სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
ეს კიდევ არ წასულა?
კარგით რა
08 სექტემბერი 2023 23:06
0
ეს თუ ამ თამაშის შემდეგ არ გადადგებოდა რას ვიფიქრებდი. აფსუს, ცენზურა
სანდრო
08 სექტემბერი 2023 23:06
2
და აქამდე ეგ არ იცოდი თუ ....
არ ხარ შენ სანაკრებო მწვრთნელი
დათო
08 სექტემბერი 2023 23:06
0
სანიოლს: "შენ დამარხე დღეს ქართული ფეხბურთი!"
მწრთვნელი
08 სექტემბერი 2023 23:04
4
აი ცავატანემ გუშინაც დავწერა რა ამას იურა ჯორკაეფი ან ბოგოსიანი რო დაენიშნათ ეგა ჯობდა.ეხ ეხლა რაღას ვუშველით მაგრამ პროსტა ჟალკო რა.
Robert22
08 სექტემბერი 2023 23:03
14
უბრალოდ მაინტერესებს, ლოჩოშვილს რას ერჩი? ერჩით? თორემ ეს საუბარი ბლაბლაგონიაა.
რატი
08 სექტემბერი 2023 23:03
2
გულწრფელად რომ ვისაუბროთ სანაგვეშია თქვენი ადგილი.
ჩელენჯერი
08 სექტემბერი 2023 23:02
2
მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ??? ....DDD
დავითი
08 სექტემბერი 2023 23:02
2
ყველა თამაში უარესად ითამაშეთ ვიდრე მოწინააღმდეგემ მათ შორის კვიპროსთანაც.
ნიკო
08 სექტემბერი 2023 23:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული