ნორვეგიელთა მწვრთნელი: ვერ მივხვდით, რატომ არ გვიტევდა საქართველო

AutoSharing Option
ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა საქართველოსთან მოგებული (2:1) მატჩი შეაფასა და ქართველთა ინერტულობით გამოწვეული გაკვირვება არ დამალა.

"კარგად ვიცოდით, რომ საქართველოს ნაკრები, ძირითადად, მარცხენა ფლანგიდან უტევს ხოლმე. ფიზიკურად ძლიერ კრისტოფერ აიერს დავალებად ამ ფლანგის ჩაკეტვა ჰქონდა, რაც მშვენივრად გამოუვიდა. ჩვენ შეტევა საპირისპირო ფლანგზე ვცადეთ და ყველაფერი გამოგვივიდა. ნუსამ კარგად ითამაშა და ზოგადად, პირველ ტაიმში ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. საქართველოს ნაკრებს კი არაფერი შეუქმნია, სრულიად მოულოდნელი გოლი გაგვიტანეს
და მატჩის ბოლო დაიძაბა. მეტოქის ნახევარზე უპრობლემოდ ვმოქმედებდით, მაგრამ ბოლო მონაკვეთში ბურთის დაკარგვისა და კონტრშეტევის მიღების გვეშინოდა, რის გამოც ეფექტიანობა დაგვაკლდა. ცოტა გაკვირვებული დავრჩით, ველოდით, რომ ქართველები შემოგვიტევდნენ, მაგრამ ამას არ აკეთებდნენ", - განაცხადა სოლბაკენმა.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მესამე თამაში წააგო და ჯგუფში ბოლოსწინა, მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს ეროვნული გუნდი ოქტომბერში, კვიპროსის წინააღმდეგ "დინამო არენაზე" ჩაატარებს.


altვილი სანიოლი: ეს თამაში დიდი მიზნის მისაღწევად პლეი-ოფში დაგვეხმარება

მკითხველის კომენტარები / 64 /
აი ამას ქვია სოლიდარობა ქართველ გულშემატკივარს.. სტოლემ ფაქტიურად ფედერაციაა გააკრიტიკა რატო ითამაშეთ წაგებაზეო..
შავი კაცი
13 სექტემბერი 2023 15:08
4
სარკაზმით არ უთქვამს , მაგრამ ძალიან სასაცილოა.
-
13 სექტემბერი 2023 15:11
1
ამაზე დაბალი შეფასების მიცემა შეუძლებელი მგონია. სარკაზმის გარეშე რომ თქვა მით უმეტეს.
გიორგი
13 სექტემბერი 2023 15:41
0
განა არ გიტევდით, ვერ გიტევდით. თქვენ რატომღაც გადაჭარბებით შეგიფასებიათ ჩვენი შესაძლებლობები
გურამი
13 სექტემბერი 2023 15:22
3
არა ბიჭო მაგის ჩიტები ვართ ახლა შენი წინასამატჩო მონახაზისა და ანალიზისამებრ ვითამაშოთ და შენზე ავეწყოთ. დიახ, ხომ გაგაოცა ვილიმ, ხო მოგიგო დუელი? ეს ჩვენი ტაქტიკა იყო გაზაფხულისთვის ვემზადებით არა ბიჭო ახლა თქვენთან გამოვუფენდით საცვლებს ყაზახეთს და ლუქსემბურგს. ვმალავთ თამაშს რა ვერ გაიგე? ნუ ესპანელებთან თვითონ თამაში დაგვემალა და თქვენთანაც მაგრამ ნუ კაროჩე ჩვენი მონახაზი არის ასეთი - ვფარჩაკდებით ყველასთან და მერე ლუქსემბურგს ოოოოპ და გამოიღე
იბერია
13 სექტემბერი 2023 19:00
4
რას ვერ მიხვდი? სტუმრად იყვნენ და მოერიდათ ... კარგად აღზრდილი ახალგაზრდები არიან .....
ggg
13 სექტემბერი 2023 16:39
2
სოლბაკენ,თუ ძმა ხარ და თუ იცნობ სანიოლის,შეეკითხე რატომ არ უტევდა,ჩვენც გვაინტერესებს და თუ გაიგე რამე ჩვენც გვითხარი რა.ბუნდოვან რაღაცეებს ლაპარაკობს ეს სანიოლი და ვერ გავიგეთ ვერაფერი,იქნებ შენ გითხრას რამე სოლბაკენ???
მირო
13 სექტემბერი 2023 19:16
1
არაა შეტევა ჩვენი სტილი ძმაო. ჩვენ გვირჩევნია საჯარიმოში ვიყოთ ერთად ჩახუტებული , მაქსიმუმ ჩვენს ნახევარზე ამით სარბენი მანძილიც მცირდება. ტქვენ რომ დარბიხართ წინ და უკან საქმე არა გაქვთ? მაინც შოტლანდია და ესპანეთი გავლენ ვიცით ეს ჩვენ და არ ვიღლით თავს.
გულმხურვალე ფანი
13 სექტემბერი 2023 15:02
2
რა მიხვედრა ჭირდება სუნი არ გცემდაათ?! თქვენ რაიცით რა გეგმებიგვაქ მოსამზადებლად ვიყენებთ ჩვენ შესარჩევებს. ყაზახეთან და საბერძნეთან მასე ვაპირებთ თამაშს მაგიტო არ გიტევდით... ეხლა ტაილანდს მოვუგებთ იბლატავებენ ძმანი მისნი
beqa
13 სექტემბერი 2023 14:49
2
შემოგიტიოთ რა ომი კი არ გვინდა
გიორგი
13 სექტემბერი 2023 20:00
10
რატომ და ესპანეთივით რომ არ ამოგეჭედათ და ფედერაციაზე და მწვრთნელზე არ ეჯ..ა მთელ ქვეყანას, მაგრამ მაგას ნორმალურ ქვეყანაში ვერ მიხვდებით.
ნიკა
13 სექტემბერი 2023 16:10
0
არ შეუძლიათ მეტი, როგორც შეუძლიათ ისე უტევენ, რა არის აქ გაუგებარი ???
ნიკა
13 სექტემბერი 2023 16:45
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული