სანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

AutoSharing Option
ესპანეთთან გამანადგურებელი მარცხის (1:7) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, იცით, რომ ჟურნალისტების შეკითხვებს ყოველთვის ვპასუხობ, დღეს კი ისეთი სიტუაციაა, მხოლოდ ჩემს შეფასებას გავაკეთებ. ბოდიშს ვუხდი შესანიშნავ გულშემატკივრებს, რომლებიც ცუდი თამაშის მიუხედავად, ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ. დღეს ქებას მხოლოდ ისინი იმსახურებენ.

დღეს არაფერი გამოგვივიდა, არც ბურთით, არც მის გარეშე, არც ტექნიკა გვქონდა და არც შესაბამისი მიდგომა. თამაში ყველა ასპექტში ჩაგვივარდა. უახლოეს პერიოდში მოთამაშეებს დაველაპარაკები, დაწვრილებით გავაანალიზებთ ამ კატასტროფულ შედეგს. კატასტროფული იყო როგორც მათთვის, ასევე სამწვრთნელო შტაბისთვის. გულწრფელად
უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით "ერთა ლიგის" პლეი-ოფის წინ.

ცუდი და წარუმატებელი თამაში ფეხბურთის ნაწილია, თუმცა ამ დონეზე ჩაგდება მიუღებელია. რამდენიმე დღეში ნორვეგიასთან ურთულესი თამაში გველის და იგივე შეცდომები რომ გავიმეოროთ, მორიგი კატასტროფა მოხდება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა შემდეგ თამაშზე ღირსეული შედეგი გვქონდეს".

მკითხველის კომენტარები / 114 /
გავუშვათ სანიოლი, მოვიყვანოთ ბიქსენტ ლიზარაზუ და ყველაფერი კარგად იქნება!
მძღოლი
09 სექტემბერი 2023 13:38
0
საოცარია ასეთი ხარაკირი გაიკეთო! ცვლი სქემას და ვისთან. ფლანგის მცველებს ავალებ შეტევაში ჩართვას, მაშინ როცა ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა არ შეუძლია,ფაქტიურად სიქას აცლი,როცა გყავს ნელი, დაბალი დონის 2 ცენტრი....ამას მგონი დიდი მიხვედრა არ სჭირდებოდა რაც მოხდებოდა. ასე მარტოვად, უაზროდ როგორ უნდა წაგვეგო, სიტყვები არ მყოფნის
ამატაკი
09 სექტემბერი 2023 13:00
0
აქ ანგარიშში არაა მთავარი პრობლემა, არც იმაში, რომ სუსტია გუნდი ან თამაში არ წაგვივიდა, მეტოქე ძლიერია და ა.შ. მთავარი პრობლემა უპასუხისმგებლობაა, უჯიგრობაა, ბრძოლისუუნარობაა და კიდე უარესი, ამის გამოსასწორებლად არაფერი კეთდება. მე მახსოვს 2014-ში ბრაზილიის 1:7 წაგება, მაგრამ მარსელოს და სხვების სახეები არ დამავიწყდება, ყველა გოლზე მოწოდებებით და შემართებებით ბურთი ცენტრში რომ აჰქონდათ ყველაფრის თავიდან დასაწყებათ. ჩვენებს სულ ეკიდათ ყველაფერი გეგონებოდა. ამაშია პრობლემა და გულშემატკივრებმაც მაგიტო დატოვეს სტადიონი. იბრძოლეს მაგრამ წააგეს - გასაგები მოცემულობაა, მაგრამ არ გაიხარჯნენ და წააგეს - სირცხვილი. 
გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2023 12:45
0
გააკეთე კომენტარი,გააკეთე კომენტარი! გავაკეთე და სად არის?ისედაც გაღიზიანებული ხალხის ნერვებზე თამაშობთ?რა არ მოგეწონათ მაინც საინტერესოა.ისეთებს აქვეყნებთ ზოგის წაკითხვაც არ შეიძლება და ჩემმა სრულიად უწყინარმა და საქმიანმა კომენტარმა რით ვერ მოიპოვა ნეტავ თქვენი წყალობა? ალბათ თქვენც მტრები ხართ ქართული ფეხბურთის და მთლიანად საქართველოსი.
საჩინო
09 სექტემბერი 2023 12:21
0
ვილი სანიოლ წადი !!!
ნიკა
09 სექტემბერი 2023 12:16
0
უსულგულოები არიან! არანაირი ჟილკა!
Shota
09 სექტემბერი 2023 12:01
0
წადით კი არა და წაეთრიეთ!!!
ელიასი
09 სექტემბერი 2023 11:56
0
სანიოლის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ საკუთარ დანაშაულს ვერ ხედავს და კონტრაქტის გაგრძელებას და „დარმავოი“ ფულის ჭამის გაგრძელებას აპირებს... სადაა „ფედერაცია“?..
გია
09 სექტემბერი 2023 11:51
1
ვილი, გულწრფელად გეუბნები - შენ საქართველოში ხარ და საფრანგეთში უნდა იყო.
pablo
09 სექტემბერი 2023 11:10
0
სანიოლი რო გასაშვებია და მისი სამწვრთნელო შესაძლებლობები დიდ ეჭვს რო იწვევს ამაში ორი აზრი არაა აქ გადის სტაჟირებას და სტაჟირებაში მილიონებს აკეთებს... ისეთ სწრაფ გუნდთან როგორიც ესპანეთია გამოგყავს 3 კუ ფეხბურთელო კაშია და კვერკველია.. იმ მესამე კუს აღარ ვახსენებ ჯვარი დაიწერა აბურჯანია თუ არააა კვეკვე უნდა ყავდეს ან პირიქით.... ის მირჩევნია საზონოვი გელაშვილი და კალანდაძე ეხლა ვათამაშოთ დაუშვან შეცდომები სამომავლოდ მაინც გამოადგებათ გამოცდილების მხრივ ვიდრე ამ ცხვარ გამობმულებს რომ სვავ სასტარტოში... ფეხბურთელს თამაშის წინ რომ ჟილკა არ აქვს თვალებიდან ნაპერწკლებს როარ ისვრის იმას რაუნდა მოედანზე თუ დაძინება უნდოდათ სასტუმროში დაეძინათ......
რონი
09 სექტემბერი 2023 10:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული