ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
უნდა გავყოლოდი ხიზანას ტოტალიზატორში და ავწევდი ერთ 20 000 ლარს! ბურთები 6,5 მეტი ბარათები 6,5 მეტი! პირველი ტაიმზე დადება ცალკე ამბავია! მიდი და ავსე როგორც გინდა!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:46
8
ათლეტების და ჯუჯების დაპირისპირება მოიგეს ათლეტებმა!რა არ მოგწონთ?!))
გიორგი IV
08 სექტემბერი 2023 22:46
1
პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს კობიაშვილმა და მისმა ძმაბიჭებმა რომ მოკალათდნენ ფედერაციაში და ბიუჯეტის(ჩვენი) ფულის ჭამას აგრძელებენ, და თუ რაიმე დაწერე ან პროტესტი(სამართლიანი) გამოხატე ეგრევე გებლატავებიან... ან პარლამენტს მიხედე ბიძიკო ან ფეხბურთს, არ მყავდეს ეს კიდევ ციცერონი, სხათა შორის ეს სანიკიძესაც(კალაბურთსაც) ეხება...
Maximus
08 სექტემბერი 2023 22:45
5
არ ხარ მართალი, უნდა ვისწავლოთ ვის რა მოვთხოვოთ. კობი უნდა გადადგეს იმიტომ რომ ეროვნულ ლიგაში სტადიონები არ ვარგა და 55 მილიონი დავხარჯეთ, იმიტომ რომ თაობები ვერ იზრდება, იმიტომ რომ ორგანიზაციული ნაწილი არ ვარგა ფედერაციაში, იმიტომ რომ სანიოლს უწყვიტავენ ვინ უნდა ათამაშოს და ვინ არა. ამ წაგების გამო კიდე სანიოლი უნდა გადადგეს
Gia
08 სექტემბერი 2023 22:48
2
კვარაცხელია, ჩაქვეტაძე მიწაუტაძე დაცვას მიხედეთ დაცვას, გოლს სხვებიც გაიტანენ!!!! ყოჩაღ კვირკველია ასე გააგრძელე!!!! ბევრი არ ირბინოთ ბიჭებო, გაოფლიანდებით და წვიმაში არ გაცივდეთ. ისე რა კარგია ეს ექს-ოლიმპიური სისტემა ---- წააგებ და შანსი აღარ გაქვს, გავარდები
ვილი ფეოლა
08 სექტემბერი 2023 22:44
2
ხო კიდე მამარდაშვილი, ძლიერ დარტყმებს მოერიდე ხოლმე :)
ვილი ფეოლა
08 სექტემბერი 2023 22:48
11
სირცხვილი, აი რა ჰქვია იმას, რაც სანიოლმა დღეს ჩაიდინა. ალბათ იფიქრა, ესპანეთი მაინც მოგვიგებს, რატომ შევაკლა ბიჭები, ნორვეგიასთან არაფრის თავი არ ექნებათო. ჰოდა, ლაითად დავტვირთავ, 3 დღეში კი ბოლომდე ვიფრენთო. ვაი, ჩვენი ბრალი, ეს ჩემი აზრია, რა თქმა უნდა. ჰოდა, აი ეს გამოვიდა რა, რა ცოდოები ვართ, ღმერთო ჩემო, რა ცოდოები, არა საცოდავები, საცოდავები, ჰოდა, ყველა ჩვენ რომ დაგვცინის, ნუ გწყით ბატონებო, ეეეეეჰ...
ლევანი
08 სექტემბერი 2023 22:44
4
ალბათ სადღაც ასეც იყო საჭირო. ხანდახან ასეთი წაგება უფრო გზრდის ვიდრე ერთი ორი წარმატებით გათამამებულის ღრუბლებში ფრენა. ისევ და ისევ დავრჩები ჩემ აზრზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩვენი ეს ნაკრები 3-4 წელიწადში ძალიან კარგი გუნდი იქნება - უბრალოდ ადრე დავწერე 4 კ - ს პრობლემა. იქიდან დღეს ორი კაცი აღარ იყო კიდევ ორის დრო მოვიდა სამწუხაროდ. ვეღარ აკმაყოფილებს ნაკრებს დონეს ვერც კაშია ვერ კვირკველია. დაცვის ცენტრში უნდა წამოიწიონ ბიჭები - გელაშვილი საზონოვი და ძალიან კარგი გუნდი იქნება.- და ისე პ.ს. პირველი არხი ხო გლიჯავს ჩვეულ ფორმაშია :))) ჭიაბრიშვილის წინასამატჩო ანალიტიკა მკლლლლავს:)))
იბერია
08 სექტემბერი 2023 22:44
2
სანამ ეს მორფინისტები არ მოშორდებიან ფეხბურთის,ლ ფედერაციას, ასე უთავმოყვარეოდ წავაგებთ ხოლმე.
გიორგი
08 სექტემბერი 2023 22:56
2
სანამ ნაკრებში დვალიშვილია იქნება წუმპეში, ისევე როგორც იყო ადრე. მიმხვედრი მიხვდება. აქ სპორტალი მბლოკავს, მოსწონთ ეტყობა სპორტალშიც ქაქში რომ ვზივართ ჩუმათ ყველანი.
G.LA
08 სექტემბერი 2023 22:43
4
პირველი 7წუთისმერე 3-0 უნდა ყოფილიყო ...ხალხო გადავჩით კიდე კარგიანგარიშით დამთავდა თამაში ??რეალურად 10 ბურთიაი სხვაობით არუნდაწაგვეგო ან მეტით ???ბრაზილიას იმთამაში გერმანიამ მაქსიმუმი გაუტანა და მინიმუმიი მიიღო რომადრის აქ ზოგიერთი ...დღეს ჩვენ მაქსიმუმი გავიტანეთ და მინიმუმზე მინიმუმი გაუშვით
შალვა
08 სექტემბერი 2023 22:43
1
მამარდაშვილმა რა დააშავა ასეთი:ან რა გუნდი ყავს და ან რა ნაკრები.ეგ შემეცოდა ნამდვილად.
დანარჩენი რა უნდა ვთქვა,აბსოლუტური 0 ოყო ყველა უკლებლივ.
Lobotka
08 სექტემბერი 2023 22:42
3
Ქეცბაია ფედერაციის პრეზიდენტად უნდა აგინოს ამათ სხვა გზა არაა
vax
08 სექტემბერი 2023 22:41
1
კი იცის მერე სართულებიანი :), მერე ნახე რეკორდების დამყარება
ღინტუ შეაგინე მე შენ გელაპარაკები, შეაგინე ჩქარა :)
08 სექტემბერი 2023 23:16
2
კი იცის მერე სართულებიანი :), მერე ნახე რეკორდების დამყარება
ღინტუ შეაგინე მე შენ გელაპარაკები, შეაგინე ჩქარა :)
08 სექტემბერი 2023 23:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული