ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
სანიოლს: "შენ დამარხე დღეს ქართული ფეხბურთი!"
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:01
7
ეს რა პორნოგრაფია გვაყურებინა ამ საღამოს,სანიოლმა.
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 23:01
1
წვიმაში ნუ გადიხართ სათამაშოთ თან დასველდით კიდეც ყველანაირად...
მეიცა
08 სექტემბერი 2023 23:01
0
კვირკველია რატო რეგბზე არ შეხვედი ჰა? ჩვენც გვეშველებოდა შენც და მამარდაშვილსაც
შეარჩიეთ პრაფესოა სწორადა რომ არ დადგეთ მერე კართან მორადა
08 სექტემბერი 2023 23:00
0
რეალურად თამაშით ყველა წავაგეთ მათ შორის კვიპროსში, არ გვქონდა მოსაგები თამაში, შესაბამისად უნდა თქვან რა ხდება რატომ წააგო ნაკრებმა ყველა თამაში, ნორვეგიას უნდა გავენადგურებინეთ, კვიპროსმა გვაჯობა შოტლანდიამაც და აგერ დღეს ხომ საერთოდ, ეს 4 ქულა არ უნდა გვქონდეს ეს შემთხვევითია.
ნიკო
08 სექტემბერი 2023 22:59
0
მორაგბეებს რომ ვთხოვოთ ფეხბურთიც ითამაშონ ასე მაინც არშევრცხვებოდით :)რაცშეეხება რუსულ და აშ...რა სისულელეა ?მილიონებს ვყრით ამ სირებ...შედეგი ?0 ამქვეყანაში უამრავი ბავშვი კვდება უფულობისგამო დანიშნულება უნდამივცეთ სხვა 0 თეთრი ბიუჯეტიდან ფედერაციას 0
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:59
1
ერთი ნატურალიზირებული ნახევარმცველი სასწრაფოდ და კვარა ზამენაზე...
ფიგუ ბარსას ყოფილი კაპიტანი
08 სექტემბერი 2023 22:58
7
დემჩენკო განიშნეთ ბიჯოოო
ღადაობთ?
08 სექტემბერი 2023 22:57
2
რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს?კვირკველიამ და სანიოლმა ფეხბურთი რომ დამარხეს დღეს.სიმართლე რატომ იბლოკება?
ქართველი
08 სექტემბერი 2023 22:56
0
რატომ ვაფუჭებინებთ სანიოლის ამ თაობას? მე მაინც მგონია კარგი მწვრთნელის ხელში ამ ნაკრებს გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს. არ შეგვიძლია დაცვის თამაში და ეთამაშათ თავიდანვე შეტევითი ტაქტიკით. ამაზე დიდი ანგარიშით არ წავაგებდით და პირველ ტაიმში კარში მაინც დავარტყავდით. და კიდევ არ მჯერა იმის, რომ ბიჭები ბოლომდე არ იხარჯებიან ნაკრებში, უბრალოდ არის როცა სამწუხაროდ თავს ზემოთ ძალა არ არის.
გულშემატკივარი
08 სექტემბერი 2023 22:55
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული