მატჩის დღე - ნაკრების თამაში სიხარულს უნდა იწვევდეს და არა შიშს - გამოსწორების შანსი საქართველოს!..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თამაშები სიხარულთან და ოპტიმიზმთან უნდა ასოცირდებოდეს, მისი ხილვის ბედნიერება ხომ წელიწადში სულ რამდენჯერმე გვაქვს. სამწუხაროდ, 4 დღის წინანდელი კოშმარის გამო შიში გვეუფლება, ერლინ ჰოლანის შეჩერება ხომ მთელ ევროპას უჭირს. როგორც ნორვეგიასთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ფეხბურთი გამოსწორების შანსს ყოველთვის გვაძლევს. ვნახოთ, რა იქნება ოსლოში დღეს, 12 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე.

Sportall.Ge

გუნდები ოპტიმალური შემადგენლობით იქნებიან. ნორვეგიელებს სორლოტი აკლიათ, რომელმაც ბათუმში გაგვიტანა. ის შეხვედრა ჰოლანმა გამოტოვა და ამას რამენაირად აიტანენ. შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის დაპირისპირება (1:1)
ვახსენეთ და გავიხსენოთ, რა ხდებოდა იქ. საწყის 45 წუთში ნორვეგიელთა პრესინგსა და მარტინ ოდეგორის დომინანტობას ვერაფრით გავუმკლავდით და უშანსოდ წავაგეთ. შემდეგ გამოვფხიზლდით, სანიოლის ცვლილებებიც დაგვეხმარა და წაგებას გადავურჩით. საგულისხმო იყო, რომ როგორც კი ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადავერთეთ, გიორგი მიქაუტაძემ გატანა შეძლო.

ნორვეგიელებს თუ სურთ, ევროპირველობისთვის ბრძოლაში დარჩნენ, ქულების დაკარგვის უფლება აღარ აქვთ. თავის მხრივ, თეორიული შანსები ჯერ არც ჩვენს ნაკრებს დაუკარგავს. ვაღიაროთ, შოტლანდილებთან ერთად, გასვლის ყველაზე კარგი შანსი ესპანელებს აქვთ.

4 მატჩის შემდეგ (უკვე მეექვსე ტური მიმდინარეობს) საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე ცოტას გამტანი და ბევრის გამშვებია (4:11). სამწუხაროდ, ამ სტატისტიკას ესპანელებს უნდა "ვუმადლოდეთ". ჩვენ მსგავსად, საკუთარ კარში 11 გოლი მიიღეს თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებმა, ესტონეთმა და აზერბაიჯანმა. ჩვენზე მეტი გოლი გაუშვეს - ლუქსემბურგმა - 16, 12 - ჩრდ. მაკედონიამ (4 ქულა აქვთ და იტალიასთან ფრეს მიაღწიეს) და ლატვიამ -13. სამ ნაკრებს საშინელი ბალანსი აქვს - გიბრალტარი 0:17, სან-მარინო 0:21 და ლიხტენშტაინი 1:19.

Sportall.Ge

ხსენებულ ფრემდე საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან სამჯერ დამარცხდა და მათ მოედანზე გოლის გატანასაც ვერ ვახერხებთ. ეს სტატისტიკა უნდა შეიცვალოს!.. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო 9 გასვლითი მატჩიდან 6 მოიგო, მაგრამ ვიცით, რომ ეს "ერთა ლიგის" დამსახურებაა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე კი ბოლო 10 გასვლით მატჩში შვიდში დავმარცხდით.

იმედია, დაცვაში თამაშს გამოვასწორებთ. არსებობს ისეთი დღეებიც, როცა ერლინ ჰოლანს ბევრი არაფერი გამოსდის და ვისურვოთ, ეს 12 სექტემბერს იყოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჩვენს შემტევებს ბურთი რაც შეიძლება ხშირად მიუვიდეთ.

და მაინც, ეს კვლავ ევროპის მასშტაბით საინტერესო დუელია - ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი და სერია "ა"-ს რჩეული ხვიჩა კვარაცხელია უბრალოდ "მონსტრის", ჩემპიონთა ლიგის და პრემიერლიგის მოქმედი გამარჯვებულის, ერლინ ჰოლანის წინააღმდეგ!..

altსაქართველოს ნაკრები ასეთი ცუდი გუნდი არაა, რამდენად გაუძლებს სანიოლი ცდუნებას? - უცხოური მედიის პრევიუ

altსაქართველოს ნაკრები შოკიდან გამოსასვლელად - 6 სავარაუდო ცვლილება ნორვეგიაში და ვინ შეაჩერებს ჰოლანს?

altვილი სანიოლი: ნორვეგიასთან განსხვავებულ გუნდს იხილავთ

მკითხველის კომენტარები / 44 /
ერთ კითხვას უნდა გავცეთ პასუხი: რატომ ხდება რომ ინდივიფუალურად ყოველთვიწ გვყავდა ძლიერი თუარა საშუალო დონის ფეხბურთელები, მაგრამ საბოლოო ჯამში შედეგი მაინც ნული გვაქვს? ერთი-ორ თამაშს ნებისნიერი გუბდი მოიგებს და ერთა ლიგის D ჯგუფს ფარერებთან და გიბრალტართან ეგ საზომად არ გამოდგება.
PS. მოაშორეთ პარლამენტიდან მართული ფედერაცია!
რუსთავი
13:03 12-09-2023
2
ესპანეთმა გამოაჩინა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობა, ზოგიერთს მართლა ეგონა რამეს წარმოვადგენდით და თავაწეულები ერთი ადგილის ქნევით გავიდნენ მინდიორზე, პროფესიონალიზმი და დიდი შრომაა საჭირო მაგ დონის გუნდების წინააღმდეგ რომ ითამაშო და არა მარიაჟი
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული