ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
რა დონის მწვრთნელია სანიოლი რომ ლოჩოშვილს იწუნებს და კვირკველიას აყენებს. ასეთი რა ფორმაში არ არის ლოჩოშვილი რომ კვირკველიაზე (ბოლო წლებია სად თამაშობს საერთოდ) უარესია? ცენტრალური მცველების და საყრდენების გარეშე რაც არ უნდა გამქცევები დააყენო როგორ უნდა შეკრა თამაში? ან რა ტაქტიკა გვქონდა საერთოდ? რის მიხედვით შეადგინა შემადგენლობა?
???
08 სექტემბერი 2023 22:24
0
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დევიდ უები შეუერთდა....
სანაკრებო პერიოდში 43 წლის სპეციალისტი მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს...
ღადაობა არ არის?!!!
ლუკა
08 სექტემბერი 2023 22:24
0
ამ მართლა დამპალ ფედერაციას, როგორ არ ათამაშებენ არაფრით გველესიანს
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 22:24
8
მე ამ კომენტატორის და ლადო ბურდულის ოპტიმიზმი მაგიჟებს, რა დასკვნები უნდა გამოიტანო ან რისი და ვისი იმედი გაქვს შე უპატრონო, ან ვინ უნდა გამოიტანოს დასკვნა, რამდენი ხანი უნდა ვიყაროთ თვალებში ნაცარი...არა სათამაშო კლასი, არა სტრატეგიის მაგვარი რაღაც, არა სინდისი და ნამუსი, არა თავმოყვარეობა...სადაც ფედერაცია სრულიად პოლიტიზირებულია (ნაცობა არ დამაბრალოთ აზრი არ აქვს),ნაკრები სადაც შემადგენლობის დაყენებას კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობენ...რისი იმედი რისიიიიიი...
















































სამწუხაროდ
08 სექტემბერი 2023 22:23
2
kashias da kverkvelias ,rom dauzaxebt nakrebshi,risi imedi unda hkondet? tipebi ukve vegar mozraoben stadionze,dartmunebuli var magati tamashebi taviant klubebshi federaziisgan aravis ar unaxia.axalgazrduli dazva etamashebiat xom jobda ara, gamozdilebas mainz miigebdnen bichebi,rogorz politika esmis kobiashvils iset donezea federazia fexburtshi)))ar tkvat exla marto saniolma shekriba es gundio...
qomagi
08 სექტემბერი 2023 22:23
1
და ერთი თხოვნა კიდე, თამაშამდე ვოვა გუცაევის "სიბრძნეები" გეყოთ რა!
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 22:23
2
Კარგია რომ ძველ დროს არ ვივიწყებთ და ისტორიას პატივს ვცემთ ასე გავაგრძელოთ ბიჭებო არ მოგვანატროთ ძველი ნაკრები. Ვაი თქვენს პატრონს უთავმოყვარეო ძალად ფეხბურთელებო.ფედერაცია დასაშლელია და გასაყრელი საქართველოდან.
მათე
08 სექტემბერი 2023 22:23
1
დააბრუნეტ ქეცბა ქეცბა
kaka
08 სექტემბერი 2023 22:23
5
კარგით ეხლა..ნუ გადაუვლით..წაქცეულს არ ურტყამენ!
გივი
08 სექტემბერი 2023 22:22
14
ჯიგარი ხარ, ძია ისიდორე
ტიგრანა
08 სექტემბერი 2023 22:36
1
ოფიციალურად აბურჯანია და კვირკველია მიწვეულნი არიან ფილმის გადაღებაზე უფროსებისთვის
beqa
08 სექტემბერი 2023 22:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული