გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
ნახევარდაცვაში თამაში საერთოდ არ გვაქვს. დაცვა ესპანეთთან შედარებით უკეთესი იყო დღეს და გამოჩნდა, რომ 3 ცენტრალური მცველით დაცვა მაინც ნორმალურად დგას, მაგრამ ცენტრი არ გვყავს, ფაქტია. კიტეიშვილი ვერ ასრულებს იმ როლს, რასაც ცენტრალური ნახევარმცველი უნდა ასრულებდეს. თითქოს კარგია მომენტებში, მაგრამ არა შემდგარი ცენტრალური ნახევარმცველი. ქოჩორაშვილიც გასაგებია რატომ ჰყავდა ლევანტეს ამდენი ხანი დუბლებში.
გოჩოლეიშვილს, ჩემი აზრით, მალე გაუშვებენ შახტარიდან. აზაროვმა შეიძლება ითამაშოს, ფიზიკაში თუ მოუმატა, მაგრამ გოჩოლეიშვილისგან არამგონია რამე გამოვიდეს.
Burton
13 სექტემბერი 2023 01:40
2
ცენტრში გვიჭირს, ძლიერი ცენტრი გვჭირდება, ცენტრი თუ ჩავარდა, ვერც შეუტევ და დაცვაშიც მთელი გუნდი უნდა იდგეს. ალბათ კანკავა იყო ყველაზე გამოცდილი და ძლიერი ცენტრი
ირაკლი
13 სექტემბერი 2023 01:29
0
მეორე ტაიმი მოვიგეთ 1-0! ბოლო წამზე კვარაცხელიამ გამაზა ნაღდი გოლი! სანიოლი ვერ აყენებს ან არ აყენებს შემადგენლობას, რომელასაც შეუძლია თანაბარი ტაიმების ჩატარება!
მწრთვნელი
13 სექტემბერი 2023 00:45
12
საკუთარ კარში შემთხვევით გატანილი ბურთი მოწინააღმდეგეს არ უნდა ეთვლებოდეს და ესპანეთთან 5:3 გამოვიდოდა და არა 7:1
1.2.3.4.5.6.
13 სექტემბერი 2023 12:27
0
90 წუთი დაცვაში, 3 წუთი შეტევაში! დაცვაში ქეცბაიას დროსაც იდგა ნაკრები და აგებდა ერთი ბურთის სხვაობით! აქ საქმე სხვა რამესთან გვაქვს! ნახევარზე მეტი მოთამაშე ნაკრებში ფსიქოლოგიურად მოუმზადებელია და საერთოდ ნაკრებს არ ყავს ნორმალური ფსიქოლოგი, მაგრამ მოიყვანეთ ვიღაც ინგლისელი ფულის საკეთებლად! ვერ ატარებს ნაკრები გამართულად ორივე ტაიმს და სანიოლის ხელწერა, თუ არის დაცვის შესწავლა არ ვიცი! დაცვით თამაშს 30 წელია სწავლობს ნაკრები!
მწვრთნელი
13 სექტემბერი 2023 10:31
0
ვერც ერთთა ლიგიდან ვერ გავალთ ევროპაზე.არც ყაზახეთის მომგები ვართ და არც საბერძნეთ-თურქეთის ამ ქაოსით და ამ მწვრთნელებით.ასეა ეს და შეეგუეთ ზოგიერთები ამას.მერე სანიოლს დააპაშოლებენ და ყველაფერი დაიწყება თავიდან.....
Lobotka
13 სექტემბერი 2023 08:09
0
Წინასამატჩო ინტერნეტ და ტელე მიმოხილვებს ვაკვირდებოდი და დამრჩა შთაბეჩრდილება რომ სანიოლის მოცილება უნდათ და სვანაძის წამოწევა..რავი ესე უჯიგროდ როგორ უნდა ითამაშო.
თემო
13 სექტემბერი 2023 02:53
6
21 წლამდელთა ნაკრებში თამაში არ ისურვეს ბიჭებმა (არადა როგორ გვჭირდებოდნენ) გადაიღალნენ "ბავშვები" და დასვენება ჭირდებათო... რამ გადაღალათ 20-22 წლის ახალგაზრდა ხალხი? ძირითად ნაკრებშიადა ბატებივით დარბიან დიდიან პატარიანად მოედანზე. თუმცა ამათ სულ არ ახატიათ ეს ყველაფერი მთავარია მაყუთი, ქალები და მარიაჟი მანქანები.
ჩელენჯერი
13 სექტემბერი 2023 01:35
12
მიკვირს ერთი რამ და სულ მაგითი ვიწყებ ქვილითაიას რატო არ იძახებს ხო ხედავს ყველა რო მიქაუტაძე ერთ ბურთს ვერ ინარჩუნებს, ბურთის ჰამოტანა ჩვენ არ გამოგვდის იძულებულენივართ ბურთი მოვიშოროთ მეკარის დარტყმულსსც შანსი 0 ტოლი მაგ ბურთებს ქვილითაია მიიღებდა და კვარას და სხვას გაუნაწილებდა ამოასუნთქებდა ყველას ნაგრამ რათ გინდა არ იძახებენ, პოზიტივი ის არის რო მოდის თაობა ვინც გაგვახარებს და ნაკრებს გაძლიერებს სანდრო კაკანდაძის თამადობით პირვეკათ ითამაშა ნაკრებში და თავი ხუთიანზე გსრთვა წარმატებენი ბიჭებს
გიორგი
13 სექტემბერი 2023 01:17
35
გეტყუობა კალანდაძის ახლობელი ხარ...პირველი გოლი როგორ გაგვიტანეს არ უყურე?
სიმართლე
13 სექტემბერი 2023 02:19
0
აბურჯანია მოაშორეთ ზაპასშიც ნუ გიზით, კვირკველია კი კალაძის ქვისლი დაბერდა და მაჩვივითაა
სფფ კორუფციის ბუდე
13 სექტემბერი 2023 10:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული