საქართველოს ნაკრებში მთავარი არ იცვლება - გაგვიყვანს სანიოლი ევროპის ჩემპიონატზე?! - ფეხბურთის ფედერაციის საფიქრალი...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორიგმა წაგებამ (ნორვეგიასთან 1:2) ნამდვილად არ დატოვა ისეთი თავზარდამცემი შთაბეჭდილება, როგორიც ესპანელებთან მარცხმა. როგორც ჩანს, მთავარმა მწვრთნელმა მოკლე დროში ფეხბურთელებთან საფუძვლიანი საუბარი მოახერხა. ვილი სანიოლმა მათ, ვინც წინა მატჩში პირწმინდად ჩააგდო, თავის გამოჩენის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მისცა და ადამიანურად ეს გასაგებია. სხვა საქმეა, თუ ეს შანსი ვინ როგორ გამოიყენა...

ამასობაში, მთავარი არ იცვლება. ვილი სანიოლის ტაქტიკა, რომელიც კონტრშეტევებში შანსის პოვნას და ბურთის ნაკლებად ფლობას ეფუძნებოდა, ეფექტური და შედეგიანი აღარაა. ფრანგი სპეციალისტი ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ძლიერ გუნდებთან აღარაა, თორემ
ყაზახეთის ნაკრებთან პლეი-ოფის ეიმედება. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ იმავე აზრზეა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იოლი მისაღები არაა. ვლადიმირ ვაისის პოსტზე დატოვებამ არ გაამართლა, ჩრდ. მაკედონიასთან დავმარცხდით, ახლა კი სანიოლის შემცვლელის ჯერ ძიება, მერე შერჩევა - ქართველი უნდა იყოს თუ უცხოელი, მისი მხრიდან საქმეში ჩართვა გაზაფხულისთვის უფრო დამაზიანებელი არ იყოს. არადა, საქართველოს ნაკრები ახლა რეგრესის გზაზეა, ივნისიდან მოყოლებული ეს უფრო საგრძნობი ხდება და ასეთ დროს მწვრთნელები იცვლებიან. ლოგიკურად, "ჯვაროსნების" მომავალ დამრიგებლად რამაზ სვანაძის განხილვა შეგვიძლია, თუმცა მან 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ახალი შესარჩევი დაიწყო და შუა გზაზე მიტოვებაც არ გამოვა.

Sportall.Ge

ყველაფერთან ერთად, სანიოლი იღბლიანი მწვრთნელიც იყო, ახლა კი შედეგი არც ამ მხრივ გვაქვს. აი, ბოლო წამებზე ხვიჩა კვარაცხელიას რომ გაეტანა, მაშინ ვიტყოდით, რომ მნიშვნელოვანი ფრე წამოვიღეთ, ცოტას ვიამაყებდით კიდეც და ცოტათი თავს შევიქებდით...

რაც შეეხება თამაშს - საწყის და ბოლო წუთებში კარგად გამოვიყურებოდით. ამის მიზეზი ყველაზე მეტად ის იყო, რომ ამ პერიოდში მეტოქე პრესინგში ნაკლებად გვაქცევდა და გვავიწროებდა. ჩვენი ნაკრები ამ პრობლემას ვერა და ვერ უმკლავდება. უბრალოდ, ვერ ვიწყებთ შეტევას და რგოლებს შორის კავშირი არაა. ამას კიდევ ერთი, რაც მოჰყვება, ფეხბურთელების რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. მაგალითად, თუკი გიორგი მიქაუტაძის ნაკრებში ინტეგრაცია გვახარებდა, არსებული თამაშით მისი უპირატესობების გამოყენებას ვერ ვახერხებთ. ამ ტაქტიკას ბუდუ ზივზივაძე უფრო ერგება, რომელსაც მაღალ ბურთებზე ბრძოლა შეუძლია. მეორე ტაიმიდან ფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელია ვნახეთ. ამანაც ბევრი არაფერი შეგვძინა, რადგან ამ დროს მთავარი იყო, სწრაფ შეტევებში გადასვლა მოგვეხერხებინა.

ცალკეული ფეხბურთელების უფრო მეტ მონდომებასა და სხვებზე უკეთეს თამაშს გამოვარჩევდით, მათ შორის, კვარაცხელიას. კარგი მატჩი ჰქონდა ირაკლი აზაროვს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიელები უფრო ჩვენი მარჯვენა ფლანგიდან გვიტევდნენ. მალე ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და იმედია, გიორგი გოჩოლეიშვილი მანამდე ფორმაში შესვლას შეძლებს. როცა ჩვენი ნაკრები ბურთის გარეშეა, მისი თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მატჩის წინ ვარაუდის დონეზე დავწერეთ, რომ იქნებ ვლადიმერ მამუჩაშვილის თამაშს გაემართლებინა. მეორე ტაიმმა დაგვარწმუნა, რომ ეს ასეც იყო. მართალია, ნორვეგიელები უკვე დამშვიდებულები იყვნენ, მაგრამ მათი თინეიჯერი ფლანგელის ნეიტრალიზება როგორც იქნა, მოხერხდა.

Sportall.Ge

როგორც ჩანს, სანიოლს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ მომავალში, მათ შორის, "ერთა ლიგიდან" ბოძებული შანსისას, წარმატებას გამოცდილი და უკვე ძალიან ბევრი შეცდომით მოთამაშე დაცვის ცენტრით მიაღწიოს. საერთოდ ვერ ვნახეთ საბა საზონოვი. სამომავლოდ ივა გელაშვილის იმედი გვაქვს. რაც შეეხება მარცხენა ცენტრალურ მცველს, ხოჭოლავას არყოფნაში მას ალბათ კალანდაძე უფრო დაიკავებს, ვიდრე დვალი. ახალბედა მცველი ახლა ცოტა დაძაბული იყო და პრესინგის პირობებში პასები უჭირდა. მთავარია, ალექსანდრემ პროგრესი არ შეწყვიტოს. ნორვეგიელთა მხრიდან 18 წლის ფეხბურთელის "აწიოკებამ" ერთ საკითხზე უფრო დაგვაფიქრა - რატომ არ ვაძლევთ სანაკრებო შანსს უფრო მეტ ახალბედას, იქნებ მოულოდნელობის ეფექტმა კარგი შედეგები მოგვიტანოს. თუნდაც, გიორგი კვერნაძე ან "ტვენტეში" მოთამაშე ირაკლი ეგოიანი.

პოზიტივზე - ერლინ ჰოლანი ბურთს ხშირად ვერ იღებდა და ეს პოზიტივად უნდა ჩავთვალოთ; დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილზე - თანამედროვე ფეხბურთს ალღოს კარგად უღებს, პოზიციის შერჩევაც იცის, ორთაბრძოლაც და პასიც აქვს. კლასში სხვაობაზე აქცენტი კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ - "არსენალის" კაპიტან მარტინ ოდეგორის "დირიჟორობისას" რთულია შენი სიტყვა თქვა; მოგვწონს გიორგი ჩაკვეტაძის საქმისადმი დამოკიდებულება და ამას საკლუბო პროგრესშიც ველით. რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა ოთარ კიტეიშვილმა და იმედია, მას ტრავმიანობა აღარ შეაწუხებს...

წინ ოქტომბერია, ორი თბილისური მატჩი: ტაილანდთან ამხანაგური და ჩვენზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი თემურ ქეცბაიას კვიპროსელებთან - ოფიციალური.

altგოლი და ბოლო წამზე გაშვებული შანსი - საქართველოს ნაკრები ნორვეგიასთან დამარცხდა [VIDEO]

altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 62 /
ქეცბა როცა სიმართლეს იძახდა გიჟად ჩათვალეს ეს კაცი თურმე მართალი ყოფილა და მეც ვეთანხმები იმათ ვინც თვლის რო ქეცბაია უნდა იყოს ფედერაციის სათავეში ეს კაცი მთელი თავისი ცხოვრება გულს დებდა თავისი ქვეყნისთვის
ჯჯ
14 სექტემბერი 2023 21:27
1
გველესიანი, გადრანი დავივიწყეთ. ყველაზე ძლიერი და პერსპექტიული საზონოვი ძირითადში არ ვათამაშეთ და 77-ე წუთზე გამოვუშვით მაშინ, როდესაც უკვე 1:7-ს ვაგებდით. ნორვეგიასთან საერთოდ არ ვათამაშეთ!
ლაშა
14 სექტემბერი 2023 14:13
0
ქეციბაია არა როგორც მწვრთნელი ის ფედერაციის ხელმძღვანელად უნდა მოვიდეს
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 13:52
2
გეთანხმები. ქეცბაიასნაირი ხალხი აკლია ამ ქვეყანას, ვისაც სიმართლის თქმა შეუძლია. უმეტესობა თავის ერთ ადგილს უფრთხილდება, რაც საქმეს აზიანებს.
odala
14 სექტემბერი 2023 17:12
0
Გეთანხმები ძმაო ფული წავა ფეხბურთის განვითარებისკენ და არა ჯიბეში და სხვაგან
სვანსკის
14 სექტემბერი 2023 15:38
0
სვანიძე ნაკრების მწვრთნელი? ეს რა უბედურებაა? კაცი ერთ-ორ თამაშს მოიგებს და მაშინვე ნაკრების მწვრთნელად? ნაკრების მწვრთნელი ბრძოლებში გამობრძმედილი უნდა იყოს და არა ახალგაზრდების ყოფილი დამრიგებელი.
გიგო
14 სექტემბერი 2023 11:00
1
დინამო ბათუმის მწვრთნელი,რომელმაც ორი თუ სამი მკვდარი ანგარიში (მატჩი)შემოატრიალა,ვინ ელოდა ამას? არავინ, ის უფრო პროფესიონალია ვიდრე სანიოლი.სად იპოვეთ ეს კაცი ან რა დამსახურებით დანიშნეთ, ფედერაციას ააქვს პასუხი? გამობრძანდით და გვიპასუხეთ რას იმალებით თორემ მოვალთ მანდა და სანამ დროა კიდევ პაიკი (სანიოლი) შესწირეთ თორემ მერე გვიან იქნება
სვანსკი
14 სექტემბერი 2023 10:58
1
არანაირი გამართლება არ აქვს სანიოლის დატოვებას. ახალი მწვრთნელით ყველა თამაში რომც წავაგოთ, მომავალში შეიძლება რაღაც გამოგვივიდეს. ფედერაციიდან ყველა გასაყრელია და ქეცბაიას უნდა ჩააბარონ ეს ორგანიზაცია.
გიორგი
14 სექტემბერი 2023 10:43
0
მე რა მაინტერესებს: ხიზანიშვილი და დვალიშვილი ჩვენ ჩავსვით სამწვრთნელო შტაბში, თუ სანიოლმა მოითხოვა? მესმის, რიტორიკული კითხვაა, მაგრამ მაინც :) არ მოგწყინდათ ერთ კაცზე,ყველაფრის შეტენვა? ქართული კლუბების 80 პროცენტს საკუთარი ვებ-საიტი არ აქვს, კერძო კლუბებს სახელმწიფო აფინანსებს ბიუჯეტიდან, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს შსს ატარებს, უკმაყოფილო გულშემატკივარს, ფედერაციის მაღალჩინოსნები ხელით ეხებიან და დედას აგინებენ. ჰოდა, ასეთი მიდგომებით, მერე გიკვირთ, რომ მწვრთვნელები არ გვივარგა, ფეხბურთელები არ გვყოფნის, მალტის და ალბანეთის გუნდები გვიგდებენ წიხლქვეშ.
ციციკორე
14 სექტემბერი 2023 10:14
0
მწვრთნელების სასაკლაო გახდა ეს ნაკრები რა... ტოპ კლასზე რომ ლაპარაკობთ, ეგერ იყო ტოპმიოლერი და კუპერი და იმათაც ვერაფერი მოახერხეს. ქეცბაიას ცხოვრება გაუმწარეთ და 10-11 წლის მერეც აქტუალურია, რასაც ამბობდა. ესაა ჩვენი დონე. კვარაცხელია რომ გვყავს, 3-4 ჰყავდათ კვარასნაირი მარტო მოედანზე. დანარჩენი ფეხბურთელებიც რომ შეადარო, აშკარად სხვა დონეა და შეეგუეთ ამას რა. არ ვართ ჩვენ ნორვეგიის დონე და საბოლოო კი არა, გვარდიოლა და ანჩელოტი რომ მოიყვანო, ისინიც ვერ უშველიან ამას. ან სანიოლს რომ უშვებთ ციკლის შუაში, ვინ მოგყავთ? ჰანსი ფლიკია ეგერ თავისუფალი და ჰკითხეთ, ხომ არ უნდა ჩვენთან. მოიყვანთ და მერე მილიონებს რომ ითხოვენ, იმაზეც წუწუნებთ.
ლაშა
14 სექტემბერი 2023 09:35
6
Ჯერჯერობით სანიოლს და ფეხბურთის ლგბტ პედერაციას გაღმა მივყავართ გაღმა მარილზე ...არც იქინე მიგვიღონ არც აქანე ..დდშ..ი
მწარე სიმართლე
14 სექტემბერი 2023 05:09
1
საქართველოს ნაკრებს ჭირდება ნორმალური პრაქტიკის მქონე პროფესიონალი მწვრთნელი, იმათი რიცხვიდან ვისაც ეხერხება გუნდს თანამედროვე ფეხბურთი ათამაშოს, ნორმალური პრესინგით და დამუშავებული კომბინაციებით მოწინააღმდეგის მაღალი პრესინგის დაძლევით.
ასეთი მწვრთნლები არის იგივე ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, სხვაგანაც მოძებნა შეიძლება. მაგრამ სანამ ეს ფედერაცია გვყავს - არაკომპეტენტური, უინტელექტო, ქართული ჯიგრული პონტებით მოაზროვნე, არაფერი გამოვა სანიოლს არავინ გაუშვებს ან თუ მაინც გაუშვეს, ვიღაც ისევ მაგ დონისას მოიყვანენ.
არტ
14 სექტემბერი 2023 00:00
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული