გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
მარტივი ლოგიკა. ვიდექით - გაგვიტანა… გაჩერდნენ - გავუტანეთ…
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 00:55
0
90 წუთი გაშეშებული გუნდი და ამ დროს გადის გოლი არსაიდან და ეხლა ალბათ კვარას მონენტსაც სათვალავში მიითვლიან და გაყიდიან როგორც ბრხოლაში წაგებულ მატჩს არაა? გუნდი აზრზე არ არის რა არის საერთოდ დღევანდელი ფეხბურთი!!!
Giorgi
13 სექტემბერი 2023 00:54
1
Რა მნიშვნელობა აქვს სად თამაშობს და ვინაა როცა არ მისდის თამაში უნდა შეცვალო. Არ წაუვიდა თამაში მიქაუტაძეს,გოჩოლეიშვილს,კვირკველიას. Საზანოვი რატომ არ დააყენა თავიდანვე კვირკველიას ნაცვლად გასაკვირია. Მამუჩაშვილმა უკეთ ითამაშა ვიდრე გოჩოლეიშვილმა. Ნორმალური დებიუტი ჰქონდა ქოჩორაშვილს.
Რერო
13 სექტემბერი 2023 00:53
2
სვანაძე მოიყვანეთ მწვრთნელად...
Zviads
13 სექტემბერი 2023 00:53
31
სვანაძეც მჩოჩავი სტილის მიმდევარია და მაგ სტილის ბრალი იყო ახალგაზრდულის ისრაელთან მარცხი . მესმის რომ პატრიოტი გულშემატკივარი ხართ , მაგრამ ეგ არ განსაზღვრავს ფეხბურთის ცოდნას.
gpi
13 სექტემბერი 2023 01:16
1
სვანაძეს ბონდო დოლაბერიძე ჯობია, დამიჯერე.
ზვიადს
13 სექტემბერი 2023 01:07
3
ყველა გამოხმაურება
გუნდი 1-7 ს აგებს და არც მეკარე იცვლება და არც დაცვა.
ვილი წადი.
100%
13 სექტემბერი 2023 00:53
0
ვგიჟდები კაშიას პასებზე!
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 00:52
0
რა დალოცა ასეთი
მარიო ჩიმარო
13 სექტემბერი 2023 00:51
7
უკვე "პროგრესია" 0:5 რომ არ წავაგეთ
gia
13 სექტემბერი 2023 00:51
5
მოაშორეთ პარლამენტიდან მართული ფედერაცია! სხვანაირად არაფერი გამოსწორდება, ეს მოყვარული მწვრთნელიც ამ კორუფციის ნაწილია, დარწმუნებული ვარ ხიზანას ამზადებენ სამწვრთნელოდ. ძლივს კარგი თაობა გვყავს ნაკრებში, დრო ისე გავა და ისე დაბერდებიან ვერც გავიგებთ, ჟურნალისტებო ამოიღეთ ხმა და აიყოლიეთ ხალხი
რუსთავი
13 სექტემბერი 2023 00:50
5
რა ნერვებს იშლით, გინდაც მოგვეგო, მეორე ადგილის შანსი ფაქტიურად არა გვქონდა
სამართალი
13 სექტემბერი 2023 00:50
31
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული