ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ
ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...
რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.
ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.
როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.
პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...
წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.
გოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]
ვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება
ისე სტატიის ავტორს მინდა ვკითხო. მართლაც გჯერა რომ ამ ფეხბურთელებს შესწევთ უნარი თანამედროვე ფეხბურთის თამაში? ერთმა გასულ სეზონში სრლად ათიოდე მატჩი ჩაატარა და "გადაიღალა".მეორემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში სირბილი კი ისწავლა მაგრამ რად გინდა? დანარჩენი კი ჩემი აზრით მოედანზე გადიან იმიტომ რომ სხვა არაფერი იციან ( თუმცა არც ამ მოედანზე უქნია ღმერთს).
საერთოდ თუ სპორტის ამ სახეობაში რამის კეთება გვინდა, უნდა ავიღოთ ისლანდიის მაგალითი.
სვანაძე რით გგონია კარგი კანდიდატურა ? კაცი მეორე ნომრად ათამაშებს თავის ნაკრებს( გიბრალტარს და მოლდოვას არ ვგულისხმობ , ფეხბურთის მოთამაშე ნაკრებებს ვგულისხმობ ) ყოველთვის , რაც ისრაელთან მარცხის მიზეზი იყო . ახალგაზრდული ასაკიდან ,,მშიშარა" ფეხბურთელებად აყალიბებს ბიჭებს - ეს ესპანეთია , ის გერმანიაა, ბელგიაა და ა.შ. ანუ ამბიციას უკლავს დიდ გუნდებთან ტოლ-სწორად თამაშისას . სპორცმენი ამბიციური და მეომარი უნდა გაზარდო , მებძოლი და არაფრის დამთმობი სპორტულად . ესენი კიდევ , ჩასვრილი მენტალიოტეტით ათამაშებენ ახალგაზრდობიდანვე და რაც გამოდის ვხედავთ. ცხადაძე მარტო იმით მირჩევნია ამათ , რომ ამბიციურია და ნაკლებად თმობს რაიმესწ . შეტევას ათამაქშებს . ქართული ფეხბურთი შეტევის გარეშე არ არსებობდა და არც იარსებებს . ამაში ვინც უნდა მედავოს . მითამაშია , მიფიქრია , ვფიქრობ ( ნეტავ შემეძლოს არ ვიფიქრო -გასკდა გული ) და ასეთ აზრზე ვარ .
მამუჩა საზანოვი ლოჩოშვილი აზაროვი
ქოჩორაშვილი კიტე ჩაკვე
მიქაუტაძე კვარა
ბუდუ...
ასევე აუცილებელია ალთუნაშვილი,გელაშვილი,არაბიძე დავითაშვილი გაგნიძე და სხვებიც გამოვიყენოთ ცვლილებებზე..
5 მცველით შეუძლებელია პრესინგით მოედნის მეორე ნახევარზე თამაში და ამიტომ ჩავფლავდით პლუს დაცვის ხაზის კატასტროფული სტატისტიკა ნაკრების თამაშებში,
რაღაც კაპიტანი და მწვრთნელი ვერ სძენს განწყობას გუნდს და ეს აშკარად ეტყობა თამაშის ხარისხს, თითქოსდა რგოლებს შორის კავშირი უნდა იყოს მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავენ...
აიაქსი,ბორდო,ვალენსია,ლევანტე,ნაპოლი,შახტარი,შტურმი,უტფორდი,ტორინო და ასე შემდეგ ალბად ვერ გაუგია ბევრს რა პრეტენზია უნდა ქონდეს ჩვენს ნაკრებს და რა გვაქვს მოცემულ რეალობაში..
პრეტენზია მხოლოდ მწვრთნელზე და ფედერაციაზე თუ გვექნება...