საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.
შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.
ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)
ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი
საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)
სუსტი კი არა, უსუსური მატჩი ბანან.
90 წუთი რო ვერ დაარტყამ კარში, მგონი სხვა სპორტს ვთამაშობთ საერთოდ.
შეგირცხვათ ნამუსი! სამარცხვინოები ხართ!!! კომენტატორებს კიდევ მინდა ვკითხო ბიჭო არ გიტყდებათ? არ შეიძლება რომ ამ კომენტატორებმა არ გაიცნონ ეს ფეხბურთელები რომ არ უძვრებოდნენ ასე უსირცხვილოდ? უტყდებათ კრიტიკა ამ სამარცხვინოებს ამათ. უბრალოდ გავაფრინე რა - მთელი თამაშია ნებისმიერ მომენტზე გადაახვიეთ - მოედნის ცენტრში ფეხბურტელები არ გვყავს !!! და ეს კვარა თავის მიქაუტაძეთი, რომ ხედავ შე დალოცვილო რომ ეს სანიოლი აზრზე არაა!- ჩამოდი რა ჩამოდიიიიიიიიიიი. დაგვახიეს თავზე ბურთი. ტფუი რა . 90% ბურთს კვირკველია კაშია ათამაშებს. ეგ გინდოდათ? ამისთვის შრომობდი ამდენს კვარა? რომ კვირკველიამ ისროლოს ბურთები სადაც მოხვდება? თუ გოჩოლეიშვილის მატაობაა კარგი საყურებელი? ორივე ფლანგზე ამასაც და აზაროვსაც ფეხი ისე აქვთ მოტრიალებული, რომ უკვე აქედან იკითხება რომ უკან დააბრუნებენ. ტერფი აქვთ მოტრიალებული და შენ მიდი და გაეხსენი, რა აზრი აქვს, ტიპებმა თავიდანვე იციან რომ წაგებულია თამაში. მარაზმი ნაკრები. სამარცხვინოები ხართ , სამარცხვინოები. პირველ რიგში ფედერაცია, სანიოლი და ხიზანიშვილი, მერე მთელი თქვენი ჯაკობია, ფიფიები და თუ დაბლოკავთ ამასაც ფორუმზე დავწერ, ფეისბუქზე დავწერ რომ ბლოკავთ და სამარცხვინოები რომ ხართ თქვენც!!!
დიდება საქართველოს!
ი დ ი ო ტ ე ბ ი არა ვართ ????????????????????????????????????????????????????