ისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთთან 1:7 განადგურდა.

შეხვედრა სტუმრების შეტევებით დაიწყო, ახლო მანძილიდან ასენსიოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია, შემდეგ ოლმომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მიზანს. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება უჭირდა და გოლიც გავუშვით - ასენსიოს ჩაწოდებულ ბურთზე გოჩოლეიშვილს მორატამ დაასწრო და თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. ცოტა ხანში კვირკველიამ ფაბიან რუისის განივად გადაცემული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე ფაბიან რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ცალკარა თამაში გაგრძელდა, მამარდაშვილმა ორჯერ გვიხსნა აშკარა გოლისგან.
თუმცა, მალე ოლმომ და მორატამ ანგარიში გამანადგურებელი გახადეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე წვიმა წამოვიდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - აბურჯანიას, გაგნიძის და ლობჟანიძის ნაცვლად მოედანზე ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი და დავითაშვილი შეუშვა და სიმონის კარი ჩაკვეტაძემ დალაშქრა. „ფურია როხამ“ ინიციატივა უმალ დაიბრუნა, მორატამ ჰეთ-თრიკი შეასრულა, შეცვლაზე შესულმა ვილიამსმაც გაგვიტანა, 16 წლის იამალმაც და სამარცხვინო მარცხი განვიცადეთ.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 12 სექტემბერს გასვლაზე ნორვეგიასთან გამართავს.

თბილისი. „დინამო არენა“. 54 549 მაყურებელი
საქართველო - ესპანეთი 1:7
გოლები: 0:1 მორატა (22), 0:2 კვირკველია (27, საკ. კარში), 0:3 ოლმო (38), 0:4 მორატა (40), 1:4 ჩაკვეტაძე (49), 1:5 მორატა (66), 1:6 ვილიამსი (68), 1:7 იამალი (74)

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (საზონოვი 77), კაშია, კვირკველია, აზაროვი (დვალი 60), აბურჯანია (ჩაკვეტაძე 46), კიტეიშვილი, გაგნიძე (მექვაბიშვილი 46), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე

ესპანეთი: სიმონი, კარვახალი, ლე ნორმანი, ლაპორტი, გაია, როდრი (ზუბიმენდი 72), ფაბიან რუისი, ასენსიო (ვილიამსი (45), გავი (მერინო 58), ოლმო (იამალი 44), მორატა (ხოსელუ 72)

მკითხველის კომენტარები / 327 /
ძალიან მიკვირს იმ ხალხის ვინც სხვა შედეგს ელოდა, რეალობას ვერ გაექცევი... ნაკრებში 3-4 ბიჭი მეცოდება ასეთ სუსტ ნაკრებში რომ უწევთ თამაში, გონებას არ შევეხები და პირველ რიგში ფიზიკური სისუსტე  და.ა.შ ამთავრებს ტაქტიკური განსწავლულობის დეფიციტი, რას ელოდები აბურჯანიას, კვირკველიას და საპენსიო კაშიას ნაკრებისგან, სხვებს აღარ ჩამოვთვლი, თუმცა სხვა ვინ უნდა ათამაშო? არა შეჯდა მწყერი ხესა არა იყო გვარი მისი.....მწარე რელობაა და საწყენი ისაა რომ ყველა ვითარდება ჩვენ კი დაწყევლილ წრეზე ვტრიალებთ, ნეტა ვისი და რისი ბრალია...?! სირაქლემის პოზაში არიან ჩვენი ,,საფეხბურთო ელიტა"..
გუსანი
08 სექტემბერი 2023 22:40
3
კობიაშვილის წასვლამდე სულ ასე იქბება.
ერთ ადერთი პრიზი რაც საქართველომ აიღო კობიაშვილის დროს - მრავალფეროვნების კაშიასთან ერთად!
გიგი
08 სექტემბერი 2023 22:39
4
კიდევ ერთხელ და ალბათ საბოლოოდ უარს ვამბობ ქართულ ფეხბურთზე. აღარ მინდა გავიგო არავის გვარი.
ჭორლეონე
08 სექტემბერი 2023 22:38
4
ურემი გადაბრუნებულია.
გზა გამოჩნდა?
100%
08 სექტემბერი 2023 22:38
2
ის გამოჩნდა, რომ ურემს ხარი არ მიათრევდა. დაღმართზე დაგორებულა.
გიორგი
09 სექტემბერი 2023 02:10
0
სანამ მოედნის ნახევარზე მაინც აქტიური პრესინგის თამაშს არ დავიწყებთ არ გვეშველება არაფერი, ვინც აწი ნაკრებში კვირკველია და აბურჯანია გამოიძახოს იმის ...
პ.ს. კვარაცხელია და მიქაუტაძე რატომ არ დარბოდნენ დაღლილები იყვნენ? ნაპოლიში კი დარბის დოღის ცხენივით წინ და უკან.
ნიკა
08 სექტემბერი 2023 22:38
7
გამოსვენება და ქელეხი როდისაა ლობიო და თევზი მომაქვს
Nesta
08 სექტემბერი 2023 22:38
4
თამაშის წინ ეს დავაკომენტარე ნაკრების ერთ-ერთ სტატიაზე და უფრო მეტი დისლაიქი ჰქონდა ვიდრე ლაიქი )).


“ნეტავი ქართველ გულშემატკივარს რეალობის შეგრძნება მისცემოდეს. რატომღაც ესპანეთის დამარცხებას რომ ითხოვენ და მთელი სერიოზულობით ბჭობენ, როგორ უნდა ვეთამაშოთ ესპანეთს ))

2 უმაღლესი კლასის ფეხბურთელი გვყავს სულ, აქედან 1 მეკარეა. გვყავს კიდევ რამდენიმე კარგი ამ ეტაპზე საშუალო ფეხბურთელი: მიქაუტაძე, აზაროვი, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი. გვყავს რამდენიმე ნიჭიერი მაგრამ ჯერ გამოუცდელი ფეხბურთელი: გაგნიძე, საზონოვი. აქვე ბებერი კაშიაც ვახსენოთ. ისიც კარგია, ჯერ სხვებს ჯობია. პლუს ენერგიული მაგრან უკლასო საბა ლობჟანიძე.

ეს არის სულ ჩვენი აქტივი. ამით გინდათ ესპანეთს მოუგოთ? ან ნორვეგიას? ))

ჩაკვეტაძე სამძუხაროდ ვეღარაფერს ცვლის მოედანზე. დავითაშვილსაც აღარ აქვს პროგრესი და პასს არ თამაშობს. სხვა არ ვიცი ვინ გამომრჩა ვისაც შეიძლება ფეხბურთელი უწოდო.

ნეტავი ერთა ლიგიდან გავიდეთ, მე
იმის მეიმედება. იქნებ იქ მოხდეს სასწაული”

საინტერესოა ისევ ილუზიებში ვართ?
ილუზიები
08 სექტემბერი 2023 22:38
4
ჩაკვეტაძის და მამარდაშვილის გარდა არავინ გამოირჩა დღეს, კვარაცხელია არაფრით უკეთესად არ ჩანდა სხვებზე, საშუალო დონის ფეხბურთელია ამ ეტაპზე და მორჩა
თორნიკე
08 სექტემბერი 2023 22:52
7
არაა ჩვენი სპორტი შევეშვათ, გავაუქმოთ ფედერაცია ყოველწლიურად რამდენ მილიონს ვყრით.
123
08 სექტემბერი 2023 22:37
7
გადადგეს თბილისის მერი!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 22:37
6
ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა
kaka
08 სექტემბერი 2023 22:36
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული