სად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

AutoSharing Option
ბევრს იქნებ მარტივად მიაჩნია, ესპანეთის ნაკრებთან ასეთი განადგურების (1:7) შემდეგ, დაწერო - ყველას ხაზს გადაუსვამ და მიწასთან გაასწორებ. ასე სულაც არაა, ჩვენც გვაქვს ემოციები და გარდა ამისა, სასურველი არაა, ჯოხი კონკრეტულ ადამიანებს გადაატეხო და ვითარება ღრმად არ შეაფასო.

სიტუაცია მატჩამდე...

ვილი სანიოლის გუნდში ბოლო დროს რომ პრობლემებმა იმატა, ამას აქამდეც ვწერდით. ამიტომაც იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიაში (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ რომ აღვნიშნეთ - "წვიმას ნურაფერს დავაბრალებთ". ზოგჯერ დამატებით ფაქტორებზე აპელირება მხოლოდ საკუთარი პრობლემებიდან გაქცევასა და არაღიარებას ნიშნავს. როგორ უპასუხა ფრანგმა
მთავარმა მწვრთნელმა ამ პრობლემებს სექტემბრის მატჩების წინ? - სანახევროდ. მათი დიდი ნაწილი, ვინც აშკარად კარიერულ რეგრესს განიცდიან, კვლავ გუნდში მიიწვია, თუმცა განაცხადში ახალი სახეებიც შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ შესაძლო რევოლუციურ ცვლილებებს აშკარად პესიმისტური თვალით შევხვდით.

სხვა მხვრივაც, ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის როლი და მნიშვნელოვანი სიახლის კვალი ვერ შევნიშნეთ. გასაგებია მათი სიძლიერე, თუმცა ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინ თბილისში ბევრად მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ. მალე ნორვეგიასთან დაპირისპირებაა, ამ მოცემულობით კი საქართველოს ნაკრები სექტემბერს მოუმზადებელი შეხვდა.

შემადგენლობა

ბევრი კი ვეცადეთ, სავარაუდო შემადგენლობის დროს მაქსიმალური მოწოდება ყოფილიყო, განაცხდაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეღოთ, რაც არ მომხდარა.
სანიოლმა შეცვლა სათამაშო სქემა. თეორიულად, ის მთავარ ბრძოლას მინდვრის ცენტრში ელოდა და ფეხბურთელთა რაოდენობა იქ გაზარდა, თუმცა ამან მეტოქის ზეწოლა ვერ შეამცირა, დაცვაში კი მეტი სივრცე დავტოვეთ, რის გამოც მამარდაშვილის კართან ნამდვილი შტურმი მივიღეთ, გაუთავებელი იერიშები და ჩაწოდებები.

სანიოლს თავის დროს 3-მცველიანი ტაქტიკა დავუფასეთ, ამით ჩვენი ფლანგელები დაცვასა და შეტევაში თამაშს უკეთ აბალანსებდნენ, ახლა კი სწორედ ეს არ იყო, რამაც პრობლემები შექმნა. მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილის ძალიან სუსტი თამაში იქნებ მაშინ თავიდან აგვერიდებინა, თუკი სხვა ტაქტიკური სქემა გვექნებოდა.

ესპანელებს მინდვრის ცენტრში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, როდრის თამაშის სტილს და დამაჯერებლობას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. აქ ნამდვილად იყო შემთხვევა, როცა უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. მაგალითად, ლუკა გაგნიძეს თავი არ დაუზოგავს, ყოველთვის ცდილობდა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ის მართლაც სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა იმ ფონზე, როცა ბოლო დროს მოსკოვის "დინამოშიც" ცოტას თამაშობს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება სხვა დონეზე მიეცეს. არ გვინდა ისე გამოვიდეს, ცოტა სხვა შემადგენლობით გამარჯვების შანსი გვექნებოდა, ეს ვარაუდები და დაშვებებია, თუმცა ახალი სახეები ვერც მინდვრის შუაში ვიხილეთ, თუნდაც, გიორგი ქოჩორაშვილი.

მწვრთნელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა საბა ლობჟანიძის სასტარტოში დაყენება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშისა და სიტუაციის მიუხედავად, შეხვედრაში კარგად ვერც ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო.

და, მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ ახლა იწყებს, საბა საზონოვი ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრში თამაშს უკვე იმსახურებს და ესეც კიდევ ერთი შეცდომა შემადგენლობის შერჩევაში. ის, რომ გიორგი გველესიანს შანსი არ მიეცა, აქამდეც აღვნიშნეთ.

Sportall.Ge

სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, შემდეგ კი ჩავარდნილი პერიოდი იყო. მაშინ ფრანგი ცოტა "აჭრილიც" კი მოგვეჩვენა, განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, სადაც უცნაურად გადახალისებული შემადგებლობა ვიხილეთ. ამას წაუგებელი სერია და ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა მოჰყვა.

"ერთა ლიგა" ჩვენთვის იდეალური ტურნირი გამოდგა, მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის ნაკრებებთან წარმატებას მივაღწიეთ და ეს ცუდ სამსახურს იმაში გვიწევს, გუნდის რეალური დონის განსაზღვრა გვიჭირს, შემდეგ კი ამბიციები გვეძალება. ვილის, თითქოს, ფანტაზია ამოეწურა და მას სამწვრთნელო გამოცდილებაც არ აქვს, მისი დახმარებით მანევრირება შეძლოს. აპელირება კვლავ "ერთა ლიგიდან" მოპოვებულ პლეი-ოფზეა. ასე იყო ვაისის დროსაც, მანამდე ყველაფერი "გავატარეთ", ფინალის მოგების და ევროპირველობაზე გასვლის შანსი გვაქვსო.

სანიოლი მაინც ნაკლებად გვიცნობს. საქართველოს ნაკრები სულ ასეთი გუნდი იყო, ფსიქოლოგიაზე დიდად დამოკიდებული. ახლა მოკლე დროში მათი ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა იმავე მწვრთნელის მხრიდან რთული ამბავი იქნება. კი ბატონო, შორს არაა 12 სექტემბერი და დაველოდოთ, იქნებ სასწაული ხდება, თუმცა ბევრი მწვრთნელი პარასკევის საღამოს გადადგებოდა. საქმე მხოლოდ ერთ მარცხში არაა, ეს უფრო სიტუაციის ლოგიკურ და არასასურველ ფინალს ჰგავს, რომლის დასრულება რაც უფრო გაიწელება, მიწაზე უფრო დაენარცხები, შემდეგ კი წამოდგომა ორმაგად გაჭირდება...

ფეხბურთელები

ვსაუბრობთ ზოგად პროგრესზე, უკეთეს კლუბებში მყოფ ჩვენებურებზე, მაგრამ თავს იქნებ სწორედ აქ ვიტყუებთ. ჯერ ერთი, გუნდური ელემენტებია მთავარი და წარმატებას ეს განსაზღვრავს, ამავდროულად კი რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესით ყველაფერს ვერ შეცვლი. უმეტეს შემთხვევაში, საქმე დაბალი დონის ჩემპიონატებთან გვაქვს, მერე რა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ში რონალდო და მესი არიან, მერე რა რომ ხანდახან ავსტრიაშიც გაგვაქვს, კვიპროსშიც და სლოვაკეთშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შემადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნის დონის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, ასეთი პერიოდები გვქონია და მას თავისი უარყოფითი აქვს.

ესპანეთთან მატჩის სტარტიდანვე იგრძნობოდა, რომ წარმატების რწმენა არ არსებობდა, ორბურთიანი ჩანორჩენის შემდეგ კი ვერცერთი ჩვენებურის სახეზე კარგს ვერაფერს ამოიკითხავდი.

Sportall.Ge

ვეტერანები

მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, მათ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა თუნდაც მხოლოდ ძველი დამსახურების გამო, ნაკრების განაცხადში რამოსი, ბუსკეტსი თუ ალბა ახლაც რომ იყვნენ, ამის გამო ქვეყანას არავის შეყრის. ვხედავთ, როდის ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ზოგჯერ ამ პროცესს რაც უფრო გაწელავ, კრიტიკა და წარსულში განცდილი ემოციების განელება იმატებს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჟურნალისტებსაც უჭირთ, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. უჭირდათ ბრაზილიაშიც, გერმანიასთან განადგურების შემდეგაც. ამას სჭირდება ცოტა გამბედაობა, ამავდროულად, ტაქტი.

არც ისაა სასურველი, კონკრეტული გვარები ჩამოვწეროთ, თუმცა არც რაღაც ზოგადი და აბსტრაქტული საუბარიცაა გამართლებული. საქართველოს ნაკრებშიც უკვე მეკარის ჩანაცვლებაც მოხდა, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ და ლოგიკურად, ეს ხაზი ახლა დაცვაში უნდა გაგრძელდეს. შუა შესარჩევში ამის გაკეთებას მიზანშეწონილად არ ჩავთვლიდით, ჯგუფიდან გასვლის შანსები რომ შენარჩუნებული გვქონდეს. ამავდროულად, ყაზახეთის ნაკრებთან ოპტიმალურ შემადგენლობაზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ, იქ უკვე შეცდომები აღარ გვეპატიება. არც ისე უნდა გამოჩნდეს, ყველა უბედურებას, რაც ესპანეთის ნაკრებისგან მივიღეთ, მხოლოდ კაშია-კვირკველიას დუეტს ავკიდოთ, როცა რგოლებს შორის ამხელა წყვეტაა და შენს საჯარიმოში ასე ცხელა, შეცდომების დაშვების ალბათობაც მეტია და დაჩაგვრისაც.


კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნამდვილად ცალკე უნდა ვისაუბროთ, რადგან მის მიმართ მოლოდინი ძალიანაა გაზრდილი. ისევ იქედან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმით დიდი წარმატებები არ მოდის, თანაც, ახლა "კვარა" იდეალურ ფორმაში არაა. ჩვენი გუნდის ზოგადი დონისა და თამაშიდან გამომდინარე, მას იმ დრომდე, სანამ ანგარიშში ჩამორჩენა ძალიან გაიზარდებოდა, ჩვენ ლიდერს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხვიჩა თანაგუნდელებს მუდმივად ესაუბრება, ამშვიდებს, რჩევებს აძლევეს, ახალისებს, ის ამ მხვრივაც გაზრდილია. 

ცოტა სხვა მოცემულობაში, კვარაცხელიასგან კიდევ უფრო მეტს ვნახავდით. ესპანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ის კუთხეში მიემწყვდიათ და ამ დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის გრძელ პასებს, რომელიც გაცილებით თავისუფალი თანაგუნდელებისკენ მიდიოდა, შესაბამისი გაგრძელება არ ჰქონდა...

იმედია, ამ შოკიდან ყველანი გამოვალთ, მანამდე კი კარგად უნდა განვსაზღვროთ, თუ რაა ჩვენთვის მთავარი. გვახსოვს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიას ტაქტიკით უკმაყოფილო ვიყავით, ახლა თითქოს ის განცდა იყო, რომ არაფრის დათმობას ვაპირებდით და კატასტროფულად დავამთავრეთ. ზოგჯერ მართლაც შედეგზე თამაში გვჭირდება, იშვიათად, მაგრამ "ღირსეული წაგებაც" არაა ცუდი, უფრო მთავარი კი მწვრთნელის ხედვა და მრავალფეროვნებაა, რაც ასე ვერ დავინახეთ!..

altისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

altსანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

მკითხველის კომენტარები / 81 /
ვკითხულობ სტატებს აქ მუდამდ და ასევე კომენატარებს . ნუთუ მართლა ვერ ხვდებით რომ ყველაფერი ჯერ ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტში და დაონეშია საძებნელი? და ვინც არ უნდა მოყვანოთ მწვრყნელად ის ვერ გავა მოედანზე და ფეხბყრთელის როლს ვერ შეასრულებს! ისეთი მარტივი წესი რომელიც ფეხბურთშია როგორ ვერ უნდა აითვისოს ფეხბურთელმა როცა გარშემო სამი ფეხბურთელი გყავს საჯარაიმოსთან და საჯარიმოში რომ არ უნდა იფინტაო და უბრალოდ აუტზე ან კუთხურზე გადააგდო ბურთი. პასის კულტურასაც ვერ გასწავლის მწვრთნელი. ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად კვარას მიმართ ... ვერც იმას გასწავლის მწვრთნელი თუ არ შრგიძლია მეტი შეცვლა მოითხივო და არ ისეირნო მოედანზე. ალბად გვაქ ეს გენში რომ ყველა დამნაშავეა ჩვენ გარდა !
უცნობი
09 სექტემბერი 2023 22:13
3
სანიოლი მწვრთნელი არ არის. ვინ გაუწვრთნია? რა შედეგი ქონია? არანაირი. სანამ პროფესიონალი მწვრთნელი არ ეყოლება ნაკრებს და არა დაბალი კვალიფიკაციის ვაისის და საერთოდ არანაირი კვალიფიკაციის არმქონე სანიოლის დონის ადამიანები, ნურაფერს ელოდებით. ფეხბურთელების მეტნაკლებად ნორმალური თაობა მოვიდა და აუცილებლად უნდა დავკარგოთ?
ფედერაცია ცალკე უბედურებაა - ყოფილი ფეხბურთელების დასაქმების კანტორა, არც ინტელექტით არც კვალიფიკაციით დაჯილდოებული, იდეისგან დაცლილი კრებული...
არტ
09 სექტემბერი 2023 21:53
1
Შე კაი კაცო U21 ნაკრების ფეხბურთელი წავიდა საგულაოდ ის არ გიკვირთ და სანიოლი რო წავიდა საგულაოდ ის გიკვირთ? Მენტალიტეტ ჩმო!!!!
Edinio-Ს
09 სექტემბერი 2023 21:18
0
დვალიშვილი და ხიზანა გააგდეთ
ბაჯო
09 სექტემბერი 2023 20:59
1
Იაშკა მიაყოლეთ კიდევ თავის ინგლისელ ტრენერიანად.მეzავები არიან ხალხი კი არა
Ბაჯოს
09 სექტემბერი 2023 23:39
1
რამე უცენზურო არ დამიწერია და ალბათ აკრძალული გაქვთ, ასეთი კომენტარებისათვის აკრედიდაცია არ გაძლევენ ალბათ. გასაგებია.

ყველაფერი მშვენივრად არის და ნორვეგიაშიც ისევ დდი ანგარიშით მოვიგებთ. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთის ფედერაციას, ასე კარგად რომ დაალაგეს საქმე ქართულ ფეხბურთში.
G.LA
09 სექტემბერი 2023 20:59
9
განგაში კიპრზე თამაშის მერე იყო ასტეხი სადაც პირწმინდათ გვაჯობა მეტოქემ და შემთხვევით მოვიგეთ.
რრრ
09 სექტემბერი 2023 20:25
0
სანიოლი არასდროს არ აყენებს ნორმალურ შემადგენლობას. ყოველთვის მინიმუმ 2 უსუსტესი ფეხბურთელი შეტენილი სასტავში დასაღუპად და გასანადგურებლად. თამაშის უბრალოდ წასაგებად კი არა გასანადგურებლად და ამოსატენად არის დაყენებული ყოველთვის შემადგენლობა. რაც არ უნდა სერიოზული და მნიშვნელოვანი თამაშის იყოს, გამოაცხადებს შემადგენლობას და ვხედავთ ძირითადში აბურჯანიას, ჩაბრაძეებს, მექვაბიშვილებს, უფორმო კვერკველიას და აშ. ტურისტებს ინვალიდებს ან საქართველოდან გაუსვლელ ეროვნულ ლიგელებს. შეცვლებზეც ეგეთები შემოყავს რომ უარყოფითი "ბალანსი" შეინარჩუნოს. საზონოვი სკამზე ლოჩოშვილს და კვერნაძეს არც იძახებს საერთოდ. ამ ხალხს ეშინიათ რომ საქართველომ მოიგოს. ნაკრები როცა გოლს იტანს არ უხარიათ უარყოფითი რეაქცია აქვთ. ხვიჩამ "ჩაუშალათ" გეგმები რამდენჯეე მოაგებინა წასაგებად გამზადებულ ნაკრებს, მაგრამ ეს მოგებები ისევ სანიოლის გასაპიარებლად ვითომ ყველაფერი კარგად მიდის ტაში -ტაში და მერე უცებ 7-1. იმიტომ რომ დაიჯერეთ ეგ პიარი მოწყდით რეალობას, სიყალბე არის სიყალბე ილუზიებში ცხოვრობთ. არც იოცნებოთ იმაზე რომ აზრზე მოვა სანიოლი ოდესმე ან შეეგუეთ იმას რომ ისევ ასე გააგრძელებს ანომალიური და მაზოხისტური გადაწყვეტილებების მიღებას. იმიტომ რომ სანიოლს მართავს ფედერაცია, ფედერაცია კი ასრულებს პოლიტიკურ სპეცსამსახურის დაკვეთას. ასე მუშაობს "სისტემა". აგენტურა. მაგალითად კოსოვოსთან წაგება იყო პოლიტიკური დაკვეთა, ერთდროულად 7 ეროვნულ ლიგელი დებიუტანტი შეყარეს მოედანზე წასაგებად მაგას დამატებული უსუსტესი აბურჯანიას ნაირი ლეგიონერები და დააწერინეს "ისტორია" კოსოვოს 1-0. და მაგათ კიდე სხვა ბევრი დაკვეთებიც ააქვთ. არ უნდა გავიდეს საქართველო მსოფლიოზე ან ევროპაზე საერთოდ, და განა მარტო უნდა წააგებინონ არამედ სასტიკად ფსიქოლოგიურად უნდა გაანადგურონ. გვეღადავებიან ეს მძ*** ის ჭიები პირდაპირი მნიშვნელობით. სანამ არ მოვიცილებთ აგენტებს და მოღალატეებს ასე იქნება დაიხოცეთ თავები თუ გინდათ. სულერთია მწვრთნელი ფედერაცია ჟურნალისტი ტროლები აგერ ტ****ს ათამაშებენ ყველა თქვენ გეღადავებათ. დაიხოცეთ თავები თუ გინდათ. კიდე იმაზე ლაპარაკი რომ შეცდომებს უშვებს სანიოლი ასე და ისე , სისულელეა. შეცდომებს კი არა სპეციალურად აკეთებენ. სანიოლი კი არ არი აგენტი, ეგ იყო უსაქმური ხელმოცარული უბრალოდ მაგას დაებაზრა კობიაშვილი ჩამოდიო საქართველოშიო ოღონდ ჩვენ დაგვიჯერეო ყველაფერი რასაც ჩვენ გეტყვით ის გააკეთეო და კარიერას აგიწყობთო, დაიკიდე ყველაფერი დანარჩენიო დასაკარგი არაფერი არ არისო საქართველოშიო. და ჩამოვიდა ტიპი ფეხებზე კიდია დასაკარგი არაფერი არა აქვს. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს, აგერ მოვიდა თაობა და ღუპავენ მორიგ ახალ თაობას. ასეთია სიტუაცია. სადამდეც გაუვათ გაუვათ ყველაფერს გაბედავენ ასე იღადავებენ სულ. ნორმალური ფედერაცია 9ჯერ გადადგებოდა აქამდე მაგრამ ამათ კიდიათ დავალებას ასრულებენ. სადამდეც დააგოიმებენ ხალხს დარჩებიან და ინაგლებენ იქამდე. სირცხვილია რომ ამდენი რამე გაუტარა ხალხმა და ჯერჯერობით შერჩენილი აქვთ. სანამ ამ მძOრებს არ მოვიშორებთ არ იქნება არაფერი არ გეღირსებათ. საქართველოს სახელის შებღალვისთვის ყველას პასუხი მოეთხოვება. საქართველო ფეხებზე რომ კიდიათ. ეს თითოეულ მოქალაქეს უჯიშო მძOრს და არა-ქართველებს ეხება
საქართველო
09 სექტემბერი 2023 20:16
6
იმკურნალე, ძამიკო!
ლევანი
10 სექტემბერი 2023 06:18
4
სპორტალ გეთანხმებით. მწვრთნელი 1-7 შემდეგ გადადგებოდა. მაგრამ არა სანიული. იცით რატომ? ქართული ჯიგრულ პონტშია საქმე. ხიზანა და ძმანი მისნი არ გაუშვებენ. თუმცა მაინც შეიძლება ნორვეგიის მერე თვითონ წავიდეს, რადგან ასეთ დარტყმას ეს ნაკრები კი არა გერმანიამ ვერ გაუძლო და კაი ხანი დასჭირდა აზრზე მოსულიყვნენ. ნორვეგიაშიც გველოდება დიდი ანგარიშით წაგება. ვნახოთ სანიოლს ააქვს თავმოყვარება? საქმე მწვრთლეში არაა, ჩვენ სანიოლზე ბევრად უკეთესი მწვრთლელიც გვყოლია ტოპმელერი, კუპერ და ცოტა უკეთესებიც ან მისნაირებიც. საქმე ისევ ქართულ ჯიგრულ პონტშია და ამაზე ყველა ყოველთვის ვერიდებით ლაპარაკს. უბალოდ მაინტერესებს იქნებ სპორტალმა დაწეროთ ან სხვა კომენტარებში, რას აკეთებს ნაკრებში ლადო დვალიშვილი? მახსოვს ის ნაკრებში და თავდასხმელი იყო რომელმაც 4 წელში გოლი ვერ გაიტანა, მაიბც ნაკრებში იყო, ხშირად ძირითადში. ასეთი საქმეების დამწყობათ ჭირდებათ ალბათ ახლაც. ყაზაიშვილის ვიღაც კრიმინალმა სიძემაც ხომ მას დაურეკა საქმის დასალაგებლად? აბა სხვა რა ახსნა აქვს გამაგებინეთ ბალასტის ნაკრებში ყოლას? რატომ შანსი არ მისცეს გველესიანს? ალბათ ქართულ ჯიგრულ პონტში ვერ დაალაგა და იმიტომ. მოკლედ თევზი თავიდან მყრალდება ყოველთვის და ეს ფედერაცია უნდა გაიეწმინდოს ისეთ ხალხისაგან რომლებიც მხოლოდ ქართულ ჯიგრულ პონტში ალაგებენ საქმეებს. ცხოვრება და ფეხბურთი თუნდაც 1-7 შემდეგაც არ მთავრდება, მაგრამ სიმართლის ლაპარაკი უნდა ვისწავლოთ. კონკრეტულად უნდა ვილაპარაკოთ ვინ უშლის ხელს და რა უშლის ხელს წინსვლაში. ტაქტიკა ჩვენი საქმე არ არის, ეს მწვრთნელებმა უნდა გადაწყვიტონ და რამდენიც უნდა ვწეროთ ჩვენ არავინ გადაგვაწყვეტინებს.
G.LA
09 სექტემბერი 2023 19:52
4
კვირკველიამ გუშინ ისე ითამაშა აღარასდროს არ უნდა გამოიძახონ,ეგ კი არა თვითონ უნდა წავიდეს ნაკრებიდან. კაშია ისედაც წავა, იმედია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. საბედნიეროდ გამოჩდნენ შემცვლელები დაცვის ცენტრში. აი, ნახევარდაცვაზე ვერ ვიტყოდი იგივეს. ახალგაზრდა ჩამშლელი ნახევარმცველი პრაქტიკულად ქვეყანაში არ მოიძებნება. მექვაბიშვილის ტალანტის მიმართ ეჭვები მაქვს, ვერანაირი გამორჩეული თვისება მის თამაშში ვერ შევამჩნიე. ბურთის გამანაწილებელ ფეხბურთელებს რაც შეეხებათ, გაგნიძის მესიმპატიურებოდა მისი სტილიდან გამომდინარე, მაგრამ რასაც ვატყობ პროგრესი არ აქვს მოსკოვის დინამოში. სიმართლე რომ ვთქვა, რუსეთის ჩემპიონატში ცენტრალური ნახევარმცველი ევროპის ტოპ დონემდე განვითარებულიყოს არ მახსენდება, ამიტომ მის პერსპექტივებს უკვე ეჭვის თვალით ვუყურებ. შედარებით სიგუას იმედი მაქვს, სწრაფი, ხისტი და მოძრავი ნახევარმცველია და მომავალში პრესინგის თამაშის უნდა გამოგვადგეს, რომელიც დღესდღეობით არ გაქვს პრაქტიკულად.
ნაკრებზე მოფიქრალი
09 სექტემბერი 2023 19:34
4
ქოჩორაშვილს უნდა მისცემოდა შანსი და ალთუნაშვილსაც.
გოგზ
09 სექტემბერი 2023 21:40
1
chven egretcodebul federacias namdvilat aqvf imis tanxa ro chamoiyvanon magali klasis mcvrtneli ai magalitad germaniis yofili mcvrtneli ioxam lovs vgulisxmob romelsac zalian didi gamocdileba aqvs sheizleba zlian zviri moitxovs magram ar datanxmdeba radgan tav gasiebuli mujiris chkuaze ar gaivlis imitom rom tav moyvare mcrtvnelia mumus micodebul sias ar miigebs tore sheizleboda mag kacis datanxmeba tan umushevaria
Iberia
09 სექტემბერი 2023 19:20
4
ძალიან გულდასაწყვეტია ლიოვს რომ ვერ ხვდები ვინ არი. არცერთი უცხოელი მწვრთნელი საჭირო არ არის აგერ გვყავს დევდარიანი
ქართველი
09 სექტემბერი 2023 20:21
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული