სად არის საქართელოს ნაკრების გამოსავალი? - ვინ უნდა იფიქროს წასვლაზე და ამბიციები, რომლებიც ცუდ სამსახურს გვიწევენ...

AutoSharing Option
ბევრს იქნებ მარტივად მიაჩნია, ესპანეთის ნაკრებთან ასეთი განადგურების (1:7) შემდეგ, დაწერო - ყველას ხაზს გადაუსვამ და მიწასთან გაასწორებ. ასე სულაც არაა, ჩვენც გვაქვს ემოციები და გარდა ამისა, სასურველი არაა, ჯოხი კონკრეტულ ადამიანებს გადაატეხო და ვითარება ღრმად არ შეაფასო.

სიტუაცია მატჩამდე...

ვილი სანიოლის გუნდში ბოლო დროს რომ პრობლემებმა იმატა, ამას აქამდეც ვწერდით. ამიტომაც იყო, ბევრისთვის მოულოდნელად, შოტლანდიაში (0:2) წაგებული შეხვედრის შემდეგ რომ აღვნიშნეთ - "წვიმას ნურაფერს დავაბრალებთ". ზოგჯერ დამატებით ფაქტორებზე აპელირება მხოლოდ საკუთარი პრობლემებიდან გაქცევასა და არაღიარებას ნიშნავს. როგორ უპასუხა ფრანგმა
მთავარმა მწვრთნელმა ამ პრობლემებს სექტემბრის მატჩების წინ? - სანახევროდ. მათი დიდი ნაწილი, ვინც აშკარად კარიერულ რეგრესს განიცდიან, კვლავ გუნდში მიიწვია, თუმცა განაცხადში ახალი სახეებიც შეიყვანა. რამდენიმე დღის წინ შესაძლო რევოლუციურ ცვლილებებს აშკარად პესიმისტური თვალით შევხვდით.

სხვა მხვრივაც, ჩვენ ნაკრებს მწვრთნელის როლი და მნიშვნელოვანი სიახლის კვალი ვერ შევნიშნეთ. გასაგებია მათი სიძლიერე, თუმცა ესპანეთის ნაკრებს ორი წლის წინ თბილისში ბევრად მეტი წინააღმდეგობა გავუწიეთ. მალე ნორვეგიასთან დაპირისპირებაა, ამ მოცემულობით კი საქართველოს ნაკრები სექტემბერს მოუმზადებელი შეხვდა.

შემადგენლობა

ბევრი კი ვეცადეთ, სავარაუდო შემადგენლობის დროს მაქსიმალური მოწოდება ყოფილიყო, განაცხდაში მყოფ ახალგაზრდებს მეტი შანსი მიეღოთ, რაც არ მომხდარა.
სანიოლმა შეცვლა სათამაშო სქემა. თეორიულად, ის მთავარ ბრძოლას მინდვრის ცენტრში ელოდა და ფეხბურთელთა რაოდენობა იქ გაზარდა, თუმცა ამან მეტოქის ზეწოლა ვერ შეამცირა, დაცვაში კი მეტი სივრცე დავტოვეთ, რის გამოც მამარდაშვილის კართან ნამდვილი შტურმი მივიღეთ, გაუთავებელი იერიშები და ჩაწოდებები.

სანიოლს თავის დროს 3-მცველიანი ტაქტიკა დავუფასეთ, ამით ჩვენი ფლანგელები დაცვასა და შეტევაში თამაშს უკეთ აბალანსებდნენ, ახლა კი სწორედ ეს არ იყო, რამაც პრობლემები შექმნა. მაგალითად, გიორგი გოჩოლეიშვილის ძალიან სუსტი თამაში იქნებ მაშინ თავიდან აგვერიდებინა, თუკი სხვა ტაქტიკური სქემა გვექნებოდა.

ესპანელებს მინდვრის ცენტრში ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ჰყავთ, როდრის თამაშის სტილს და დამაჯერებლობას განსაკუთრებით გამოვარჩევთ. აქ ნამდვილად იყო შემთხვევა, როცა უბრალოდ თავს ზემოთ ძალა არ გვქონდა. მაგალითად, ლუკა გაგნიძეს თავი არ დაუზოგავს, ყოველთვის ცდილობდა ოპტიმალური გადაწყვეტილებები მიეღო, მაგრამ ის მართლაც სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა იმ ფონზე, როცა ბოლო დროს მოსკოვის "დინამოშიც" ცოტას თამაშობს. სამწუხაროდ, ვერ ხერხდება, ამ ბიჭს თავის გამოჩენის საშუალება სხვა დონეზე მიეცეს. არ გვინდა ისე გამოვიდეს, ცოტა სხვა შემადგენლობით გამარჯვების შანსი გვექნებოდა, ეს ვარაუდები და დაშვებებია, თუმცა ახალი სახეები ვერც მინდვრის შუაში ვიხილეთ, თუნდაც, გიორგი ქოჩორაშვილი.

მწვრთნელის მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება გამოდგა საბა ლობჟანიძის სასტარტოში დაყენება. ობიექტურობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ანგარიშისა და სიტუაციის მიუხედავად, შეხვედრაში კარგად ვერც ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო.

და, მთავარი - მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ჯერ ახლა იწყებს, საბა საზონოვი ჩვენი ნაკრების დაცვის ცენტრში თამაშს უკვე იმსახურებს და ესეც კიდევ ერთი შეცდომა შემადგენლობის შერჩევაში. ის, რომ გიორგი გველესიანს შანსი არ მიეცა, აქამდეც აღვნიშნეთ.

Sportall.Ge

სანიოლი

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოღვაწეობა მეტ-ნაკლებად კარგად დაიწყო, შემდეგ კი ჩავარდნილი პერიოდი იყო. მაშინ ფრანგი ცოტა "აჭრილიც" კი მოგვეჩვენა, განსაკუთრებით ესპანეთის ნაკრებთან სტუმრად, სადაც უცნაურად გადახალისებული შემადგებლობა ვიხილეთ. ამას წაუგებელი სერია და ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა მოჰყვა.

"ერთა ლიგა" ჩვენთვის იდეალური ტურნირი გამოდგა, მეტ-ნაკლებად ჩვენი დონის ნაკრებებთან წარმატებას მივაღწიეთ და ეს ცუდ სამსახურს იმაში გვიწევს, გუნდის რეალური დონის განსაზღვრა გვიჭირს, შემდეგ კი ამბიციები გვეძალება. ვილის, თითქოს, ფანტაზია ამოეწურა და მას სამწვრთნელო გამოცდილებაც არ აქვს, მისი დახმარებით მანევრირება შეძლოს. აპელირება კვლავ "ერთა ლიგიდან" მოპოვებულ პლეი-ოფზეა. ასე იყო ვაისის დროსაც, მანამდე ყველაფერი "გავატარეთ", ფინალის მოგების და ევროპირველობაზე გასვლის შანსი გვაქვსო.

სანიოლი მაინც ნაკლებად გვიცნობს. საქართველოს ნაკრები სულ ასეთი გუნდი იყო, ფსიქოლოგიაზე დიდად დამოკიდებული. ახლა მოკლე დროში მათი ამ ემოციური მდგომარეობიდან გამოსვლა იმავე მწვრთნელის მხრიდან რთული ამბავი იქნება. კი ბატონო, შორს არაა 12 სექტემბერი და დაველოდოთ, იქნებ სასწაული ხდება, თუმცა ბევრი მწვრთნელი პარასკევის საღამოს გადადგებოდა. საქმე მხოლოდ ერთ მარცხში არაა, ეს უფრო სიტუაციის ლოგიკურ და არასასურველ ფინალს ჰგავს, რომლის დასრულება რაც უფრო გაიწელება, მიწაზე უფრო დაენარცხები, შემდეგ კი წამოდგომა ორმაგად გაჭირდება...

ფეხბურთელები

ვსაუბრობთ ზოგად პროგრესზე, უკეთეს კლუბებში მყოფ ჩვენებურებზე, მაგრამ თავს იქნებ სწორედ აქ ვიტყუებთ. ჯერ ერთი, გუნდური ელემენტებია მთავარი და წარმატებას ეს განსაზღვრავს, ამავდროულად კი რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესით ყველაფერს ვერ შეცვლი. უმეტეს შემთხვევაში, საქმე დაბალი დონის ჩემპიონატებთან გვაქვს, მერე რა, რომ საუდის არაბეთსა და აშშ-ში რონალდო და მესი არიან, მერე რა რომ ხანდახან ავსტრიაშიც გაგვაქვს, კვიპროსშიც და სლოვაკეთშიც. ვერც იმას ვიტყვით, რომ შემადგენლობა ამა თუ იმ ქვეყნის დონის მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, ასეთი პერიოდები გვქონია და მას თავისი უარყოფითი აქვს.

ესპანეთთან მატჩის სტარტიდანვე იგრძნობოდა, რომ წარმატების რწმენა არ არსებობდა, ორბურთიანი ჩანორჩენის შემდეგ კი ვერცერთი ჩვენებურის სახეზე კარგს ვერაფერს ამოიკითხავდი.

Sportall.Ge

ვეტერანები

მხოლოდ ესპანეთის ნაკრების მაგალითი მოვიყვანოთ. გასაგებია, მათ დიდი არჩევანი აქვთ, თუმცა თუნდაც მხოლოდ ძველი დამსახურების გამო, ნაკრების განაცხადში რამოსი, ბუსკეტსი თუ ალბა ახლაც რომ იყვნენ, ამის გამო ქვეყანას არავის შეყრის. ვხედავთ, როდის ასრულებენ სანაკრებო კარიერას. ზოგჯერ ამ პროცესს რაც უფრო გაწელავ, კრიტიკა და წარსულში განცდილი ემოციების განელება იმატებს. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი ჟურნალისტებსაც უჭირთ, გულშემატკივრებსაც, მწვრთნელებსაც და ფეხბურთელებსაც. უჭირდათ ბრაზილიაშიც, გერმანიასთან განადგურების შემდეგაც. ამას სჭირდება ცოტა გამბედაობა, ამავდროულად, ტაქტი.

არც ისაა სასურველი, კონკრეტული გვარები ჩამოვწეროთ, თუმცა არც რაღაც ზოგადი და აბსტრაქტული საუბარიცაა გამართლებული. საქართველოს ნაკრებშიც უკვე მეკარის ჩანაცვლებაც მოხდა, რომლებიც ყველაზე დიდხანს თამაშობენ და ლოგიკურად, ეს ხაზი ახლა დაცვაში უნდა გაგრძელდეს. შუა შესარჩევში ამის გაკეთებას მიზანშეწონილად არ ჩავთვლიდით, ჯგუფიდან გასვლის შანსები რომ შენარჩუნებული გვქონდეს. ამავდროულად, ყაზახეთის ნაკრებთან ოპტიმალურ შემადგენლობაზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ, იქ უკვე შეცდომები აღარ გვეპატიება. არც ისე უნდა გამოჩნდეს, ყველა უბედურებას, რაც ესპანეთის ნაკრებისგან მივიღეთ, მხოლოდ კაშია-კვირკველიას დუეტს ავკიდოთ, როცა რგოლებს შორის ამხელა წყვეტაა და შენს საჯარიმოში ასე ცხელა, შეცდომების დაშვების ალბათობაც მეტია და დაჩაგვრისაც.


კვარაცხელია

ხვიჩა კვარაცხელიაზე ნამდვილად ცალკე უნდა ვისაუბროთ, რადგან მის მიმართ მოლოდინი ძალიანაა გაზრდილი. ისევ იქედან უნდა დავიწყოთ, რომ მხოლოდ ინდივიდუალიზმით დიდი წარმატებები არ მოდის, თანაც, ახლა "კვარა" იდეალურ ფორმაში არაა. ჩვენი გუნდის ზოგადი დონისა და თამაშიდან გამომდინარე, მას იმ დრომდე, სანამ ანგარიშში ჩამორჩენა ძალიან გაიზარდებოდა, ჩვენ ლიდერს რამდენიმე კარგი ეპიზოდი ჰქონდა. ხვიჩა თანაგუნდელებს მუდმივად ესაუბრება, ამშვიდებს, რჩევებს აძლევეს, ახალისებს, ის ამ მხვრივაც გაზრდილია. 

ცოტა სხვა მოცემულობაში, კვარაცხელიასგან კიდევ უფრო მეტს ვნახავდით. ესპანელები მაქსიმალურად ცდილობდნენ, ის კუთხეში მიემწყვდიათ და ამ დროს "ნაპოლის" ფეხბურთელის გრძელ პასებს, რომელიც გაცილებით თავისუფალი თანაგუნდელებისკენ მიდიოდა, შესაბამისი გაგრძელება არ ჰქონდა...

იმედია, ამ შოკიდან ყველანი გამოვალთ, მანამდე კი კარგად უნდა განვსაზღვროთ, თუ რაა ჩვენთვის მთავარი. გვახსოვს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ თემურ ქეცბაიას ტაქტიკით უკმაყოფილო ვიყავით, ახლა თითქოს ის განცდა იყო, რომ არაფრის დათმობას ვაპირებდით და კატასტროფულად დავამთავრეთ. ზოგჯერ მართლაც შედეგზე თამაში გვჭირდება, იშვიათად, მაგრამ "ღირსეული წაგებაც" არაა ცუდი, უფრო მთავარი კი მწვრთნელის ხედვა და მრავალფეროვნებაა, რაც ასე ვერ დავინახეთ!..

altისტორიული სირცხვილი. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:7 განადგურდა

altსანიოლი: გულწრფელად უნდა ვისაუბროთ, სად ვართ და სად უნდა ვიყოთ

მკითხველის კომენტარები / 81 /
Გადრანი გამოიძახეთ ათამაშეთ ჩამშლელად არაბიძე გამოიძახეთ .გველესიანი ათამაშეთ კაცი ირანის ჩემპიონია და თასის მფლობელი...მამუჩაშვილი ალთუნაშვილი გვყავს გულიანი ბიჭები მოაცილეთ ნაკრებს ჯუღელის გასაყიდი ფეხბურთელები იაშკა მოაცილეთ ხიზანა დემეს ტოტალიზატორი აუკრძალეთ ცქიტოს წამალი კობიაშვილს ფულის კეთება..ესაა გამოსავალი
თემო
09 სექტემბერი 2023 19:05
5
Მარტო ეგ რო იყოს კარგია მთელი ბუდეა დელეცების
თემო
09 სექტემბერი 2023 22:55
0
აი ამდენ ემოციურ კომენტარებს Შორის ჯუᲦელის ხსენება მარᲗლაც რომ დროული და საქმიანი იყო.ეგ რა მოუᲨორებელი Ჭირი გვᲭირს.
Თემოს
09 სექტემბერი 2023 22:19
1
აბურჯანია,კაშია,კვირკველია,ლორია წასვლის დროა.გაგნიძე,მექვაბე არაფერი გესაქმებათ ნაკრებში.რას გპირდებიან სად გაგყიდითო?აუცილებელია ამ ნაკრებში ლოჩოშვილი,ხოჭოლავა,ალთუნაშვილი...სასურველია გველესიანიც.დავაყენოთ ძირითადში გუგეშა(მამარდა დავასვენოთ,7 ბურთის გაშვება ფსიქოლოგიურად რთული გადასახარშია),საზონოვი დვალი და კაშია ცენტრალური დაცვა.კიტეს ნახევარში ჩაკვე შევუწყვილოთ და მესამე კარგი იყოს გაგნიძე ამ ჯერზე.გვეყოლება მოძრავი ნახევარდაცვა...ფლანგებზე დავტოვოთ ყველაფერი ისე როგორც იყო,შეიძლება საბას მაგიერ ზურიკო,ან მეორე ვარიანტია გოჩოლეიშვილის ადგილზე საბა და საყრდენ ზონას ერთი კაცი შეაშველო,მაგალითად მამუჩიშვილი.ნორვეგიამ 6-0 მოიგო,საქართველომ 1-7 წააგო
ძალიან დიდი კონტრასტია.სულ სხვანაირი შემადგენლობა და ტაქტიკა უნდა დავაყენოთ,ჰოლანდმა არ გადაგვიაროს ამჯერად.პროფესორი არ ვარ,უბრალოდ ჩენი აზრები გადმოვაფრქვიე,ვისაც არ მოგეწონებათ გაატარეთ.წარმატებები ჩვენს ბიჭებს.დიახ ჩვენი ბიჭები არიან....
Master
09 სექტემბერი 2023 18:59
5
გოგას წაკითხულის გააზრების პრობლემა გაქვს.საუბარი ნორვეგიასთან სავარაუდო შემადგენლობაზეა.
Master
10 სექტემბერი 2023 14:15
1
master Აი მარგარიტა გაკლია მარტო
masters
09 სექტემბერი 2023 22:31
0
ყველა გამოხმაურება
მწვრთნელი არის დამნაშავე, თუ ის წყვიტავს გუნდის შიდა სამზარეულოს, რომელიც მეეჭვება არა მარტო მე!!! 1 ფეხბურთელების არასწორად არჩევისათვის. 2 ძირითადის არასწორად დაყენებისათვის. 3 არა ტაქტიკა + არა სტრატეგია.
ზაზა გ.
09 სექტემბერი 2023 18:55
0
Მწვრთნელი არაფერს წყვიტავს ხიზანა იაშკა
Გი
09 სექტემბერი 2023 19:06
4
რათ გვინდა ეს უცხოელი მწვრთნელები ვერ ვიგებ რა. ტყუილად ვაჭმევთ ფულს ამდენს. ვინც კი ყოფილა ყველამ მაყუთი მოტეხა კარგად იგულავა ჩვენთან და ყლ.......ავით წავიდა . ეს სანიოლიც მაგარი ყ...ეა
ეს სირი სექტემბერში აქ 21 წლიანები რომ თამაშობდნენ საგულაოდ წავიდა და არც ერთ თამაშს არ დასწრებია
ეს ნებისმიერ უბრალო ევროპის ქვეყანაში რომ გააკეთო იმ მწვრთნელს უცებ წაკუზ.....ენ ეს კი გულაობს დღემდე. სასწრაფოდ გასაშვებია ეს ყ..ე სანიოლი. არადა კარგი ბიჭები გვყავს. არაუშავს ეს ტრაგედია არ არის ესპანეთტან 7 გოლი. ბრაზილიამაც წააგო გერმანიასთან. აუცილებელია ეს სირი სანიოლი მოვაცილოთ ნაკრებს და ქარყველი მწვრთნელი გვინდა სხვა არავინ!!!
Edinio
09 სექტემბერი 2023 18:48
5
მსოფლიო დონის მწვრთნელიც კი სასწრაფოდ გადადგება ასეთი კატასტროფული მატჩის შემდეგ
დათო
09 სექტემბერი 2023 18:47
1
კაშია არ იმსახურებს ნაკრებში ყოფნას და მითუმეტეს კაპიტნობას
თაზო
09 სექტემბერი 2023 18:35
6
ესპანეთის მწვრთნელებმა აჯობეს სანიოლს. ჩვენი მცველების სუსტი მხარეები კარგად შეისწავლეს და კარგად გამოიყენეს.
მამარდას შესწავლა არც იყო საჭირო. ისედაც კარგად იციან, რომ გამოსვლაზე ვერ თამაშობს, და მისთვის უხერხული ბურთები ჩააწოდეს.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2023 18:32
0
გამოსავალი - წავიდეს სანიოლი
ნიკა
09 სექტემბერი 2023 18:29
1
რაგბი რატომ განვითარდა ჩვენთან? იმიტომ, რომ სულიერად და ფიზიკურად ძლიერ ბავშვებს ირჩევენ სელექციონერები.
ქ. გ.
09 სექტემბერი 2023 18:27
1
ფეხბურთში ხო აყვავდით და ეხლა რაგბის ნაკრები ყვავის ავსტრალიასთან. თავისმომჭრელად აგებენ
G
09 სექტემბერი 2023 20:51
10
Მატჩის დღეს დაწერილი კომენტარი მაინ არ გახსენდება?მაშინ რა დაწერე და ახლა რასა წერ?სუფთა ,,მთვარე" ხარ-,,Მზეს" რო ახლავს ორიცალი მეგობარი
Მწვრთნელი-ს
09 სექტემბერი 2023 18:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული