ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
მეტის ღირსი ვართ.
ენძო
08 სექტემბერი 2023 22:31
6
კარგი რა, ენძო! მეტი რაღა გინდა, თამაში 6 გოლამდე იყო და ჩვენ 7 გოლი გავუშვით.
ენძოს
09 სექტემბერი 2023 01:00
0
და მაინც: კომენტატორებზე გაცილებით მაღალი დონის ნაკრები გვყავს,ამაზრზენი კომენტატორები-0 0 0
ადამიანი
08 სექტემბერი 2023 22:31
4
მწვრთნელების კომენტარები იქნება საინტერესო, თამაშის შემდეგ. ორივე მაგარი უსირცხვილო გამოდგა.
Me
08 სექტემბერი 2023 22:31
0
ნორვეგიაში წიყვანეთ გუცაევი, ჩივაძე, ჩელებაძე, გაბელია, სულაქველიძე და იქნებ რამე გეშველოთ!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:30
1
აის ინგლისელი რომ დაიმატეს სამწვრთნელო შტაბში, რაო, რა თქვეს, რა მიმართულებით იმუშავებსო?!...
დდდ
08 სექტემბერი 2023 22:30
0
ჩაის სმის მიმართულებით :)
:)
08 სექტემბერი 2023 23:06
0
aburjania,kashia,kvirkvelia,gagnidze eseni chemi azrit nakrebs unda chamoashoro da amat damato sanioli da kobiashvili!!!!
სიმართლე
08 სექტემბერი 2023 22:29
0
,,აბა ულა" მაინც იმღერეთ ბიჭო.
მამუკა
08 სექტემბერი 2023 22:26
1
გენაცვალე
ადამიანი
08 სექტემბერი 2023 22:29
2
ჩვენი ნაკრებისთვის ზედგამოჭრილია ერთა ლიგა არააჩვენი ფეხბურთი თუ რაც ქვია
ევროპა და მსოფლიო ჩემპიონატებზე საყურებელი არა!
ფედერაცია და მწვრთნელი ყოველთვის დამნაშავე გამოგვყავს ასე უყველაფროდ იყო მოედანზე არ ვიცი რააა ფეხბურთელები თუ რაც ქვიათ გამოვიდნენ და თქვან რომ ვინც არიან და რაც ეკუთვნით
დათო
08 სექტემბერი 2023 22:26
0
უფრო დიდი ნაკრებებიც განადგურებულან ესპანელებთან, რაც ანგარიშია მასეთი სუსტი ნაკრები არ გვყავს, უბრალოდ ძან სისტი მწვრთნელი გვყავს, მერამდენე თამაშია სასტარტოს ვერ აყენებს, ტაკტიკაზე ხო საუბარიც ზედმეტია, ახალი მწვრთნელია საჭირო სასწრაფოდ, სანიოლმა მალევე ამოწირა თავისი თავი ჩვენს ნაკრებში
გოგა
08 სექტემბერი 2023 22:26
2
კარგით რა, სირცხვილი?! ხდება ხოლმე. ესპანეთს მსგავსი ანგარიშით სხვადასხვა დროს იტალიასთან და ინგლისთან წაუგია (იხ: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9D_%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98). მთავარია საფუძვლიანად ჩავუყრმავდეთ პრობლემებს და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და არა ისე, როგორც დღესაქამომდე ვართ, კუს ნაბიჯებით ვვითარდებით და სასწაულს ველით!
რომც გავიდეთ ევროპასა თუ მსოფლიოზე იქ რა უნდა გავაკეთოთ?! იამაიკასავით არგენტინასთან 5-0 წავაგოთ და ჯგუფიდან ვერ გავიდეთ? სანამ ფულზეა აქცენტი და უფასო სკოლები არ გაიხსნება და ამასთან ეკონომიკური მდგომარეობა არ გამოსწორდება სასწაულს ტყუილად ველით. ერთი მერცხალი (კვარა) გაზაფხულს ვერ მოიყვანს. ფეხბურთში გაცილებით მეტი მასობრიობაა აუცილებელი, მაგრამ რა ვუყოთ, რომ თანხები ღარიბ ბავშვთა მშობლებს არ აქვთ?!
ლაშა
08 სექტემბერი 2023 22:25
6
ხოდა იამაიკაზე უარესი რომ ხარ, მაგაშია საქმე
ადოლფა
08 სექტემბერი 2023 22:36
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული