გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.

საინტერესო იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ესპანეთთან განადგურებული ჩვენი გუნდი და მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ამისათვის ტაქტიკაც შეცვალა და ნაწილობრივ შემადგენლობაც. მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო, ორმხრივი შეტევებით. ქართველი ფეხბურთელები თამამად მოქმედებდნენ. კვარაცხელიას დარტყმული ბურთი საჯარიმოში მცველს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მასპინძლები ფლანგებიდან თავიანთ ლიდერზე, ჰოლანზე ცდილობდნენ გადაცემის გაკეთებას, რომელსაც მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ. სადღაც მეოცე წუთისთვის ნორდები ინიციატივას დაეუფლნენ და ჰოლანმა თავურით თავისი გუნდი დააწინაურა. სწრაფი
კონტრიერიშისას ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა, მალე კი ედეგორმა მეორე გოლი გაგვიტანა და საგოლე პასი ისევ 19 წლის ნუსამ გააკეთა, რომლის შეჩერება გოჩოლეიშვილს უჭირდა.

შესვენების შემდეგ სანიოლმა გოჩოლეიშვილი მამუჩაშვილით შეცვალა. თამაშის სურათი არ შეიცვალა, ნორვეგია უპირატესობას ფლობდა, მშვიდად აკონტროლებდა ბურთს, საქართველოს ნაკრები მეტოქის ნახევარზე აწევას ვერ ახერხებდა. ერთ-ერთი იშვიათი შეტევისას კვარაცხელიამ მიზანს ააცილა ბურთი. კომპენსირებულ დროში აზაროვის ჩაწოდებულ ბურთს ზივზივაძემ ნილანდის კარში მიუჩინა ადგილი. ბოლოს "კვარას" დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და წავაგეთ.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს სახლში კვიპროსთან ჩაატარებს.

ოსლო. „ულევი“. 23 665 მაყურებელი
ნორვეგია - საქართველო 2:1
გოლები: 1:0 ჰოლანი (25), 2:0 ედეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90+1)

ნორვეგია: ნილანდი, აიერი, ესტეგარდი, სტრანდბერგი, ბერგი, აურსენსი, ედეგორი, ბიორკანი, ნუსა (სოლბაკენი 71), ლარსენი (ბერგე 71), ჰოლანი

საქართველო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი 46), კალანდაძე, კაშია, კვირკველია, აზაროვი, კიტეიშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 67), ქოჩორაშვილი (მექვაბიშვილი 76), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 67)

მკითხველის კომენტარები / 186 /
აი ვინც ფეხბურთელებს აკრიტიკებთ სუსტი თამაშისათვის, აზრზე არ ხართ ფეხბურთის. ჩვენი კრიტიკის ადრესატი უნდა იყოს კორუფციის ბუდე ფედერაცია და ბნელი სისტემა , რომელიც უკვე მერამდენე წელია ამუხრუჭებს ქართულ ფეხვურთს. გავყაროთ ეს ერთი მუჭა ნაგავი ქართული ფეხბურთიდან რა , შეედეთ ხიზანას, იაშკას გაყინულ სახეებს , არ უნდა დიდი ფიქრი როგორ ხდება ნაკრების დაკომპლექტება, სანიოლი უბრალოდ ფუტლიარია, რომელსაც ხვალ მოისვრიან და ახალ ფუტლიარს შემოაგდებენ. ამასობაში დრო გადის და მერამდენეჯერ უნდა დაიმსხვრეს იმედები ამ უსინდისო და ამორალური ხალხით დაკომპლექტებული სისტემის გამო.
თორელი
03:42 13-09-2023
38
უჭირს ამ ჩვენს ხალხს აზროვნებაში თუ რაარის არვიცი. ნაკრების წაგების მერე, როცა მთლიანად დაცვა ჩავარდება, მეკარე ორ თამაშში 9 გოლს გაუშვებს და შემტევამდე ბურთი ვერ მიაქვთ, გამოხტება პოსტებში ეს ხალხი და იიიი კვარაცხელიას რა ჭიირს? იიიი კვარაცხელია სადაა? ველ თამასოობს. დამთავრდა მაგის ფეხბურთიიო. ფუ მართლა.
ხალხო გასაგებია, რომ განათლების პრობლემა არის სკოლებში, არის ქვეყანაში სიღარიბე, არის გონებრივი შეზღუდულობა, ადამიანებს ვერ გამოაქვთ წაკითხულიდან და ნანახიდან აზრი მაგრამ მთლად ასეთი დეგრადაცია?
თამაშს უყურებდე და ვერ გებულობდე რა მოხდა?
მსგავსი არაფერი მინახავს.
უბრალოდ ავადმყოფურად ამოიკვიატეს ეგ ბიჭი, ჯერ ხო ერის გადამრჩენელი ეძახეს ყოველ გოლზე და ლოცვა-კურთხევები გაუმართეს, ახლა წაგების მერე რა სიბინძურესაც უნდათ იმას აკადრებენ. სამარცხვინოდ იქცევით. დადგება დრო აქ ჟრიამულს ატეხავთ და ყველას მაგრად დაგცინებთ.
ხოო მართლა ნეაპოლში უფასო პიცის ჭამა არ დაგავიწყდეთ და ნეაპოლელები რომ კვარას გამო მოგეფრებიან ისიც შეიფერეთ. ის მაინც არ ვიცოდე ზუსტად ის ხალხი რომ დაიძურწება ნეაპოლში, ვინც ხვიჩას ფეისბუქზე აგინებდა.
ასეთი სამარცხვინო როგორ უნდა იყო. მაიმუნზე დაბლა შეიძლება ადამიანი დაეშვესო მქონდა გაგონილი და ახლა მართლა დავიჯერე.
ლუზერებს
03:24 13-09-2023
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული