სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
დაუყოვნებლივ უნდა გადააყენონ ეა კაცი. აზრი არ არის. 100% მისი წაგებულია ეს მატჩი ასეთი ანგარიშით. 1 ტაიმშივე გამოჩნდა, როცა უყურებდა სანამ 1 გოლი გავიდოდა და მერე კიდევ 3. უსუსტესი მწვრთნელი აღმოჩნდა, ყოჩაღ ესპანეთის მწვრთნელს, გათიშა ჩვენი ზედა ხაზი და ძალიან სწორი მითითებები მისცა თავისიანებს, კვირკველია,გოჩოლეიშვილი, კაშიას ტექნიკაზე ეკიდა მთელი თამაში
გადასარევი გიორგი
08 სექტემბერი 2023 23:39
1
Კვირკველია სხვა რამისთვის იყო მანდ ..ჯუღელმა იცის ხიზანამაც
Გადასარევი გიორგის
08 სექტემბერი 2023 23:40
3
ეხლა მიხვდით რატო გაგინებდათ ქეცბაია?..ისენი ვისაც ქეცბა აგინებდა ყველა ფედერაციაშია.გამოიძახეთ გადრანი.გელაშვილი .ლოჩოშვილი.გველესიანი არიან კიდევ გულიანი ბიჭები..და იბძოლებენ ..უნდა ვაიძულოთ ამ მაფიოზებს ხიზანა მოაცილონ ნაკრებს და სანიოლმა დაიწყოს ფეხბურთელების სელექცია
თემო
08 სექტემბერი 2023 23:38
4
და რაც ყველაზე მთავარია იაშკა,ეგაა ცირკის დირექტორი,გასაყიდი ფეხბურთელები სასტავში ბიზნესისთვის არა საინტერესო და არა მომგებიანი ხალხი სკამზე ან საერთოდ სასტავს გარეთ,დვალიშვილი ბათუმის ხალხს ქაჩავს ხიზანა დანარჩენს და მიდის ბიზნესი
ქალაქელი
09 სექტემბერი 2023 01:22
1
Არაბიძე გამომრჩა
თემო
08 სექტემბერი 2023 23:42
3
ნორვეგიაში საცხოვრებლად გადადის თუ ნაკრებს მიყვება? :D დაუბრუნეთ ხალხს ბილეთის ფული ჩემს თავს არ ვგულისხმობ რადგან არ მიყიდია
ნოდო
08 სექტემბერი 2023 23:36
1
სანიოლი კი არა მესაფლავე ხარ! ისტორია დაწერე დღეს ქართული ფეხბურთის!
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:36
2
თუ არ მიდის, ვინმემ უთხრას იქნებ, რომ აბურჯანია და კვირკველია აღარ გამოიძახოს!! პ.ს. ორივეს მადლობა ნაკრებში თამაშისა და თავდადებისთვის!
???
08 სექტემბერი 2023 23:35
1
Თქვე კაი ხალხო რა გინდათ სანიოლთან არ წყვეტს ეს არაფერს არაააა ბუტაფორიააა ხიზანა და მისი ტოტალიზატორშიკი სასტავია ყველაფერი დემეტრაძის გარემოცვამ იცოდა რო უეჭველი 2 იყო მეტი გოლით....მიტო იყო ძირითადში კვირკველია ...და აბურჯანია მამამისი კალლას ძმაკაცია...არ იწვევენ გადრანს.გველესიანს .ლოჩოს არაბიძეს იმიტომ რომ ამ ნარკამანი და ტოტალიზატორშიკი სასტავის ჭკუაზე არ დადიან და არ ევასებათ ქეცბა ჩამო რა აგინე ამათ კიდე სხვა გზა არაა
Გიო
08 სექტემბერი 2023 23:27
9
შემთხვევით დისლაიკზე დამეჭირა. 100% მართალი ხარ ძმაო.
ვანჩოპე
09 სექტემბერი 2023 01:24
1
მე იმის მეშინია,ჩვენი კვარდონა(კვარაბაჯო) რეალის ნაცვლად რაი ვალეკანოში არ აღმოჩნდეს :( ტიპი მარიდან ვერ თამაშობს,გოლი ვერ გააქვს,საგოლე პასს ვერ აკეთებს და ოქროს ბურთის კანდიდატიო !!! მაგას რომ ჰყავს პიარი,ისეთი რომ ჰყავდეს ქვეყანას,ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის გარეშე მიგვიღებდნენ. ფილმები,წიგნები,ცამდე აყვანა -გაღმერთებამ თავისი საქმე გასკეთა.ადაკით პატარაა და ვერ გაყძლო ცდუნებას...სამწუხაროა,მერამდენე დაკარგული ტალანტია...
ზეზვა
08 სექტემბერი 2023 23:26
35
აბა ბოღმა სოროდან! ცხელ-ცხელიი!
რატი
08 სექტემბერი 2023 23:35
17
შე კაი ადამიანო ისევ უნდა გვაყურებინო პორნოგრაფიას ნორვეგიაში? ))
gulshematkivari0703
08 სექტემბერი 2023 23:23
2
Ხიზანა აყენებს სასტავს და ამისგან რა გინდათ
Ნიკოლოზი
08 სექტემბერი 2023 23:18
5
კლასში განსხვავება პირველივე წუთებიდან ისეთი ასტროლოგიური იყო თითქოს მოტივირებული პროფესიონალები საფეხბურთო მასტერკლასს უტარებდა, ზარმაც მოყვარულებს. რეალურად გვყავს სუსტი ნაკრები ამბიცია კი დიდი და საფეხბურთო მონსტრმა სარკეში ჩაგვახედა და გვითხრა ესაა თქვენი ადგილიო. კვარას გარეშე დაახლოებით მაკედონია ესტონეთის დონე ვართ თან ღრმად არაკვალიფიციური მწვრთნელით რომელიც ეხლავე გასაშვებია. 1 ვარსკვლავი 3 საშუალოსთან ახლოს მყოფი და დანარჩენი სრული ლუზერებით დაკომპლექტებული გუნდი ვერასოდეს დადებს შედეგს. სხვა შემთხვევაში თუ ჩვენსავით მაჩანჩალების ტურნირის მოგებით გავალთ ევროპის ჩემპიონატზე რაც სამადლოდ გამოიგონა უეფამ ჩვენაირი საწყალი ქვეყნებისთვის და იმედია იქედან მაინც გავძვრებით სადმე აბა ესპანეთი და სხვა ტოპ ნაკრებები კი არა მეორე ეშელონის ნორვეგია და შოტლანდია ბურთს გვახევს თავზე და ამბიცია ისეთი აქვს ზოგიერთს გეგონება საქართველოს ნაკრები კი არა არგენტინა გამოდიოდეს დინამო არენაზე და ის აგებდეს 7 და 5 ბურთებით.
Podense
08 სექტემბერი 2023 23:18
5
სამწუხაროდ კვარაცხელუაც ვეღარააა ისეთი ძლიერი. არვიცი ვარსკვლავური სენი შეეყარა თუ რა ხდება,თუმცა ფაქტია შარშანდელის ჩრდილია.
თემო
09 სექტემბერი 2023 13:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული