გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
უიმედობა სამწუხაროდ… აშკარად შესაცვლელია რაღაც, სანამ ფატალური შედეგი დაგვიდგება. და იმედია აღარ დაგვიდგება
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 00:48
1
ნუსას სკოლა
მამუკა
13 სექტემბერი 2023 00:42
1
პირველ რიგში ფედერაცია და ხიზანა არიან მანდედან მოსაშორებელი დიიიიდი ხანია
dato
13 სექტემბერი 2023 01:07
2
შევჭამეთ ბოლო სამი წუთი
Soso
13 სექტემბერი 2023 00:45
8
აბა!საწყლები რა დღეში ჩავაგდეთ ა?!
თამაზი
13 სექტემბერი 2023 01:07
0
კიდევ კარგად გაგვიმართლა, ნორვეგიელები რომ თამაშის აზრზე იყვნენ 9-0 უნდა დასრულებიყო.
აფსუს
13 სექტემბერი 2023 00:44
2
დაგვინდეს))))
დათო
13 სექტემბერი 2023 00:50
3
ძალიან მაგარი, ყველა უმაღლესი კლასის ფეხბურთელები რომ გვყავდეს, სანიოლი და ხიზანა რომ მწვრთნელად გეყოლება, რამეს უნდა ელოდო კარგს?????????/ კარგი, მაგათ ღირსება არა აქვთ და აგინე რამდენიც გინდა, ამ ხალხმა მაინც მოვიფიქროთ რამე, დაგვხოცეს ნერვიულობით........
???????????????????//
13 სექტემბერი 2023 01:02
0

სვანაძე რით გგონიათ კარგი კანდიდატურა ? კაცი მეორე ნომრად ათამაშებს თავის ნაკრებს( გიბრალტარს და მოლდოვას არ ვგულისხმობ , ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებებს ვგულისხმობ ) ყოველთვის , რაც ისრაელთან მარცხის მიზეზი იყო . ახალგაზრდული ასაკიდან ,,მშიშარა" ფეხბურთელებად აყალიბებენ ეგეთი მწვრთნელები ბიჭებს - ეს ესპანეთია , ის გერმანიაა, ბელგიაა და ა.შ. ანუ ამბიციას უკლავს დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშისას . სპორცმენი ამბიციური და მეომარი უნდა გაზარდო , მებძოლი და არაფრის დამთმობი სპორტულად . ესენი კიდევ , ჩასვრილი მენტალიტეტით ათამაშებენ ახალგაზრდობიდანვე და რაც გამოდის ვხედავთ. ცხადაძე მარტო იმით მირჩევნია ამათ( არ ვაბობ რომ ეგ გადაგვარჩენს და გვარდიოლას დონეა ) , რომ ამბიციურია და ნაკლებად თმობს რაიმეს . შეტევას ათამაშებს . ქართული ფეხბურთი შეტევის გარეშე არ არსებობდა და არც იარსებებს . ამაში ვინც უნდა მედავოს . მითამაშია , მიფიქრია , ვფიქრობ ( ნეტავ შემეძლოს არ ვიფიქრო -გასკდა გული ) და ასეთ აზრზე ვარ .
gpi
13 სექტემბერი 2023 17:31
1
მეგობარო, სურვილი ერთია და რეალობა მეორე, ამ ბიჭებს არ შეუძლიათ.. უნარები არ აქვთ ფეხბურთის მოტამაშე ნაკრებებთან პირველ ნომრად თამაში, ამას ფიზიკური კონდიციები, თამაშის წაკითხვის უნარი, ბურთის მოძრაობის ტრაექტორის განსაზღვრის უნარი და ა შ. სხვა უნარებიც ჭირდება, რაც ჩვენებს არ აქვთ, ისეთი გარემოში და მასწავლებლეთან იზრდებიან. სანიოლს რომც ეთქვა შეუტიეთო რას მივიღებდით? რას და 5 ზე მეტს გაგვიტანდენ, ახლა კი 2-1 ზე - კაცები გონიათ თავი,--,, სრული ფიასკო "
გუსანი
14 სექტემბერი 2023 00:41
0
სიმართლე-ს
ძალიან ამბიციური ნიკი ხომ არ გაქვთ ? ჭიჭე ვაშაძის ,,აღმაშენებლობას " მაგონებს . რას ქვია ,,ჩარეცხილები " ? და ჩამრეცხის უფლება ვის აქვს ხო ვერ მეტყვით ? ეგეთი ლოგიკით და აზროვნებით გვჭირს ბევრი უბედურება . მე შეიძლება ვინმეს ხედვა არ მომწონდეს , მაგრამ რა უფლება მაქვს ,,ჩარეცხილად" მოვიხსენიო ?! შენ მამა-შვილის და გოდრის ამბავი იცი ?
gpi
17 სექტემბერი 2023 23:34
0
ყველა გამოხმაურება
კიდევ ერთი უსახური თამაში, ბურთი ვერ ამოაქვთ საჯარიმოდან,ასეთი დაბნეულობა გაგიგიათ,კიტეიშვილმა პასების ნახევარზე მეტი კვირკველიაზე აკეთა, დავითაშვილი,მიქაუტაძე ადრე იყვნენ შესაცვლელები სანნნიოოოლლ!!!

alexsis
13 სექტემბერი 2023 01:12
1
ვგიჟდები კაშიას პასებზე!
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 00:52
0
დავიჯერო არსებობს ადამიანი ვისაც სანიოლზე მეტად უნდოდა დღეს თამაშის მოგება, ჩემი აზრით არა. რო იძახით ის რატომ არ დააყენაო, დაცვა რატომ დატოვა იგივეო, მწვრთნელი ვარჯიშებზე უყურებს თავის 22-ვე ფეხბურთელს და თქვენ აქ კლავიატურაზე აწკაპუნებთ, რომელმა უფრო უკეთ იცის ვინ როგორ ფორმაშია, თქვენ თუ მწვრთნელმა?ვინ უნდა დააყენოს, ერთი შეწვი, მეორე მოხარშეა. სანამ ჩვენი ფეხბურთელები, უკლებლივ ყველა, საშუალოზე მაღალ გუნდებში არ ითამაშებენ სტაბილურად ძირითად შემადგენლობაში, მანამდე ნაკრები შედეგს ვერ დადებს
მამუკა
13 სექტემბერი 2023 01:16
38
შეიძლება კლავიატურაზე ვაწკაპუნებთ, მაგრამ ფეხბურთს ვუყურებთ და შენ წარმოიდგინე, რაღაცეების აზრზე ვართ.....ისიც ვიცით, ჩვენი ნაშრომიდან მილიონები რომ მიდის ფეხბურთში......ბოდიში, შედეგს რომ ვითხოვთ.....რა ......ხართ, ვინც ამათ ამართლებთ
zaz197
13 სექტემბერი 2023 04:03
0
Ჯუღელი ხარ?
Მამუკას
13 სექტემბერი 2023 02:51
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული