ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (0:8) შემდეგ კომენტარი ტაილანდის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ალექსანდრ ჰოლკინგმა გააკეთა:
"ასეთ ცუდ შედეგს არ ველოდი. მჯეროდა, უკეთესი თამაში შეგვეძლო. ჩემს ფეხბურთელებს არ ვუსაყვედურებ, მათ მაქსიმუმი გაიღეს, თანაც შემდეგ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, სადაც ესტონელებს შევხვდებით.
ჩვენთვის მტკივნეული, თუმცა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა. ისეთ ძლიერ ნაკრებთან, როგორიც საქართველოა, ყველა შეცდომა ისჯება. ბურთის ყველა დაკარგვა ქართველების სწრაფი შეტევით დასრულდა. ამას გაკვეთილად მივიღებთ, კვიპროსთან კი წარმატებას გისურვებთ!"