საქართველოს ნაკრები ოსლოში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 10 სექტემბერს ოსლოში გაემგზავრა, სადაც 12 სექტემბერს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ოსლოში გამგზავრებამდე, 9 სექტემბერს, ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ნორვეგია - საქართველოს მატჩი 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები შემადგენლობა

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი),
ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), საბა საზონოვი („ტორინო“, ტურინი, იტალია)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), გიორგი ქოჩორაშვილი ("ლევანტე", ვალენსია, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 27 /
+5 გოლს დავდებ ნორვეგიაზე. აბა ეხლა მარტო დემემ და სასტავმა მოხსნას კუშები
1
ესპანეთტან ათამდე იყო თამაში და მსაჯმა გააჩერა შვიდზე, იქ სადამდეა ვინიცის? თქვენი ნათამაშები არ გაიშვა მარიაჟი ვითომ ფუტბოლისტები.
ჯიგო
00:04 11-09-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული