გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
ეს უნამუსო წურბელა ფედერაცია უნდა მოვიშოროთ და სასწრაფოდ ქეცბაია მოვიყვანიოთ. ერთმა დაწერა და მეც ვეთანხმები. ქეცბაია მოუვლის ამათ. ის არც ქოცია და არ ნაცი და ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია. ასეთი ხალხი გვჭირდება საქართველოში.
ირაკლუ
13 სექტემბერი 2023 00:55
9
ფედერაციაზე რაც გინდა თქვი, მაგრამ ქეცბაია არ გამაგონო . მაგან ,პირველმა დანერგა აქ მეორე ნომრად ფორთხვა ფეხბურთის ნაცვლად . რა ქეცბაია , გესმით საერტოდ ფეხბურთი ? სიმარტლის მთქმელიო რო დაგიჯინიათ , ჯერ ერთი ეს მიტინგი არაა და სასამართლო . ფეხბურთია ! მეორეც კიდევ , ჟურნალისტის დასმულ კითხვას ეგ ვერ იტანს და ოდნავ კრიტიკულს ვერაფერს . მესამეც , მადერაა მაგ გა მაგის ნაკრები და რასაც თამაშობს ვერ ხედავთ ?
gerchi
13 სექტემბერი 2023 01:13
12
90 წუთი გაშეშებული გუნდი და ამ დროს გადის გოლი არსაიდან და ეხლა ალბათ კვარას მონენტსაც სათვალავში მიითვლიან და გაყიდიან როგორც ბრხოლაში წაგებულ მატჩს არაა? გუნდი აზრზე არ არის რა არის საერთოდ დღევანდელი ფეხბურთი!!!
Giorgi
13 სექტემბერი 2023 00:54
1
არავითარი მონდომება,არავითარი ჟინი.პასის კულტურა ნული.წინ გაქცევის ნაცვლად უკან პასები.დაბალი კლასი.მწვრთნელი არავითარი.სანიოლი გახარებული იუო 2:1 რომ წავაგეთ.
.
ჯუჯი
13 სექტემბერი 2023 00:57
4
ვაისი თუ სანატრელი გახდებოდა, რას ვიფიქრებდი. ამ გადასახედიდან ის საუკეთესო უცხოელი მწვრთნელია ნაკრების ისტორიაში. სანიოლი კი საერთოდ არაა მწვრთნელი. მხოლოდ ფასადია ხიზანიშვილის და მთლიანად ფედერაციის, ანუ ქართული ფეხბურთის უნამუსო წურბელებისა. ქეცბას ადგილზე რომ ვიყო, მწვრთნელად კი არა ფედერაციის პრეზიდენტად გავიქაჩებოდი, ხალხი ხელზე აყვანილს შეიყვანდა მაგ კაბინეტში და მერე - რეფორმები, რეფორმები და მხოლოდ რეფორმები, მექრთამეობის და პროტექციონიზმის სრული ამოძირკვა, დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან ქვეყნის მთავარ გუნდამდე! სხვანაირად შედეგი არ მოვა, 5 ხვიჩაც რომ გვყავდეს!
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 00:49
6
Რას გადაეკიდეთ ამ ქეცბაიას. Რახდება რატომ ახსენებთ ასე ხშირად? Ისე ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან.
Გაბო
13 სექტემბერი 2023 00:57
10
გადახედე რა ქეცბაია შედეგებს ჯერ საქართველოს და შემდეგ კვიპროსის ნაკრებში.
Gio
13 სექტემბერი 2023 07:16
0
ყველა გამოხმაურება
Aრ არის სამწვრთნელო შტაბი აზრზე და ფაქტიც ეგ არის. რატომ უზით ჩაკვეტაე სკამზე და შემოჰყავთ თამშის ბოლო მეოტხედში? ჩაკვეტაძე უნდ ათამაშობდეს შუა ში ყიფიანის პოზიციაზე რომ ბურთი გაანაჭილოს, ჩვენი ნახევრიდან გადმოიტანოს. ვერ ქაჩავს ეს კიტეიშვილი ამ 10 ნომერს და ეგ იჯდეს სკამზე. მნახევრ დაცვა თუ უნდათ გააზლიერონ, ეს ჯუჯა ფეხბურთელები რას შეჰყარეს იქ? ნოდარ ლომინაძეს რატომ არ იწვევეწ ნაკრებში? ტანით და ჯანი არ აკლია, ბურთს ძალიან კარგად ფლობს, შორი პასები ეხერხება, მოედანს ხედავს. ვერ ხედავენ, ჯუჯები სხვა ნაკრებებში უკვენ ნაკლებად ქაჩავენ. ყველგან ტანმაღალ, ფიზიკურად ძლიერ, სწრაფ ფეხბურთელებს აძლევენ უპირატესობას. სპორტი შეიცვალა 60-იანი წლები აღარ არის და არც 70-იანები. ერთი დაბალი ფეხბურთელი რომელიც ჯირკვივით არის არის არაბიზე და იმასაც არ იძახებენ, ამ დროს ,კარგი პასიცი იცის, ჯიგარიც აქვს და ბურთსაც კარგად ურტყამს კარებში, საჯარიმოდან თუ თამაშიდან. Gელაშვილი და საზონოვი კაშიას და კვირკველიას უნდა ცვლიდნენუკვე,. კაშიას მადლობა. კვირკველია კი დასასვენებლას არის წასული საუდის არაბეთში. იქ თავმოყვარე ფეხბურთელი არც უნდა მიდიოდეს. ჰო კიდევ ეს დვალიშვილი როგორ ვერ მოაშორეს ამ ნაკრებს, საშინელი ფეხბურთელი იყჰო და ეხლა სამწვრთნელო შგტაბში ზის და სანნიოლს რჩევებს აძლევს. ჩივაზესთვის დაეძახებინათ, დაცვასაც უკეთესს დააყენებდა და შუა ხაზსაც. სამწუხაროდ ამ ფედერაციამ ჩაისვარა და მოწმენდაც არ უნდათ.
simartle
13 სექტემბერი 2023 02:56
7
არ არის ძმაო ეგ დვალიშვილი არა, ჰგავს უბრალოდ დვალიშვილს.
დიმო
13 სექტემბერი 2023 11:36
1
კიტეიშვილში მაგრად ცდები ზუსტად ეგ არის 10იანის კაცი ჩაკვეტაძე არის ფლანგელი
ეე
13 სექტემბერი 2023 10:36
0
ჩვენი დაცვის ფლანგები როგორი სუსტი იყო. ეს გოჩოლეიშვილი რა აგონიაშია ყველა თამაშში! წინ აწეული თამაშობდა და არც წინ გამოსდიოდა საერთოდ არაფეი და უკან დაზღვევებზე რეები აკეთა ყველამ ვნახეთ! ეს იყო კიდევ ერთი შეცდომა სანიოლის! და საზონოვს რატომ არ ათამაშებს ეს ალბათ თვითონაც არ იცის!
gulshematkivari0703
13 სექტემბერი 2023 01:16
1
ან ლოჩოშვილს რატო არ იძახებს მაინც? დავიჯერო ზამენაზე კვირკველიაზე უარესი იქნება?
რა მაფიაა?
13 სექტემბერი 2023 03:21
0
გუნდი 1-7 ს აგებს და არც მეკარე იცვლება და არც დაცვა.
ვილი წადი.
100%
13 სექტემბერი 2023 00:53
0
Karoche rac colebi moiyvanes ukan ukan wavida amati saqme faqti saxezea jer fexburti itamashet bliad da mere rac gindat is qenit...
Rt
13 სექტემბერი 2023 01:20
13
დოქსოპულო ცოლი გყაავს???
Zonderi. _
13 სექტემბერი 2023 02:26
5
Რა მნიშვნელობა აქვს სად თამაშობს და ვინაა როცა არ მისდის თამაში უნდა შეცვალო. Არ წაუვიდა თამაში მიქაუტაძეს,გოჩოლეიშვილს,კვირკველიას. Საზანოვი რატომ არ დააყენა თავიდანვე კვირკველიას ნაცვლად გასაკვირია. Მამუჩაშვილმა უკეთ ითამაშა ვიდრე გოჩოლეიშვილმა. Ნორმალური დებიუტი ჰქონდა ქოჩორაშვილს.
Რერო
13 სექტემბერი 2023 00:53
2
ეს 1:2 იგივეა რაც 1:7! ეხლა არ დაიწყოთ გათანაბრება შეგვეძლო და ასე შემდეგ, მადლობა თქვას სანიოლმა რომ უფრო დიდი ანგარიშით არ წავაგეთ! დაიწყება ეხლა ლაპარაკი, თურმე თამაში შეგვიძლია და ...
გოგა
13 სექტემბერი 2023 00:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული