გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
გამარჯობათ ყველას. ვწუხვარ რომ წააგო ნაკრებმა. მართლა ძალიან დათგრუნული ვარ ამ შედეგის გამო. ის რომ კვარა საუკეთესოა ამ ნაკრებში არავინ არაა მგონი წინააღმდეგი, მაგრამ ჩვენ ნაკრებს ლიდერი ჭირდება ( რაც სამწუხაროდ კვარას არ აქვს) ლიდერი რომელიც გუნდს მომართავს და დაარწმუნებს საკუთარ ძალებში. კარგია როცა კარგი ფეხბურთელები გვყავს მაგრამ ჩვენ ქართველებს ლიდერის გარეშე არაფერი გამოგვდის (ნებისმიერ საქმეში) მინდორზე ერთად. ცალ ცალკე ჩვენი ბიჭები მხოლოდ ჰაალანდს ვერ ჯობნიან და ერთად ვერაფერს ვერ ვშვრებით. მათ დღეს მინდორზე დირიჟორი და ნამდვილი კაპიტანი ყავდათ ოდეგორის სახით დანარჩენი თუნდაც ჰაალანდი სრულიად ჩვეულებრივი ფეხბურთელები. დაითვალეთ ჰაალანდის და თუნდაც ზივზივაძის შეხება ბურთთან და მარგი ქმედების კოეფიციენტები გამოიყვანეთ და მიხვდებით რომ დღეს ოდეგორი იყო ნამდვილი ლიდერი რომლის გოლმა და ბრძოლამ მინდორზე 3 ქულა მოუტანა ნორვეგიას. რაც შეეხება კაშიას ის ნამდვილი კაპიტანი არააა. კაპიტანი იყო და იქნება ჯაბა. მისი ქმედება მინდორზე ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესოდ მახსენდება და რომ ისეთი ჟილკით ეთამაშა გუნდში როგორც ნაკრებში ის საუკეთესო ჩამშლელი თუ არა ერთ ერთი საუკეთესო იქნებოდა ტოპ 5 ლიგაში. ღმერთი ჩვენსკენ
roma bejanidze
13 სექტემბერი 2023 01:12
3
ყველაფერში გეთანხმები ოღონდ რაღა დროს ჯაბაა,ბარემ მანუჩარ მაჩაიძე ათამაშეთ,ჯაბაზე უკეთესი კაპიტანი იყო.რაც შეეხება კვარაცხელიას,ადრეც ვწერდი და გავიმეორებ, მხოლოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია, მაგრამ ჯერ არც დიდი ფეხბურთელი და მითუმეტეს არც დიდი სპორტსმენია. სჯობს თავის თავზე იმუშაოს, ნაკლებად ირბინოს აქეთ იქით სამოგზაუროდ ( მაგის დროც მოვა),ნუ აყვება ამ უნიჭო და უსინდისო პოლიტიკოსებს. ფიზიკურად უნდა მომძლავრდეს,მაშინ მომძლავრდება ფსიქოლოგიურადაც.მოკლედ- უნდა დადგეს პროფესიონალი.
ჟორა
13 სექტემბერი 2023 01:45
0
მთელი თამაში არ ათამაშა საზონოვი.
ANOMALIA.
13 სექტემბერი 2023 01:17
0
ერთი შესწორება კომენტატორს - სუსტი მატჩი ჩაატარაო ნაკრებმა.

სუსტი კი არა, უსუსური მატჩი ბანან.

90 წუთი რო ვერ დაარტყამ კარში, მგონი სხვა სპორტს ვთამაშობთ საერთოდ.
გივი
13 სექტემბერი 2023 01:15
5
მარტივი ლოგიკა. ვიდექით - გაგვიტანა… გაჩერდნენ - გავუტანეთ…
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 00:55
0
7:1 ზე დავიცავი ნაკრები. ხდება ხოლმე. მაგრამ დღეს ეტყობოდა რო მწვრთნელი ვერაა ოდნავ მაღალი დონისაც კი:( აგვაწიოკა ნუსამ და ვერაფერი შეცვალა სანამ 2 გოლი არ გაგვიტანეს. 2:0 აგებ და ისევ ღრმა დაცვაში ელოდები . ან კ ვარა რატო შედის ესე ცენტრიდან? მოკლედ ბოდიში ვილი მაგრამ უნდა დავტოვო. მადლობა ყველაგრისთვის:(
ბოკინიო
13 სექტემბერი 2023 00:43
1
79 წუთზე ჯარიმა დაინიშნა ჩვენ სასარგებლოდ. ნახეთ როგორ ათამაშებს კიტეიშვილი ამ ჯარიმას. ტიპი დგას გვერდით ბურთთან, აუტის ხაზისკენ!!! ანუ ტიპს ფსიქოლოგიაში გათამაშება ჰგონია საშუალება რომ კვირკველიამდე მიიტანოს ბურთი. ანუ ტიპებმა დასკვნა ვერ გამოიტანეს!!! ისევ ის უნდათ, რომ დაცვასთან მივიდეს ბურთი და იმათ წყნარად გადაიტანონ გადმოიტანონ ბურთი, ვერ გაიგო ნაკრების მთავარმა გამთამაშებლემა დღეს (!) რომ ამის საშუალებას არ გვაძლევენ ესენი .ისევ იგივეს აკეთებს და ამას მწვრთნელიც კი ვერ უშველის. ეს უნდა სამუდამომ გააგდო გუნდიდან. მიაყოლო სანიოლი! დღეს თუ არ გადადგა თავის ხიზანიშვილიანად -
შეგირცხვათ ნამუსი! სამარცხვინოები ხართ!!! კომენტატორებს კიდევ მინდა ვკითხო ბიჭო არ გიტყდებათ? არ შეიძლება რომ ამ კომენტატორებმა არ გაიცნონ ეს ფეხბურთელები რომ არ უძვრებოდნენ ასე უსირცხვილოდ? უტყდებათ კრიტიკა ამ სამარცხვინოებს ამათ. უბრალოდ გავაფრინე რა - მთელი თამაშია ნებისმიერ მომენტზე გადაახვიეთ - მოედნის ცენტრში ფეხბურტელები არ გვყავს !!! და ეს კვარა თავის მიქაუტაძეთი, რომ ხედავ შე დალოცვილო რომ ეს სანიოლი აზრზე არაა!- ჩამოდი რა ჩამოდიიიიიიიიიიი. დაგვახიეს თავზე ბურთი. ტფუი რა . 90% ბურთს კვირკველია კაშია ათამაშებს. ეგ გინდოდათ? ამისთვის შრომობდი ამდენს კვარა? რომ კვირკველიამ ისროლოს ბურთები სადაც მოხვდება? თუ გოჩოლეიშვილის მატაობაა კარგი საყურებელი? ორივე ფლანგზე ამასაც და აზაროვსაც ფეხი ისე აქვთ მოტრიალებული, რომ უკვე აქედან იკითხება რომ უკან დააბრუნებენ. ტერფი აქვთ მოტრიალებული და შენ მიდი და გაეხსენი, რა აზრი აქვს, ტიპებმა თავიდანვე იციან რომ წაგებულია თამაში. მარაზმი ნაკრები. სამარცხვინოები ხართ , სამარცხვინოები. პირველ რიგში ფედერაცია, სანიოლი და ხიზანიშვილი, მერე მთელი თქვენი ჯაკობია, ფიფიები და თუ დაბლოკავთ ამასაც ფორუმზე დავწერ, ფეისბუქზე დავწერ რომ ბლოკავთ და სამარცხვინოები რომ ხართ თქვენც!!!
რა იცის ვანჰაზებრუკმა
13 სექტემბერი 2023 00:58
2
გამიგია, გამარჯვებული გუნდის შემადგენლობას არ ცვლიანო, მაგრამ 1-7 წაგებული გუნდის შემადგენლობას რომ არ ცვლი, ანუ რაა? რაც არის, ეგ არის? და კიდევ ერთი, აქ ხალხი ხვიჩას დასაცავად, იმდენ შეურაცღყოფას აფრქვევენ ხოლმე, რომ არც ხვიჩამდე უთამაშია ვინმეს ფეხბურთი, და არც მერე ითამაშებს თითქოს, მაგრამ ქართული ხომ არ დაემართა ჩვენს ხვიჩას? ჰაა? ვერ დაისვენა? თუ ნაპოლიზე გადავერთოთ? ნაპოლის ვუქომაგოთ არა? ნაკრები ვის აინტერესებს? მე პირადად არ მაინტერესებს ნაპოლი რას იზამს. თუ შენს ქვეყანას არ წაადგები, რაც გინდა ის გიქნია. არადა რაც მე მაგის ქება-დიდების კომენტარები მაქვს ნაწერი.

დიდება საქართველოს!
ლევანი
13 სექტემბერი 2023 00:55
12
ჩაკვეს რატო ვერ მოუძებნეს ადგილი? დღეს თუნდაც დაცითაშვილის ნაცვლად ცენტრში და ხანდახან ფლანგზე ვერ ითამაშებდა? ფლანგზე მაინც სულ აზაროვი იყო და ცენტრში ჩაკვე და კიტე გაათამაშებდა ორ პასს მაინც... ქოჩორაშვილიც არ იყო ცუდი მარა კანკავა და კიტე საყრდენად და ჩაკვე წინ იქნებოდა ფანტასტიკა... კვარა მარცხნივ და თავდასხმაში და მიქაუტაზე 9ზე... და ხუთი მცველი, მარა ესპანეთთანაც ვთქვი და აქაც ვიტყვი - ან გოჩოლეიშვილი ძაან ცუდ ფორმაშია, ან ჯერ არაა მზად ასეთი წნეხისთვის... მამენტ სხვებსაც ეგ პრობლემა აქვთ მარა ეს ორი თამაში ძაან სუსტი იყო. გოჩო და კვირკველია და ნუ აბურჯანია შეცვალეს როგორც იქნა, ქოჩორაშვილი არაფრით ნაკლები კიარა უკეთესიც იყო. მოკლედ ეს სანიოლი ვერ ამოვხსენი და მასხარაა ვიღაცაა თუ რამე მაგარი "ხოდები" აქვს ან რამეს ამუღამებს პლეიოფისთვის არ ვიცი...
რა მაფიაა?
13 სექტემბერი 2023 02:54
1
ჩვენმა ფედერაციამ უმუშევარ სანიოლს, სამსახური დააწყებინა, აწყობს და იმიტომ!!!!!!!!!!!!! გვერდძე ხიზანა მიუსვა, სამსახური არ ჰქონდა და იმიტომ !!!!!!!!!!! ფეხბურთელებს პრესინგი და ბურთის ამოტანა არ შეუძლიათ და ყოველივე ამის შემდეგ შედეგს ველით. ერთმა კაცმა უთხრა ფედერაციას, ფულს ჩავდებ ფეხბურთში , ოღონდ ჩემ კაცს ჩავსვავ ფულის გასაკონტროლებლადო და არაო უთხრეს, ჩვენ კი კვლავ შედეგს ველით,

ი დ ი ო ტ ე ბ ი არა ვართ ????????????????????????????????????????????????????
dato
13 სექტემბერი 2023 01:53
0
კაკაბაძე კაფუ გვყოლია და არ ვიცოდით)) გოჩოლეიშვილი ბავშვობიდან შემტევს თამაშობდა, მცველობა ვინ მოუგონა? ქართული რეალობა- მთელი ბავშვობა ფორვარდი ხარ და მერე, დაცვაში გაყენებენ ტანი გაქვს კაცოს ძახილით)) პირველი ბურთი,გაუჭიმე, მეტის არ მცოდნე ტრენერები.
პაჭო
13 სექტემბერი 2023 01:02
0

სიახლეები პოპულარული