ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
კლასში განსხვავება პირველივე წუთებიდან ისეთი ასტროლოგიური იყო თითქოს მოტივირებული პროფესიონალები საფეხბურთო მასტერკლასს უტარებდა, ზარმაც მოყვარულებს. რეალურად გვყავს სუსტი ნაკრები ამბიცია კი დიდი და საფეხბურთო მონსტრმა სარკეში ჩაგვახედა და გვითხრა ესაა თქვენი ადგილიო. კვარას გარეშე დაახლოებით მაკედონია ესტონეთის დონე ვართ თან ღრმად არაკვალიფიციური მწვრთნელით რომელიც ეხლავე გასაშვებია. 1 ვარსკვლავი 3 საშუალოსთან ახლოს მყოფი და დანარჩენი სრული ლუზერებით დაკომპლექტებული გუნდი ვერასოდეს დადებს შედეგს. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენსავით მაჩანჩალების ტურნირის მოგებით გავალთ ევროპის ჩემპიონატზე რაც სამადლოდ გამოიგონა უეფამ ჩვენაირი საწყალი ქვეყნებისთვის და იმედია იქედან მაინც გავძვრებით სადმე აბა ესპანეთი და სხვა ტოპ ნაკრებები კი არა მეორე ეშელონის ნორვეგია და შოტლანდია ბურთს გვახევს თავზე და ამბიცია ისეთი აქვს ზოგიერთს გეგონება საქართველოს ნაკრები კი არა არგენტინა გამოდიოდეს დინამო არენაზე და ის აგებდეს 7 და 5 ბურთებით.
Podense
08 სექტემბერი 2023 23:19
1
ყველას ეტყობოდა კარგი რუჯი (ზაგარი)
და დასვენება. წამყვანით დაწყებული ფედერაციის თანამშრომლებით გაგრძელებული ფეხბურთელებით დამთავრებული.
Geo
08 სექტემბერი 2023 23:14
0
რა შუაშია მწვთნელი? ვერ ხვდებით მერამდენე მწვთნელია უკვე? ფედერაცია არის შესაცვლელი და მენეჯმენტი და მიდგომა. ბავშთა ფეხბურთიდან დაწყებული ნაკრებამდე კორუფციაა და რა შედეგს ელით? სანამ ასე ჩუმად იქნება ხალხი ამათ ნამუსი არ შეაწუხებთ
Martali
08 სექტემბერი 2023 23:09
5
ისეთი მწვრთნელი უნდა მოვიდეს, ვინც ზოგზოგიერთებს ეტყვის: თუ თქვენ უკეთ იცით, მე რას მოგყავდით ნაკრების მწვრთნელად?!
ან ისეთი ვინც ამ ნაკრებიდან ოპტიმალურ სასტარტო შემადგენლობას დააყენებს.
ტორპედოელი
08 სექტემბერი 2023 23:59
0
10000000000000000000000%
ქომაგი
08 სექტემბერი 2023 23:22
0
მკითხავმა მითხრა,წვიმიან ამინდში,დათვები შეგჭამენო!გახსოვთ,დოდო აბაშიძე,ფილმში,"ყანწი"?ჯერ შოტლანდიაში დაგვჯენჯეს,წვიმიან ამინდში და ახლა,ძვლებიანად ჩაგვახრამუნეს!იმდენჯერ და იმდენად უსამართლოდ,მრავალჯერ დავამცირეთ,ჯაბა კანკავა,რომ უსიტყვოდ დაიხურა ქუდი და წავიდა.თავმოყვარე კაცია და რაც მრავალმა ვაიგულშემატკივარმა აკადრა,მის ხარჯზე,ნაკრები გაახალგაზრდავდა და მხოლოდ გაახალგაზრდავებით,აი ეს შედეგი მივიღეთ.სხვაობა კლასში,იმდენად დიდი იყო,რომ მაინც წავაგებდით,მაგრამ არა ასე უსასოოდ.ახალგაზრა ფეხბურთელი,გამოცდილის გვერდით,მის ფრთებქვეშ უნდა გაიზარდოს და არა მის გარეშე,მხოლოდ საკუთარი თავის ინაბარა.ლევან ასათიანი,მოსკოვის ლოკომოტივში,დაცვაში თამაშობდა,ნაკრებში კი,ნახევარდაცვაში დააყენეს და მაგრადაც გამოიყურებოდა.არ ვიცი,შესაძლოა უკვე დროა,მწვრთნელმა,ხვიჩა ცენტრში შემოსწიოს და გამთამაშებლის ფუნქცია დააკისროს.ფლანგზე უბურთოდ წვალებას,ცენტრში თამაშის ორგანიზება აჯობებს,მას ამის მონაცემები აქვს და ცდად შეიძლება ღირდეს.გინებას აზრი არა აქვს,რადგან ეს შემადგენლობა,,ფაქტობრივად საყკეთესოა და მისი მნიშვნელოვანი გაძლიერება,შეუძლებელია.არ გვყავს უკეთესი ფეხბურთელები.რაც ვართ,ეს ვართ და ბევრად ნეტი,ნამდვილად არ შეგვიძლია.ერთია,რომ გუნდს შემტევი თამაშის რაიმე წინასწაგანზრახული დაყენება,გუნდში არ ჩანს.არ იციან,ვინ სად უნდა წავიდეს,შეტევის განვითარებაში,ამიტომ ძალიან ხშირი იყო,ერთმანეთის ვერ გაგება და პირველი პასების უაზროდ დაკარგვა,მერე კი,არასწორი მიმართულების არჩევის გამო,შეტევის ჩაფუშვა.დაცვის და საყრდენი ზონის თამაშზე,არც არაფერია სათქმელი,7 გოლი საკუთარ კარში,ყველაფერზე მეტყველებს.ჩემი აზრით,ჩვენს ნაკრებში,საუკეთესო,მამარდაშვილი იყო და 7 გოლის გამშვები რომ გუნდში საუკეთესო იქნება,ამით ყველაფერია ნათქვამი.
სოსო
08 სექტემბერი 2023 23:09
8
ასათიანს მალხაზი ჰქვია.
მამუკა
09 სექტემბერი 2023 01:58
0
ერთი ზანგი ანგისა რა გახდა ცენტრში, რომ დავაყენოთ!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:06
7
ზანგი არაა, ძამბოა
ნდომბელეს ტანგა
08 სექტემბერი 2023 23:15
1
რატო მაინდამაინც ახლა გადავიდა 4 მცველზე, ძირითადი ფეხბურთელებიდან 6 მოიკოჭლებს დაცვოთ ფუნწციებში, ამორტყმულ ბურტს წინ პატრონი არ ყავს რო მიიღოს ბრძოლა მოუგოს მცველებს და მერე გაანაწილოს, ეს დღევანდელ ნაკრებში მხოლოდ ქვილითაიას შეუძლია რომელიც არ გამოიძახეს დასანანია არადა იმსახურებს მეტს არ გავაგრძეკებ წარმატებები ბიჭებს
Giorgi
08 სექტემბერი 2023 23:05
20
ისე ჩვენები სულ რო არ გამოცხადებულიყვნენ თამაშზე წაგება 3:0 ჩაგვეთვლებოდა და 7:1 ს ხო ჯობდა? ერთი კარგი მარკშეიდერი რო გვყოლოდა სამწვრთნელო შტაბში მოიფიქრებდა მაგას და ამ სირცხვილსაც ავცდებოდით ფაქტიურად, წვიმა კი გვქონდა მიზეზად და...:)
წვიმის კაცი
08 სექტემბერი 2023 23:04
0
ასე უკვე სან-მარინო და გიბრალტარიც კი არ აგებს. დაიწყო უკვე გარჩევები სანიოლი პრობლემა, ის კი არა ეს უნდა ყოფილიყო ძირითადში და ა.შ. ფეხბურთელები არ გვყავს და რისი იმედი უნდა გვქონდეს? რა ავტორიტეტიც მოიპოვა მამარდამ ამ ბოლო პერიოდში, ჩვენმა დაცვამ ჩაუიმასქნა. რას იზამ ფეხბურთს თუ ვერ თამაშობენ, სამაგიეროდ ჰიმნს მღერიან ხმამაღლა და გამოთქმით გულზეხელდადებულნი. ესენი ნორვეგიასთანაც განადგურდებიან. ჰოლანდს კარგი შანსი აქვს რეკორდების მოხსნის.
დავით 67
08 სექტემბერი 2023 23:02
1
ჰიმნსაც რომ ძალისძალად მღერიან ეგ არი უბედურების სათავე. ისე ამ თამაშში რაც შეეძლოთ ითამაშეს, ეტყობა მეტი მართლა არ იციან და არ შეუძლიათ. ბასტა!
ბს
09 სექტემბერი 2023 00:16
1
ეხხლა სკამზე დასვავენ კლუბებში ამ საწყლებს))
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
08 სექტემბერი 2023 23:02
2
მეგობრებო, როგორ ფიქრობთ: ამ
ნაკრების მაგივრად პირობითათ საჩხერის ჩიხურას რომ ეთამაშა ამაზე უარეს შედეგს დადებდა? მგონი არა! მაშინ, რა სხვაობას მქნიან ესენი? არანაირს, კავარცხელია , მიქაუტაძე, და სხვები? უბრალოდ სამარცხვინოა, და ამარზენი.
დე ლაურენტისი
08 სექტემბერი 2023 23:02
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული