როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა?

AutoSharing Option
ესპანეთთან თბილისში წაგებული (1:7) მატჩის შემდეგ Flashscore-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების თამაში შეაფასა:

მამარდაშვილი 6.1, აზაროვი 6.0, კაშია 5.6, კვირკველია 4.7, გოჩოლეიშვილი 5.4, გაგნიძე 6.3, ლობჟანიძე 5.8, აბურჯანია 5.8, კიტეიშვილი 6.3, კვარაცხელია 6.2, მიქაუტაძე 6.4, ჩაკვეტაძე 6.9, დავითაშვილი 6.2, მექვაბიშვილი 6.2, დვალი 6.3, საზონოვი 6.1.

სტუმართა გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება (8.8) ჰეთ-თრიკის ავტორმა მორატამ მიიღო (8.8), ყველაზე დაბალი კი მეკარე სიმონმა (5.8).

მკითხველის კომენტარები / 41 /
ერთერთი უმთავრესი პრობლემა მაინც მგონია რომ მწვრთნელებს ვერ ვარჩევთ ყველა "ბედნიერებასთან" ერთად. კი ყველამ ვიცით რო გვყავს სუსტი ნაკრები ერთი ვარსკვლავით მაგრამ ვერც ვაისმა და ვერც სანიოლმა ვერ შეძლეს თანამედროვე ფეხბურთისთვის 2 უმთავრესი კომპონენტის სწავლა ჩვენი ნაკრებისთვის პრესინგის და ორგანიზებულობის ათვისება ფეხბურთელებისთვის. ხოლო თუ ამ ორის ხარისხი ვერ გაუუმჯობესა მწვრთნელმა გუნდს რაც სახეზეა სულ მესამე ეშელონის ნაკრებებში ვიტრიალებთ დამიჯერეთ კიდევ 2 კვარას დონის მოთამაშეც რომ დაემატოს ეხლავე ნაკრებს რაც გამორიცხულია მინიმუმ კიდევ 15-20 წელი. დისციპლინა რომ გუნდს არა აქვს კი ეს დაბალი კლასის მაჩვენებელია და იმიტომაა შეშინებულები რო გადიან მოედანზე და ამდენი შეცდომაც ამის გამო მოსდით. მწვრთნელის პირველი მოვალეობა კი რა არის ? დიახ ყველა ფეხბურთელმა იცოდეს სწორი პოზიციის შერჩევა პრესინგზე ასვლის თუ პირიქით კონტრ პრესინგზე თამაშის დროს. სწრაფი გადასვლა ცენტრიდან როცა შენმა გარემარბებმა ზონალური სივრცეების ათვისება უნდა დაიწყონ რათა გაუიოლოს პლეიმეიქერს შეტევის წამოწყება და მას მეტი არჩევანის საშუალება მისცენ პასის გასაკეთებლად, რაც ასევე არ ჩანს სანიოლის ფორმაციის გუნდში. და რა ეტყობა ამ ნაკრებს ამ კომპონენტებში ოდნავ მაინც თუ აქვს პროგრესი პირიქით ისევ ინდივიდუალიზმის იმედად კინკილა კონტრ შეტევის დროს რასაც მაღალი კლასის გუნდმა შეიძლება ერთიც არ წამოგაწყებიოს მთელ თამაშში აგერ ეს მატჩიც ამის კარგი მაგალითია. ანუ სანიოლი ვერ ართმევს თავის მოვალეობას თავს კარგად და გუნდს უკეთეს ვერ ხდის ვერცერთ სათამაშო კომპონენტში. აბა ესპანეთის დონის ნაკრების ფეხბურთელს კი არ ჭირდება საფეხბურთო ანი ბანიში განსწავლა ისენი ამას უმწვრთნელოდაც კარგად გააკეთებენ მოედანზე, შენ მაშინ ხარ პროდუქტიული მენტორი როცა საშუალო და საშუალოზე დაბალი კალიბრის გუნდებს შეათვისებიებ სწორი ფეხბურთის თამაშს, როცა ყველა ფეხბურთელმა თვალდახუჭული იცის თუ რა უნდა გააკეთოს მოედანზე ამ შემთხვევაში კი ვერ ვიხილავთ ასეთ დილეტანტურ შეცდომებს მათი შესრულებით თამაშიდან თამაშამდე. პლიუს ცენტრში ვინმე აუცილებლად მოსაძებნია მუშა საყრდენი და გამოიძახონ ის მარადაშვილი ამ "ზარალ" საყრდენებზე უარესი დარწმუნებული ვარ ვერავინ იქნება.
Charley
02:47 09-09-2023
11
სრული ჩავარდნა. მწვრთნელის ბრალია. არასწორი ტაქტიკით ათამაშა თან ვისთან.
მდააა
16:05 09-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული