თემურ ქეცბაია: საქართველო ესპანეთი არაა და რაღაცის მიღწევას შევეცდებით

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, A ჯგუფში, კვიპროსი სახლში ნორვეგიასთან 0:4 დამარცხდა, უქულოდაა და შემდეგ შეხვედრას 15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ნაკრებთან ჩაატარებს. ნამატჩევს კომენტარი კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გააკეთა:

"განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი. სამწუხაროდ, სათამაშოდ ძალა მხოლოდ 45-50 წუთი გვყოფნის. არ მინდა თავი ვიმართლო, მაგრამ ასეთ დონეზე, როგორზეც ნორვეგია იმყოფება, ძალიან ძნელია წინააღმდეგობის გაწევა. პირველ ტაიმში ვიბრძოლეთ, რაღაცის გაკეთებას შევეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

იმოქმედა თუ არა პირველმა გაშვებულმა გოლმა? საქმე კიდევ ისაა, რომ არც გვიმართლებს. კარგი იქნებოდა პირველი ტაიმი
0:0 დაგვესრულებინა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ასეთ ნაკრებებს არ შეგვიძლია 90 წუთი შევეწინააღმდეგოთ. ერთია ბურთით და მეორე უბურთოდ თამაში, როდესაც მეტოქეს დასდევ. ეს დიდ ენერგიას მოითხოვს.

2-3 დღეში ბევრი რამის შეცვლას ვერ მოვახერხებთ. გამარჯვება გვინდოდა, თუმცა ნორვეგიას მსოფლიო კლასის ფეხბურთელები ჰყავს. ყოველი მატჩის მეორე ნახევარში პრობლემა გვექმნება. საქართველოს, რა თქმა უნდა, კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ ეს ესპანეთი არაა, გავემგზავრებით და რაღაცის მიღწევას შევეცდებით".

მკითხველის კომენტარები / 17 /
თქვენ გინდა აქედანაც იმას ქვნა და იქიდანაც.?!
ნორვეგიას მსოფლიო კალსის მოთამაშეები ყავს თქვე კაი ხალხო.
4-0 წავაგეთ მარტო. ესეიგი ძაან მაგარი ვყოფილვარ რააა.
2
თემურა ჩვეულ სტიქიაშია. ეს ესპანეთის და გერმანიის მწვრთნელად რო დააყენო იქაც იწუწუნებს
შაკო
15:29 13-10-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული