სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
სანიოლის მიღწევები მწვრთნელობაში არავის გაუგია და შესაცვლელია , დემჩენკო დანიშნეთ თანაშემწეებიც თვითონ მოიყვანოს და არ დაუნიშნოს ფედერაციამ როგორც აქამდე ხდებოდა , ეს ზედმეტი მუწუკები ხიზანიშვილის თამადობით .. შედეგი ამის მერე იქნება . მაგრამ ამას ფედერაცია არ იზავს უმუშევრად ხო არ დატოვებს საძმაკაცო საშინაუროს
დავითი
09 სექტემბერი 2023 10:23
1
გუნდში ბურთს დამჭერი არ ერთი კაციც არ ყავთ, მეორე ნახევარზე კი არა, საჯარიმოს ვერ მოაცილეს და არაბიძე საერთო შემადგენლობაშიც არ მოიძახეს, ჯერ მზად არ არისო.
ვინც გამოიძახეს, ხომ პირდაპირ გადამზადებული არიან
დაგვცინით თუ რა არის?


თქვენ მანდ ნამდვილად ალაოდ ხართ
09 სექტემბერი 2023 10:02
0
ეტყობა მოხუცი ხოტაბიჩის ფაქტორია,და არა მარტო ფეხბურთში.
?????
09 სექტემბერი 2023 09:53
0
Iqamde araferi gveshveleba sanam swori shemadgenlobis dayenebas ar viswavlit,,konkretul tamashhi favoritebi vart tu autsaiderebi magis mixedvit unda sheirches taktikac da shemadgenlobac,,espanettan da misnair grandebtan 3 tavdamsxmelit da shemtevi ganapira mcvelebit ro gamoiyvan nakrebs logika sad ari??raa mogebaze gvindoda tamashii?? Sadac gasariskia iq gavriskot da sheutiot jobia da eset grandebtan shemadgenlobac da taktikac unda iyos dacviti da ese agar dagvemarteba...1-2 tamashs vitamashebt normalurad da egreve gvaviwydeba sad vart da iseti ambiciebi gvedzaleba grandebtan tol-sworad tamashs vitxovt da egre ar xdeba.
Gel-100
09 სექტემბერი 2023 09:52
0
1 .ფედერაცია - საძმაკაოს დასაქმების კანტორა. ყოფილი ფეხბურთელები, რომლებსაც არც შესაბამისი ინტელექტი, არც კომპეტენცია გააჩნიათ რამე მართონ საკუთარი მანქანების გარდა.

2 მწვრთნელი - ადამიანი, რომელსაც საერთოდ არანაირი გამოცდილება არ აქვს, უარყოფითის გარდა- ერთხელ ჩააბარეს საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრები და მალევე გაუშვეს რადგან ვერ გაამართლა. მერე ოცი წელი შეხება არ ქონია სამწვრთნელო საქმესთან.

3. სპორტული ჟურნალისტიკა - პრინციპით "არავის ვაწყენინოთ" პირში წყალი აქვს ჩაგუბებული. არც ფედერაციის და არც მისი შერჩეული მწვრთნელების არაკომპეტენტურობას იმჩნევს ცოცხალი თავით.

ხოდა რა გიკვირთ?
არტ
09 სექტემბერი 2023 09:40
0
ქეცბაია ფედერაციის პრეზიდენტად !
soao
09 სექტემბერი 2023 09:38
2
თქვენ აქედანაც გიდათ და იქიდანაც. ეგრე სადაა ძმაო)
დავით
11 სექტემბერი 2023 07:51
0
Აგინებს მაინც ამათ
თემო
09 სექტემბერი 2023 19:15
0
როცა მოწინააღმდეგე გჯობნის ყველა კომპონენტში,ავტობუსი უნდა ჩააყენო დაცვაში, აბა როგორ გინდა.დიდ ვინმედ არ უნდა წარმოიდგინო თავი და იბრძოლო თავგანწირვით,მოსალოდნელი გრიგალის წინაშე.
ილია
09 სექტემბერი 2023 09:31
0
კაშია როდემდე უნდა იყოს ნაკრებში 36 წლისაა დატოვე ნაკრები კაშია
გიო
09 სექტემბერი 2023 09:24
0
ჩემი აზრი არის ასეთი, რაკი არაფერი იცვლება და როგორც ვატყობ შეგნებულად აკეთებენ კალაძე კობიაშვილი კალათბურთში სანიკიძე. ამათ არააქვთ არც ნამუსი,არც სინდისი,არც თამოვმოყვარეობა, მიზან მიმართულად მიდის ქართველი ხალხის, გულშემატკივრის მასხარად აგდება, ასე გვექცევიან ამდენი წელი და არ ჩერდებიან. უნდა გამოვაცადოთ ბოკოტი, არცერთ თამაშზე არ უნდა წავიდეთ. ძალიან კარგად იცის კაშიამ რომ არ შეუძლია თამაში ნაკრებში გადაბერდა, მაგრამ არაა, ძიან კარგად იციან გულშემატკივრის აზრი მაგრამ სულ ფეხებზე ვკიდივართ. ძალიან მეცოდება ახალგაზრდა თაობა რომელოც მოდის, ვის ხელში ვართ, მაფიოზ კალაძე ამისულაშვილი და მაგათ ხელში. ან უნდა გამოვიდეთ გულშემატკივრები. დედა უტირეს დინამოს, ნაკრებს , კალათბურთს, ისევ ისენი არიან. მიზან მიმართულად მიდის ასე, ეგ შთაბეჭდილება მრჩება. მოქაუტაძეს, კვარას, კიტეიშვილს,ჩაკვეს რომ ვერ შეუწყობ ხელს და ვეე მიაწვდი პასსს როგორ უნდა მოვიგოთ.
ბექა
09 სექტემბერი 2023 08:57
0
ნაკრებს წვიმამ შეუშალა ხელი....
jorj
09 სექტემბერი 2023 08:51
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული