ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ჩვენების თამაშებს აღარ ვუყურებ 2 წელია უკვე. მომბაძეთ ნერვს მაინც არ აიშლით
Batumi
08 სექტემბერი 2023 22:22
2
ოცდაათი წელია ამას ვუყურებ ერთი და იგივე სცენარი თითქოს იმედი ჩაგესახება ისეთს ჩაისვრიან ფეხბურთს შეგაზიზღებენ .საქმე მოგებაშიბარ არის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭებმა თუ პატრიოტი ხარ ან ღირსება გაქვს ასე როგორ უნდა ითამაშო შეხედეთ რაგბისტებს აგებენ თუ იგებენ გული არასოდეს მტკენია ისინი ბოლომდე იხარჯებიან ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოთ ან ნაპოლში წარმატება ან სხვა კლუბებში როგორ უნდა აღნიშნოთ არ გრცხვენიათ ?
vvvvv
08 სექტემბერი 2023 22:22
0
ქეცბაიას აკრიტიკებენ ეს უვარგისები. ფედერაცია საკუთარ ყულაბად გადააქციეს ამ უუუუუუუუუუუუუუპატრონო ქვეყანაში
სიმართლე
08 სექტემბერი 2023 22:21
4
თუკი რამ რეკორდი ჰქონდათ ესპანელებს დასამყარებელი, არაფერი დაიკლეს, მაგრამ ერთი მათგანი კი ნამდვილად უნიკალურია - სტადიონზე მისულ შვიდივე გულშემატკივარს პერსონალური გოლი მიუძღვნეს... ისტორიული სირცხვილისა კი რა გითხრათ, ჩემი აზრით, ის უფრო დიდი სირცხვილია, რომ ასეთი სირცხვილების შემდეგ დასკვნების გაკეთება ძალიან არ გვიყვარს და ვეჭვობ, ამ შემთხვევაშიც ყველაფერს მოეძებნება გამართლება...
ვოოტ
08 სექტემბერი 2023 22:21
1
სანამ კვირკველია, აბურჯანია და დვალის გამოძახებას გააგრძელებენ შედეგს არ ელოდოთ! ძირითადში არ ვიძახი, საერთოდ გაფართოებულ სიაში არ უნდა იყვნენ. საზონოვი და ლოჩოშვილი რომ გამოეყვანა მთლად ასეთ სირცხვილს არ შევჭამდით.
ირაკლი
08 სექტემბერი 2023 22:21
1
1981 წლის დინამოში დღევანდელი ნაკრების ვითომ ფეხბურთელებს ბურთის მომტანებად არ დააყენებდნენ. ესენი ფეხბურთელები არ არიან, უთავმოყვარეო ბრბო, რომლებსაც სირცხვილის გრძნობა არ გააჩნიათ. რაც შეეხება კვარას, მას ორ წელიწადში საუდის არაბეთში ვნახავთ
დათო
08 სექტემბერი 2023 22:20
5
ამ 1981 წლოს დინამოს ჩახვევაშიც არის პრობლემის ნაწილი!
შადიმან
08 სექტემბერი 2023 22:23
5
gadadeqi saswrapod!! 7-1 mere normaluri mwvrtvneli gadadgeboda!!
სანდრო
08 სექტემბერი 2023 22:20
3
გაიტანეთ გრენლანდია!
amberგ
08 სექტემბერი 2023 22:20
0
გადადგეს სანიოლი!!!
დათო
08 სექტემბერი 2023 22:20
2
ქეცბაიას განავ-ის ფასი არ არიან მთელი უვარგისი ფედერაცია ერთად
dato
08 სექტემბერი 2023 22:20
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული