გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
სანიოლის ხელში ეს გუნდი ვერ მოუმატებს არც ეტყობა თამაშიდან გამომდინარე.უსუსტესი თამაში ადრეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ ნაკრებს აქვს პოტენციალი ნორვეგიის დონის ნაკრებებთან უშანსოდ არ წააგოს მაგრამ საქართველოს ნაკრებს ჭირდება გამბედავი და თამამი გადაწყვეტილების მწვრთნელი რომელიც ფეხბურთელებს მოძრაობას და სირბილს მოთხოვს.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 01:35
0
სად იყო ან საზონოვი ან ლოᲩოᲨვილი? ისევ ბებერი მცველები დააყენა, Შესაბამისი Შედეგი ვიხილეᲗ. ბურᲗი ვერ ამოაქვᲗ საჯარიმოდან და იᲨორებენ, რაააა ჯანდაბაააააა ᲨემზიზᲦდა ნაკრსბის ᲗამაᲨები
B. M
13 სექტემბერი 2023 01:29
0
ორკაციანი პრესინგი(ხვიჩა და ჟორჟი) და 8 კაცი თავის ნახევარზე. ეს რა ტაქტიკაა? ვილი, პრესინგი იცი რა არის საერთოდ? მთელი თამაში გვაპამპულავეს. ქეცბაიაზე უარესი მატარემელი ჩააყენა....ხო მაინც წავაგეთ? არ ჯობია შეუტიო? კარში სულ ორჯერ დაარტყეს, ისიც ბოლო წუთებზე. რა უნდა ამათ ევროპაზე....
ბებოს სიცოცხლე
13 სექტემბერი 2023 01:23
0
ვაისი გავაგდეთ გინებით რომელმაც 1:0 წააგო კვარას, ჩაკვეტაძის და რამდენიმე ფეხბურთელის გარეშე გუნდით.. აი შედეგი.
ხო კიდე.. ის ვიდეო ვერ ვიპოვე ვაისის დროინდელი ნაკრების თამაშები შავ-თეთრად რომ დაამონტაჟა ვიღაც ჯიგარმა,სევდიანი მუსიკაც დაადო.. და სანიოლის ნაკრები გააფერადა.. ეს არის აღორძინება და გარდაქმნაო...

ეს გვჭირს, ემოციები გვიჯაბნის გონებას..
A
13 სექტემბერი 2023 01:02
2
სანიოლის მოხსნას არ აპირებენ ისევ? რაღაცა ვქნათ გულშემატკივრებმა და ფედერაცია ვაიძულოთ მწვრთნელი დანიშნონ. ეგ არის დილეტანტი და ახლა სწავლობს მწვრთნელობას. ეს ნიჭიერი თაობა კი ამასობაში დიდ შანსებს ანიავებს
ვანჩოპე
13 სექტემბერი 2023 00:59
0
აქაც წვიმამ შეუშალათ ხელი?უჯიგრო ხალხი .კვარაცხელიას თუ არ მოვთხოვეთ მეტი სულ ესე იქნება ..გახსოვთ სპალეტიმ თავიდან როგორ დასვა მიწაზე თავში რომ აუვარდა?1 ტაიმი თმების სწორების მეტი არაფერი უკეთებია 100 მილიონიანი ფეხბურთელი იმ მომენტებს უნდა იყენებდეს.დანარჩენი რა თავმოყვარეობა არ აქვთ...
Გიო
13 სექტემბერი 2023 02:50
35
წადი ბიძიკო შენ და ან ჰოკეის უყურე ან სვარკას
q
13 სექტემბერი 2023 12:19
1
საქართველოს ნაკრები ფარერებს დაემსგავსა მაგათ გააქვთ ხოლმე ასეთი სენსაციური გოლები როდესაც მთელი თამაში დაცვაში ზიან და ზოგჯერ გაუმართლებთ
KIO
13 სექტემბერი 2023 02:10
1
მწვრთნელები 0
ლექხო
13 სექტემბერი 2023 01:07
1
მართლა უცნაურად თამაშობენ ჩვენები. არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ესეთი უსუსირები არიან. მაგრად ტეხავს.

მუდამ კი ვაგებდით
13 სექტემბერი 2023 01:01
0
აბა, ამას ვუზამთ, იმას ვუზამთ, ბულდოზერით გადავუვლითო?! ტროლიკებს დავალებული ჰქონდათ ოპტიმიზმი დაეთესათ სრულიად გამოფიტულ, უნაყოფო ნიადაგზე. იდიოტები მორიგ ჯერზე აყვნენ. საბოლოოდ დადგინდა, რომ კვარას კენტ წლებში თამაში არ შეუძლია, სხვებს კი არც ლუწებში. ძალიან მაგარია. მალე სტრატეგიული ძმები ჩინელები ჩამოვლენ ბლომად და დაგვეხმარებიან. მართალია ჩვენზე უარესი ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ დარბიან მაინც. მოკლედ, მომავალი ნათელია და ამ ჭიქით...
ელიასი
13 სექტემბერი 2023 00:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული