ნორვეგიისა და საქართველის ნაკრებები 12 სექტემბრის საღამოს ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ. ნორვეგიელებმა შესარჩევი ეტაპი ცუდად დაიწყეს და 3 მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვეს. სოლბაკენის გუნდმა შედეგების გამოსწორება დაიწყო, ჯერ კვიპროსი (3:1) დაამარცხა, რამდენიმე დღის წინ იორდანიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში (6:0) გაანადგურა და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვება სურს. ქართველებმა, პირიქით, ნორვეგიასთან საკუთარ მოედანზე (1:1) ფრითა და კვიპროსში (2:1) გამარჯვებით დაიწყეს, ამას კი 2 მწარე მარცხი მოჰყვა, განსაკუთრებით - (1:7) ესპანეთის ნაკრებთან.
ერლინ ჰოლანი ბრუნდება, ეს კი უკვე ძალიან სახიფათოა - 24 სანაკრებო
მატჩში 25 გოლი! ნახევარდაცვაში იქნება კაპიტანი მარტინ ოდეგორიც, დაცვაში ითამაშებს "ნეაპოლელი" ლეო ოსტიგორი...
რამდენად გაუძლებს ვილი სანიოლი ცდუნებას, გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბევრი ფეხბურთელი შეცვალოს? - სიტუაციიდან გამომდინარე, სასტარტოში დვალი, მექვაბიშვილი და დავითაშვილი უნდა ვიხილოთ. გიორგი ჩაკვეტაძემ ესპანელებს გაუტანა და მასაც პირველივე წუთებიდან ველით. წინა ხაზზე იქნება ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია.
საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა:
მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, კვირკველია, კაშია, დვალი - მექვაბიშვილი, კიტეიშვილი - დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - მიქაუტაძე
სავარაუდო ანგარიში 2:1საქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, როგორც ესპანეთთან გამოჩნდა და ვილი სანიოლის მხრიდან სიტუაციის გამოსწორებას ველით. ნორვეგიელებს პრემიერლიგის ორი ვარსკვლავი ჰყავთ და მათ მოედანზე თამაში იოლი არ იქნება.
მომზადებულია Sportsmole-ის მიხედვით
საქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?
შოთა არველაძე: ქომაგები ბოლო წუთამდე ამხნევებდნენ ნაკრებს - წარმოუდგენელია, ამ ერთიანობამ წარმატებამდე არ მიგვიყვანოს
კვარაზე და ახლა უკვე კვერნაძეზე ხომ ვიცით თავიდან თუ რა თქვეს იტალიაში? ძალაზე მუშაობა სჭირდებაო, რაც ლექსიკონში ჩვენი ფეხბურთელებისთვის მეტ-ნაკლებად უცხოა, განსხვავებით იმავე უცხოელი ფეხბურთელებისგან.
ასე რომ, შეიგნეთ ფეხბურთელებო, 30 წელია მატაობთ გეგონება მარადონები მყავდეთ. იცით მარადონას ერთი პერიოდი ბენ ჯონსონი უწევდა კონსულტაციებს?
ხოლო მესხი თავიდან მოჭიდავე იყო, სისწრაფე კი ფეთქებადი ჰქონდა. კაცი კეტებით 11 წამში დარბოდა 100 მეტრს, მძლეოსნური შიპების გარეშე!
აბა ეხლანდელი ვინმე ირბენს ამდენში?
თავი გაანძრიეთ ცოტა ეფხბურთელებო. როცა მატაობ, თან უდიდესი სისწრაფე უნდა გაგაჩნდეს, როგორიც ჰქონდა ოლეგ ბლოხინს, რობერტო კარლოსს ან რონალდოს. ნებისმიერი ნორმალური ფეხბურთელი 100 მეტრს მეორე თანრიგზე (11,7) უკეთ ირბენს!