თემურ ქეცბაია: როდის დასრულდება ეს კოშმარი - ასე ნაკრებიდან მაშინ უნდა წავსულიყავი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ, კვიპროსის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ისაუბრა:

"არ ვიცი, როგორ დავიწყო, რა ვთქვა. პირველი ტაიმის შემდეგ ასე რატომ ვითამაშეთ. პრინციპში, მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი გავუშვით და ამან გუნდი დაშალა. ეს პირველი შემთხვევა არაა, მიმდინარე შესარჩევში გუნდი 45 წუთს, მაქსიმუმ ერთ საათს თამაშობს. ასეა, როცა შანსს ახალგაზრდებს აძლევ, ისინი შეცდომებს უშვებენ.

ველოდებით, როდის დასრულდება ის კოშმარი, რასაც ეს შესარჩევი ეტაპი ჰქვია. შანსები საქართველოს ნაკრებთანაც გვქონდა. ერთი მატჩი დაგვრჩა და შემდეგ გადასახედია,
როგორ უნდა მოვიქცეთ. ამბიციური ვარ, არც ჩემთვისაა მარტივი ამის გადატანა. ასე მაშინ უნდა წავსულიყავი, როცა ამ ქვეჯგუფში მოვხვდით, ახლა უკვე გვიანაა. 3-4 ფეხბურთელი დაგვემატება და მეტი შეგვიძლია. გვყავს ფეხბურთელები, რომელებიც კვიპროსის ჩემპიონატშიც არ თამაშობენ და ასეთ დროს ძალიან რთულია.

როგორც პირველი ტაიმი დავიწყეთ, ისე დავიწყეთ მეორეც. გოლი მალე გავიდა... ამ დონეზე უფრო მეტი გვჭირდება, თანაც მთელი მატჩი და არა ერთი ტაიმი. ამის შემდეგ კონცენტრაცია და სხვა ფაქტორები იკარგება და ყველაფერი ასე სრულდება".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ასეთი ქეცბაია გყავდეს და მწვრთნელად ბანძი სანიოლი გაჯდეს? სადაა სამართალი?
Რაგბის ფანი
07:27 16-10-2023
23
ქეცბოს გულის სიღმეში დარწმუნებული ვარ უხაროდა :)))
giorgi
01:05 16-10-2023
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული