ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
შენ ჯერ აზრზე არა ხარ, გაკვირვება აწი ნახე. ჩვენ გასახდელში უფრო მაგრები ვართ,
კ ო მ ბ ლ ე
13 სექტემბერი 2023 22:11
2
ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია, მარა თქვენც კაი ტაშტი ხართ.
რრრ
13 სექტემბერი 2023 21:03
10
Samartskhvinoa,ro kitkhot kvela vitom magar gundshi tamashobs da isvrian nakrebshi,gamukvirda araphers ro ar ajetebdbebo norvegiis mtsvtnelma
Gundi
13 სექტემბერი 2023 21:01
1
ქართველი ფეხბურთელები მექმნებოდა შთაბეჭდილება რომ მართლაც არ უტევდნენ სივრცეებიც ქონდათ ნორვეგიამ როცა პრესინგი მოხსნა მაგრამ ქართველი ფეხბურთელები გაურკვეველ გადაწყვეტილებას იღებდნენ.ეს ძალიან ყურადღება მისაქცევი ფაქტია რაღაც აშკარად ხდებოდა.მწვრთნელის ხელი კი გუნდს აშკარად არ ეტყობა და სანიოლის ხელში ამ გუნდს მომავალი არ აქვს.
ქომაგი
13 სექტემბერი 2023 20:30
0
დაღლილები არიან შარშანდელი სეზონის შემდეგ
დინამოელი
13 სექტემბერი 2023 20:24
0
შემოგიტიოთ რა ომი კი არ გვინდა
გიორგი
13 სექტემბერი 2023 20:00
10
შე კაი ადამიანო შენი ფეხბურთელები ხელს გვიშლიდნენ და აბა როგორ?:)
oto777
13 სექტემბერი 2023 19:55
3
ისევ გველის არაფლის მომცემი თამაშები.
ნიანია ბაკურიანი
13 სექტემბერი 2023 19:32
0
სოლბაკენ,თუ ძმა ხარ და თუ იცნობ სანიოლის,შეეკითხე რატომ არ უტევდა,ჩვენც გვაინტერესებს და თუ გაიგე რამე ჩვენც გვითხარი რა.ბუნდოვან რაღაცეებს ლაპარაკობს ეს სანიოლი და ვერ გავიგეთ ვერაფერი,იქნებ შენ გითხრას რამე სოლბაკენ???
მირო
13 სექტემბერი 2023 19:16
1
არა ბიჭო მაგის ჩიტები ვართ ახლა შენი წინასამატჩო მონახაზისა და ანალიზისამებრ ვითამაშოთ და შენზე ავეწყოთ. დიახ, ხომ გაგაოცა ვილიმ, ხო მოგიგო დუელი? ეს ჩვენი ტაქტიკა იყო გაზაფხულისთვის ვემზადებით არა ბიჭო ახლა თქვენთან გამოვუფენდით საცვლებს ყაზახეთს და ლუქსემბურგს. ვმალავთ თამაშს რა ვერ გაიგე? ნუ ესპანელებთან თვითონ თამაში დაგვემალა და თქვენთანაც მაგრამ ნუ კაროჩე ჩვენი მონახაზი არის ასეთი - ვფარჩაკდებით ყველასთან და მერე ლუქსემბურგს ოოოოპ და გამოიღე
იბერია
13 სექტემბერი 2023 19:00
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული