სად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

AutoSharing Option
ბევრს იქნებ მარტივად მიაჩნია, ესპანეთის ნაკრებთან ასეთი განადგურების (1:7) შემდეგ, დაწერო - ყველას ხაზს გადაუსვამ და მიწასთან გაასწორებ. ასე სულაც არაა, ჩვენც გვაქვს ემოციები და გარდა ამისა, სასურველი არაა, ჯოხი კონკრეტულ ადამიანებს გადაატეხო და ვითარება ღრმად არ შეაფასო.

სიტუაცია მატჩამდე...

ვილი სანიოლის გუნდში ბოლო დროს რომ პრობლემებმა იმატა, ამას აქამდეც ვწერდით. ამიტომაც იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიაში (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ რომ აღვნიშნეთ - "წვიმას ნურაფერს დავაბრალებთ". ზოგჯერ დამატებით ფაქტორებზე აპელირება მხოლოდ საკუთარი პრობლემებიდან გაქცევასა და არაღიარებას ნიშნავს. როგორ უპასუხა ფრანგმა
მთავარმა მწვრთნელმა ამ პრობლემებს სექტემბრის მატჩების წინ? - სანახევროდ. მათი დიდი ნაწილი, ვინც აშკარად კარიერულ რეგრესს განიცდიან, კვლავ გუნდში მიიწვია, თუმცა განაცხადში ახალი სახეებიც შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ შესაძლო რევოლუციურ ცვლილებებს აშკარად პესიმისტური თვალით შევხვდით.

სხვა მხვრივაც, ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის როლი და მნიშვნელოვანი სიახლის კვალი ვერ შევნიშნეთ. გასაგებია მათი სიძლიერე, თუმცა ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინ თბილისში ბევრად მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ. მალე ნორვეგიასთან დაპირისპირებაა, ამ მოცემულობით კი საქართველოს ნაკრები სექტემბერს მოუმზადებელი შეხვდა.

შემადგენლობა

ბევრი კი ვეცადეთ, სავარაუდო შემადგენლობის დროს მაქსიმალური მოწოდება ყოფილიყო, განაცხდაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეღოთ, რაც არ მომხდარა.
სანიოლმა შეცვლა სათამაშო სქემა. თეორიულად, ის მთავარ ბრძოლას მინდვრის ცენტრში ელოდა და ფეხბურთელთა რაოდენობა იქ გაზარდა, თუმცა ამან მეტოქის ზეწოლა ვერ შეამცირა, დაცვაში კი მეტი სივრცე დავტოვეთ, რის გამოც მამარდაშვილის კართან ნამდვილი შტურმი მივიღეთ, გაუთავებელი იერიშები და ჩაწოდებები.

სანიოლს თავის დროს 3-მცველიანი ტაქტიკა დავუფასეთ, ამით ჩვენი ფლანგელები დაცვასა და შეტევაში თამაშს უკეთ აბალანსებდნენ, ახლა კი სწორედ ეს არ იყო, რამაც პრობლემები შექმნა. მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილის ძალიან სუსტი თამაში იქნებ მაშინ თავიდან აგვერიდებინა, თუკი სხვა ტაქტიკური სქემა გვექნებოდა.

ესპანელებს მინდვრის ცენტრში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, როდრის თამაშის სტილს და დამაჯერებლობას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. აქ ნამდვილად იყო შემთხვევა, როცა უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. მაგალითად, ლუკა გაგნიძეს თავი არ დაუზოგავს, ყოველთვის ცდილობდა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ის მართლაც სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა იმ ფონზე, როცა ბოლო დროს მოსკოვის "დინამოშიც" ცოტას თამაშობს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება სხვა დონეზე მიეცეს. არ გვინდა ისე გამოვიდეს, ცოტა სხვა შემადგენლობით გამარჯვების შანსი გვექნებოდა, ეს ვარაუდები და დაშვებებია, თუმცა ახალი სახეები ვერც მინდვრის შუაში ვიხილეთ, თუნდაც, გიორგი ქოჩორაშვილი.

მწვრთნელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა საბა ლობჟანიძის სასტარტოში დაყენება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშისა და სიტუაციის მიუხედავად, შეხვედრაში კარგად ვერც ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო.

და, მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ ახლა იწყებს, საბა საზონოვი ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრში თამაშს უკვე იმსახურებს და ესეც კიდევ ერთი შეცდომა შემადგენლობის შერჩევაში. ის, რომ გიორგი გველესიანს შანსი არ მიეცა, აქამდეც აღვნიშნეთ.

Sportall.Ge

სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, შემდეგ კი ჩავარდნილი პერიოდი იყო. მაშინ ფრანგი ცოტა "აჭრილიც" კი მოგვეჩვენა, განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, სადაც უცნაურად გადახალისებული შემადგებლობა ვიხილეთ. ამას წაუგებელი სერია და ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა მოჰყვა.

"ერთა ლიგა" ჩვენთვის იდეალური ტურნირი გამოდგა, მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის ნაკრებებთან წარმატებას მივაღწიეთ და ეს ცუდ სამსახურს იმაში გვიწევს, გუნდის რეალური დონის განსაზღვრა გვიჭირს, შემდეგ კი ამბიციები გვეძალება. ვილის, თითქოს, ფანტაზია ამოეწურა და მას სამწვრთნელო გამოცდილებაც არ აქვს, მისი დახმარებით მანევრირება შეძლოს. აპელირება კვლავ "ერთა ლიგიდან" მოპოვებულ პლეი-ოფზეა. ასე იყო ვაისის დროსაც, მანამდე ყველაფერი "გავატარეთ", ფინალის მოგების და ევროპირველობაზე გასვლის შანსი გვაქვსო.

სანიოლი მაინც ნაკლებად გვიცნობს. საქართველოს ნაკრები სულ ასეთი გუნდი იყო, ფსიქოლოგიაზე დიდად დამოკიდებული. ახლა მოკლე დროში მათი ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა იმავე მწვრთნელის მხრიდან რთული ამბავი იქნება. კი ბატონო, შორს არაა 12 სექტემბერი და დაველოდოთ, იქნებ სასწაული ხდება, თუმცა ბევრი მწვრთნელი პარასკევის საღამოს გადადგებოდა. საქმე მხოლოდ ერთ მარცხში არაა, ეს უფრო სიტუაციის ლოგიკურ და არასასურველ ფინალს ჰგავს, რომლის დასრულება რაც უფრო გაიწელება, მიწაზე უფრო დაენარცხები, შემდეგ კი წამოდგომა ორმაგად გაჭირდება...

ფეხბურთელები

ვსაუბრობთ ზოგად პროგრესზე, უკეთეს კლუბებში მყოფ ჩვენებურებზე, მაგრამ თავს იქნებ სწორედ აქ ვიტყუებთ. ჯერ ერთი, გუნდური ელემენტებია მთავარი და წარმატებას ეს განსაზღვრავს, ამავდროულად კი რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესით ყველაფერს ვერ შეცვლი. უმეტეს შემთხვევაში, საქმე დაბალი დონის ჩემპიონატებთან გვაქვს, მერე რა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ში რონალდო და მესი არიან, მერე რა რომ ხანდახან ავსტრიაშიც გაგვაქვს, კვიპროსშიც და სლოვაკეთშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შემადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნის დონის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, ასეთი პერიოდები გვქონია და მას თავისი უარყოფითი აქვს.

ესპანეთთან მატჩის სტარტიდანვე იგრძნობოდა, რომ წარმატების რწმენა არ არსებობდა, ორბურთიანი ჩანორჩენის შემდეგ კი ვერცერთი ჩვენებურის სახეზე კარგს ვერაფერს ამოიკითხავდი.

Sportall.Ge

ვეტერანები

მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, მათ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა თუნდაც მხოლოდ ძველი დამსახურების გამო, ნაკრების განაცხადში რამოსი, ბუსკეტსი თუ ალბა ახლაც რომ იყვნენ, ამის გამო ქვეყანას არავის შეყრის. ვხედავთ, როდის ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ზოგჯერ ამ პროცესს რაც უფრო გაწელავ, კრიტიკა და წარსულში განცდილი ემოციების განელება იმატებს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჟურნალისტებსაც უჭირთ, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. უჭირდათ ბრაზილიაშიც, გერმანიასთან განადგურების შემდეგაც. ამას სჭირდება ცოტა გამბედაობა, ამავდროულად, ტაქტი.

არც ისაა სასურველი, კონკრეტული გვარები ჩამოვწეროთ, თუმცა არც რაღაც ზოგადი და აბსტრაქტული საუბარიცაა გამართლებული. საქართველოს ნაკრებშიც უკვე მეკარის ჩანაცვლებაც მოხდა, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ და ლოგიკურად, ეს ხაზი ახლა დაცვაში უნდა გაგრძელდეს. შუა შესარჩევში ამის გაკეთებას მიზანშეწონილად არ ჩავთვლიდით, ჯგუფიდან გასვლის შანსები რომ შენარჩუნებული გვქონდეს. ამავდროულად, ყაზახეთის ნაკრებთან ოპტიმალურ შემადგენლობაზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ, იქ უკვე შეცდომები აღარ გვეპატიება. არც ისე უნდა გამოჩნდეს, ყველა უბედურებას, რაც ესპანეთის ნაკრებისგან მივიღეთ, მხოლოდ კაშია-კვირკველიას დუეტს ავკიდოთ, როცა რგოლებს შორის ამხელა წყვეტაა და შენს საჯარიმოში ასე ცხელა, შეცდომების დაშვების ალბათობაც მეტია და დაჩაგვრისაც.


კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნამდვილად ცალკე უნდა ვისაუბროთ, რადგან მის მიმართ მოლოდინი ძალიანაა გაზრდილი. ისევ იქედან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმით დიდი წარმატებები არ მოდის, თანაც, ახლა "კვარა" იდეალურ ფორმაში არაა. ჩვენი გუნდის ზოგადი დონისა და თამაშიდან გამომდინარე, მას იმ დრომდე, სანამ ანგარიშში ჩამორჩენა ძალიან გაიზარდებოდა, ჩვენ ლიდერს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხვიჩა თანაგუნდელებს მუდმივად ესაუბრება, ამშვიდებს, რჩევებს აძლევეს, ახალისებს, ის ამ მხვრივაც გაზრდილია. 

ცოტა სხვა მოცემულობაში, კვარაცხელიასგან კიდევ უფრო მეტს ვნახავდით. ესპანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ის კუთხეში მიემწყვდიათ და ამ დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის გრძელ პასებს, რომელიც გაცილებით თავისუფალი თანაგუნდელებისკენ მიდიოდა, შესაბამისი გაგრძელება არ ჰქონდა...

იმედია, ამ შოკიდან ყველანი გამოვალთ, მანამდე კი კარგად უნდა განვსაზღვროთ, თუ რაა ჩვენთვის მთავარი. გვახსოვს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიას ტაქტიკით უკმაყოფილო ვიყავით, ახლა თითქოს ის განცდა იყო, რომ არაფრის დათმობას ვაპირებდით და კატასტროფულად დავამთავრეთ. ზოგჯერ მართლაც შედეგზე თამაში გვჭირდება, იშვიათად, მაგრამ "ღირსეული წაგებაც" არაა ცუდი, უფრო მთავარი კი მწვრთნელის ხედვა და მრავალფეროვნებაა, რაც ასე ვერ დავინახეთ!..

altისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

altსანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

მკითხველის კომენტარები / 81 /
შებეგუოთ რეალობას. გვყავს ძალიან დაბალი დონის ნაკრები.
გამოაკელი და კვარცხელია და მემარდაშვილი და მიირებტ მე-4 ლიგის გუნდს.
დაგიჩემებიათ ეს ზურიკო. მეორე ლიგაში თამაშობს ბოლო-ბოლო და იქაც ვერ წყვეტს ვარსკვლავებს.
მაგრამ ასეთ წაგებას მაინც არ აქვს გამართლება. იყო შეცდომები ყველას მხრიდან
las
10 სექტემბერი 2023 12:36
3
და ყაზახებს, ან ფინელებს ან კიდევ სამი ოთხი გუნდის დასახელება შეიძლება ასეთის, ვიღა ყავთ ამისთანა, რომ ჩვენზე გაცილებით უკეთესი შედეგი აქვთ?
არტ
11 სექტემბერი 2023 09:53
0
გამოსავალი არ არსებობს არც საქართველოს ნაკრების და არც სხვა ნაკრების რით ვერ გაიგეთ ფეხბურთი კარგახანია აღარარსებობს.
გიორგი
10 სექტემბერი 2023 12:33
0
განა მარტო ფეხბურთშია ეს ქვეყანა წარუმატებელი? გადახედეთ სხვა სპორტის სახეობებს და ასევე სხვა სფეროებს გადახედეთ, რაში ვუწევთ კონკურენციას აბა ცივილიზებულ ქვეყნებს? ვერაფერში.
ადამიანებს, როცა საკუთარი ქვეყნის წარუმატებლობა ახარებთ და აი ხომ ვამბობდი, ნიშნის მოგებით, ამაყად თავაწეულები გეუბნებიან, ისინი ყველაფერს იმსახურებენ, უბრალოდ ნორმალური ადამიანები ვართ ამ დროს დასჯილები, ვისაც არაფრით ნაკლები არ გვგონია ეს ქვეყანა სხვაზე.
წეღან ვეცნობოდი "ბრძნულ" აზრებს, ვიღაცაზე ამბობდნენ, კვარაცხელიას ლანძღავსო და გოლს თუ ვერ გაიტანს მერე ამაყად დადის აი ხომ ვამბობდიო.
რამდენი ამოიცნობთ თავებს ახლა აქ ეგეც ვიცი.
ეგა ვართ რეალურად...
მეც უცხოური გუნდების სიყვარულით დავიწყე ფეხბურთის ყურება და ღამეებს ვათენებდი იმათ გამო მაგრამ ჩემს ნაკრებთან არ ვგულშემატკივრობდი სხვებს, არც ნიშნის მოგებით ვიძახდი არაფერს.
ოქრიაშვილმა თქვა, ესპანეთს რომ შევხდით ადრეო, დაგვცინოდნენ ფეხბურთელებიო, პიკე გვეუბნებიდა თქვენ რა ფეხბურთელები ხართ, საერთოდ ფეხბურთელები არ ხართო. დარწმუნებული ვარ ჩვენი ფეხბურთელებიდან მაგას არავინ იკადრებდა სხვების მიმართ, თუნდაც სულ ყველა უმაღლეს დონეზე თამაშობდეს და თუნდაც უდაბლესი დონის გუნდებს ვხვდებოდეთ.
ჩვენ რომ ერთადერთის თანადგომა ვიცოდეთ და ერთმანეთის წარუმატებლობა სიამოვნებას არ გვანიჭებდეს ბევრად მაღლა ვიქნებოდით.
მაგრამ სამწუხაროდ ვართ იქ სადაც ვართ.
ვერ ვიტან ყალბ პატრიოტიზმს და სადღეგრძელოებს. პატრიოტიზმი სხვანაირად მესმის. მაგალითად იმით, რომ სხვა ადამიანს, შენს მოქალაქეს, ნებისმიერს პატივს სცემდე და მინიმუმ სიამაყეს არ გაგრძნობიმებდეს მისი წარუმატებლობა. თუ არაფერი შეგიძლია მხარდასაჭერად, ენა და თითები მაინც დაადუმო ცოტა ხნით, ელემენტარული შეგნება მაინც გქონდეს, ღლიცინის არ გამოხატვის.
Skeleton
10 სექტემბერი 2023 12:21
1
რას ამბობთ არის სპორტის სახეობები სადაც ჩვენ ვერ გვიწევენ კონკურენციას მაგალითად ძალოსნობა ჭიდაობა რაგბში მთელი აღმოსავლეთ ევროპა და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნები უბრალოთ წინაამღდებობასაც კი ვერ გვიწევენ.
გიორგი
11 სექტემბერი 2023 10:58
0
როდესაც ქვეყანას დასჭირდა 400 ათასი ყივჩაღი ჩამოასახლეს საქართველოში. რა გახდა მარადიშვილისთვის პასპორტის მიცემა და საყრდენად გამოცდა, დავიჯერო ამ უხეირო აბურჯანიას აღარ სჯობს?
ირაკლი
10 სექტემბერი 2023 11:53
2
400 000 (ოთხასი ათასი) ხომ?! ყივჩაღი?! როდის იყო ეს ამბავი?! ))
ეხხხ!
11 სექტემბერი 2023 22:58
0
მახსოვს შოთა არველაძეზე ამბობდნენ ფეხებს უფრთხილდება ნაკრებშიო,(მაშინ სოც ქსელები არ იყო თორემ რა საზიზღრობებს გავიგებდით შოთაზე ყველამ ვიცით)ახლა შოთა ყველას უყვარს,ვერ ნახავ კაცს შოთიზე აუგის მთქმელს,ახლა ხვიჩა ამოიჩემეს...
ბაჩი
10 სექტემბერი 2023 11:27
3
შოთა ყველას უყვარს კარგი იყო. შოთას ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნორმალურ ადამიანი რაოტმ უნდა მძულდეს, ყველაფერ კარგს ვუსურვებ, მაგრამ ერთი ერთი სწორედ შოთაა, რომ დაღუპა ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი და იმ თაობის კიდევ ბევრი სხვა წარმომადგენელია ეგეთი. არველაძეებმა ამ თავისი ღადაობა ღადაობით შექმნეს ეს ამინდი და მიდგომები ნაკრებშიც და საერთოდ ქართულ ფეხბურთში და ეს ნახევრად კორუმპირებული სასტავი მოაჯდა ფეხბურთს, ნაცნობობა და აი ტიპობა, ხიზანიშვილები და ასე.შ და საქმეს არავიან არ აკეთებს როგორსაც საჭიროა, თან იმდენი სინაგლე ჰყოფნით, რომ აქეთ გამადლიან, რისიც უნდა შერცხვეთ (მე მის პირად საფეხბურთო კარიერას არ ვეხები) მისმა დროის ნაკრებმა ყველაფერი წააგო საერთოდ და კიდევ აქეთ პრეტენზია აქვთ რომ დიდი ფეხბურთელები არიან. შოთის მადლობელი ვარ ბავშვობაში რომ აიაქსიდან გვახარებდა ზოგჯერ, მაგრამ ასე ირაკლი ჩარკვიანის მადლობელიც ვარ და რომელიმე მსახიობის. პრობლემა იმაშია, რომ ამის ხარჯზე ამ ხალხმა დედა უტირა ფეხბურთს ქვეყანაში, ჩმოაყალიბდა ვითომ ელიტარული წრეები, სულ მ არიაჟობა და კაი ტიპობაში მიდის მთელი ენერგია და ფულის კეთება და ერთმანეთის მხარდაჭერა და უბრალო ბიჭები და მთელი ქვეყნის ახალგაზრდობა დარჩა უპერსპექტივოდ. არ არის განვითარება ქვეყანაში ფეხბურთში და ესენი გასაყრელებია ყველა. შოთი პირველ რიგშია ჩამოსაშორებელი ყველა ასეთ პროცესს, როგორ მისი ძმები ორივე. ისევ ვიმეორებ კარგი იუმორი და ადამიანური ნიჭი ძალიან კარგია- უბრალოდ სხვაგან. სხვა სფეროებში! კვარამ რომ მიაღწია რაღაცას მიეწება ეს შენი შოთი ეგრევე და მოაჯდნენ კვარას, პოლიტიკოსებიდან დაწყებული მსახიობებით დამთავრებული. ამიტომ შოთი გიყვარს შენ პირადად :) და მე არაფერს არ ვერჩი როგორც ნიჭიერ კაცს და კარგი იუმორის მქონეს, მაგრამ ყველას უყვარს შოთიო ეს ნამეტანია. არ მძულს ნამდვილად, მაგრამ ეგ პროპაგანდა არ გვინდა თუ ძმა ხარ. ჯაკობია, ფიფია, შოთა, აჩი, რეზი, ხიზანა, მამუკა კობახიძე, აბურჯანია, გახოკიძე და მრავალი სხვა ეგეთი ხალხი თუ არ მოაშორეს ქართულ ფეხბურთს სულ ასეთი უაზრო სიტუაცია იქნება ნაკრებში. დაბლოკეთ დაბლოკეთ
ბაჩის
10 სექტემბერი 2023 15:03
0
ნაკრების ძირითადი ბირთვი უნდა დგებოდეს ადგილობრივი ჩემპიონატის ფეხბურთელებისგან პლიუს რამდენიმე ლეგიონერი.ფეხბურთს სჭირდება სელექციონერები და სიმართლის მთქმელი ადამიანები.ამაზე საუბრობდა ქეცბაია რის გამოც მოიძულეს ნაკრებიდან.თუნდაც სოფლის გუნდებში იპოვის ადამიანი უამრავ და ბევრად ჟილკიან ბავშვს,მაგრამ ამას ჭირდება ბევრი შრომა,რაც სამწუხაროდ გვეზარება ქართველებს
გიორგი
10 სექტემბერი 2023 11:13
0
Ლევანიმ სიმართლე გითხრა ძმაო-ექიმს ეჩვენე უეჭველად
Საქართველო-ს
10 სექტემბერი 2023 10:53
0
მოდი რადგან ავტორი მაინ მოერიდა უხერხულობას და არ დაწერა კონკრეტული გვარები, მე გეტყვით! დაცვაში უმოტივაციო და ჩამქრალი კვირკველია დიდი მადლობით უნდა გავისტუმროთ! მთლიანად საფიქრალია ნახევარდაცვის შეხვლა. ლობჟანიე არის სერაფი მაგრამ უსუსტესი, კიტეიშვილი არაა ნაკრების და მაღალი ამბიციების დონის! გაგნისთვის ჯერ ძალიან ადრეა ეროვნული ნაკრები! ისევე როგორც მექვაბიშვილისთვის! აბურჯანია არც არასოდეს იყო რამის მაქნისი! აუცილებელია ფორმირდეს რაღაც ახალი, თუნდაც ლოჩოშვილი მოისინჯოს საყრსენად უფრო ჩამშლელად, დაცვაში სპეციაში რო ბიჭი გადავიდა ის და საზონოვი მგონი არაა ურიგო! ალთუნაშვილს რო შანსი არასოდეს მიეცა ეგეც გასაკვირია ასთი საყრდენების პირობებში! ჩაკვე ასათიანის ფორმის ნახევარმცველად იქნებ გადავაწყოთ! და აუცილებელია მარდიშვილის დამატება!!!!
გიო
10 სექტემბერი 2023 09:20
1
სანიოლი რომ პროფესიონალი არა, ჯერ ერთი იქიდან ჩანს,რომ ასეთი წაგების მერე გადადგებოდა (მერე რა ქნას,სად წავიდეს)მეორე ის რომ თავიდან რაღაც გაუმართლა,გუნდებიც ისეთი შეხვდა და იფიქრა ზაგალო ვარო.მერე დაიწყო ფეხბურთელების და ტაქტიკის არასწორი არჩევა და ნელ-ნელა მივედით ამ შედეგამდე.მინდა კიდევ ერთ რაღაცაზე გაამახვილოს ყურადღება,ეს არის თამაშამდე რო წაგებული ხარ უკვე.სახლში ასეთი ჩასვრილი გუნდი დაწყებისთანავე არ მინახია.ჩსუსტვენს თუ არა მსაჯი ყველა უკან გარბის,ე მანდ გოლი არ გაგვიტანონო.....გუნდში უაზრო თანამდებობაზე რომ მოიყვანეთ ახალი მწვრთნელი, იმას ჯობდა კარგი ფსიქოლოგი მოგეყვანათ.და კიდევ,ეს ეხება მთლიანად შტაბს, გაანებეთ იმ ფეხბურთელების გამოძახებას თავი, ვისაც მართლა ბევრი აქვს გაკეთებული ჩვენი ფეხბურთისთვის, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, უკვე ვეღარ ქაჩავენ.ნუ აგინებინებთ ხალხს მაგათ თავს,სანამ შერჩენიათ კიდევ ხალხის სიყვარული. არ არიან მაგის ღირსი.
კახა ქ.
10 სექტემბერი 2023 07:23
0
რაგბისტების ჟილკა და თავმოყვარეობაა ფეხბურთელებისთვის გამოსავალი და არა პრანჭვა-გრეხვა ქალებივით
საბურთალო
09 სექტემბერი 2023 23:20
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული