საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

AutoSharing Option
ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.

ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო
მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...

რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:

მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე

სავარაუდო ანგარიში 2:1

საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.

მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altშოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს

მკითხველის კომენტარები / 47 /
კორპუსით თამაში უჭირთ ჩვენებს. ძალისმიერ ვარჯიშებს (შტანგა, ტრენაჟორები) ნაკლებად ასრულებენ. ესაა გასაუმჯობესებელი. ყველა ორთაბრძოლას კორპუსით აგებენ და იფეხვებიან. სპორტის მოდებაში ვინცაა, კარგად მოეხსენება, რომ ძალიდან სისწრაფე წარმოიშობა (არც პირველი გვაქვს სახარბიელო და არც მეორე!), ხოლო გამძლეობა ან სწრაფძალისმიერი გამძლეობა, ისეთი, როგორც მთელი 90 წუთის მანძილზე 8 კილომეტრამდე რბენას სჭირდება ეს მეტნაკლებად გამოსწორებულია მეტწილად ჩვენი ფეხბურთელების კარგ კლუბებში მოხვედრით, თუმცა არა იდეალური. ამას რომ ვერც ფეხბურთელი და ვერც მწვრთნელი მიხვდება რა უნდა ვილაპარაკო?!
კვარაზე და ახლა უკვე კვერნაძეზე ხომ ვიცით თავიდან თუ რა თქვეს იტალიაში? ძალაზე მუშაობა სჭირდებაო, რაც ლექსიკონში ჩვენი ფეხბურთელებისთვის მეტ-ნაკლებად უცხოა, განსხვავებით იმავე უცხოელი ფეხბურთელებისგან.
ასე რომ, შეიგნეთ ფეხბურთელებო, 30 წელია მატაობთ გეგონება მარადონები მყავდეთ. იცით მარადონას ერთი პერიოდი ბენ ჯონსონი უწევდა კონსულტაციებს?
ხოლო მესხი თავიდან მოჭიდავე იყო, სისწრაფე კი ფეთქებადი ჰქონდა. კაცი კეტებით 11 წამში დარბოდა 100 მეტრს, მძლეოსნური შიპების გარეშე!
აბა ეხლანდელი ვინმე ირბენს ამდენში?
თავი გაანძრიეთ ცოტა ეფხბურთელებო. როცა მატაობ, თან უდიდესი სისწრაფე უნდა გაგაჩნდეს, როგორიც ჰქონდა ოლეგ ბლოხინს, რობერტო კარლოსს ან რონალდოს. ნებისმიერი ნორმალური ფეხბურთელი 100 მეტრს მეორე თანრიგზე (11,7) უკეთ ირბენს!
ლაშა
12:50 11-09-2023
0
ნუ გვამადლით ისეთ რამეს რაც ვლდებულებაა, ამათ რაც გაუკეთებიათ იმდენი რომელმა გააკეთეთო, რას გვემადლებით, რას გვავალდებულებთ, რომ რამდენჯერაც ჩაისვრით იმდენი ტაში დაგიკრათ, ერთი გევალებათ, ითამაშოთ ჯიგრით, მონდომებულად, თავი არ დაზოგო, ხან მოიგებ და ხან წააგებ, მაგრამ დადე სული და გული, ეგ არის შენი პროფესია, ჩვენც გვაქვს ჩვენი პროფესიები და თუ ცუდად გავაკეთებთ რამეს, იმ სამსახურში არავინ გაგვაჩერებს, იგივე ეხება ფედერაციას, მწვრთნელებს და ფეხბურთელებს, თუ ვერ ან ცუდად ასრულებ შენ მოვალეობას წადი სახლსში, ამათ წასვლაც არ უნდათ და თან ნუ აკრიტიკებ, ეწყინებათ, ამ სიტუაციაში ამათი დამცველები ან შტერები ხართ, ან ფულს გიხდიან ამ პოსტებში, ან ძალით იშტერებთ თავს
ზურას
15:11 11-09-2023
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული