც მოხდებოდა სანიოლის გარდა
08 სექტემბერი 2023 22:46
2
ეს დღე და პაიჭაძე არენა არასდროს დაავიწყდა. 16 წლის იამალიკოს
სოსო
08 სექტემბერი 2023 22:46
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული