"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

AutoSharing Option
საქართველო-შოტლანდიის (2:2) შემდეგ, "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, რომელიც საქართველოს ნაკრებზე პერიოდულად მოსაზრებებს გვთავაზობს,  "ფეისბუქპოსტს" აქვეყნებს:

"ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება"

"ამ თაობაში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ არის სამი განსაკუთრებული. ესენია: ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე.

აქედან ერთმა მოახდინა თავისი ნიჭის მსოფლიოსთვის დემონსტრირება, დანარჩენ ორს კი სხვადახვა მიზეზით ჯერ ყველაფერი არ გამოსვლია, თუმცა იმედია, გამოუვათ.

ამ საქმეში მათ გვერდში უნდა ედგეს ფედერაცია, რადგან ეს საქვეყნო საქმეა, მაგრამ ისინი ჯიბრში უდგანან.

დიდი დანაშაული იყო, რომ
აქამდე სანიოლი ჩაკვეტაძეს არ ათამაშებდა. ფორმაში არ იყოო. არადა, შარშან "სლოვანში" მთელი სეზონი თამაშობდა.

ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულები, რადგან ადრე დისციპლინის პრობლემები ჰქონდა. არადა, არაბიძეს ხვიჩაზე ნაკლები ტექნიკა არ აქვს და "ჩაკვეზე" ნაკლები - მოედნის ხედვა. ბურთის დაჭერაც იცის და უზადო პასიც.

ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება. ამ შანსის გაშვება დანაშაული იქნება ისტორიის წინაშე.

არ დამიწყოთ ახლა, სამივე ერთად არ შეიძლება, ბალანსი დაირღვევა, ბევრი შემტევი იქნება, "გავიდირკებით" და ა. შ. მასე მეუბნებოდით თქვენ, "ჩაკვეს" დაყენებას როცა ვითხოვდი, ხვიჩა და "ჩაკვე" ერთად არ გამოვაო, მაგრამ ახლა კი მოგწონთ.

ასე იქნება არაბიძის შემთხვევაშიც. თან, თუ "ტორპედოს" თამაშებს თვალს მიადევნებთ, აღმოაჩენთ, რომ მას ართმევაზე თამაშიც კარგად ეხერხება.

და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომ არაბიძე ახლა საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს და არა უფრო მაღალ დონეზე. არაბიძე, ხვიჩა და "ჩაკვე" ისეთი ნიჭის ფეხბურთელები არიან, სიარული თუ შეუძლიათ, უკვე ძირითადში უნდა დააყენო და არ უნდა იკითხო, სირბილი შეუძლიათ თუ არა."

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

მკითხველის კომენტარები / 65 /
აქ ჩვენ არ ვიდაოთ ვინ ვისი დონეა - უბრალოდ, ფაქტია, რომ არაბიძის დონის ფეხბურთელი ჩვენს ჩემპიონატში არ თამაშობს და შანსი უნდა მიეცეს.
Zura
18 ნოემბერი 2023 10:29
1
ეს სამი ერთად მოედანზე - ხვიჩა, "ჩაკვე" და არაბიძე - დამანგრეველი ძალა იქნება ამბობს მერაბ მეტრეველი. ჩვენსავით ფეხბურთის მოყვარული კაცი და არაპროფესიონალი. ვაი და ვერ დავანგრიეთ ვერავინ? ასე ერთი არაექსპერტის წინადადებაზე( უფრო სურვილზე) დაყრდნობა და სტატიის გაშანშალება?!!! თუ მთავარია ხალხის ამდენი წლის წარმატების მოლოდინის დავამთხვიოთ ფრაზები და დამშვიდებული სინდისით წავიდეთ ბუღალტერიაში ხელფასის ასაღებად! სულ ესაა ანალიტიკა? სიტვები : ჩვენ უნდა , ის ფორმაშია(არადა არ არიან ხოლმე), ეს დაგვემატება ....მგონი არასერიოზულია.. ისევე როგორც მრავალი რამ , ამ ჩვენს ქვყანაში
არდილეს
18 ნოემბერი 2023 07:56
5
კარგით რა ,ჯერ საქართველოს ე ლიგის ტემპი რა ვთქვი და იქაც დაძუნძულებს ეგ თქვენი არაბიძე სირბილის ნაცვლად , უყურეთ ხოლმე თამაშებს და აღარ იტყვით გამოიძახეთო, ეზარება ტიპს სირბილი ...
დავითი
18 ნოემბერი 2023 05:24
6
ძაან დიდი პატივისცემა ყველას, მაგრამ ხვიჩასთან შედარება ძააან არასწორია, სხვაგან არის ეგ
Joko
18 ნოემბერი 2023 02:58
5
გეთანხმებით ოღონდ ჩაკვეტაძეს რომ ტრამვები არ ქონოდა გაცილები დიდი იქნებოდა!!! 30 წელი ფეხბურთში ვარ და ცოტა რაღაცეები მესმის ....
დათო
18 ნოემბერი 2023 06:10
3
არ გეთანხმები.
ჩაკვეს მისცეს თამაშები და გამოჩნდა რომ არ იყო ფორმაში,არც ახლა არ არის-იბრუნებს ფორმას ნელ-ნელა(აბა უოტფორდის რეზერვის დონეა?)
არაბიძეზეც იგივეა-ყველას გვინდა ეს ტრიო ერთად ვიხილოთ +წიტაიშვილი+კიტეიშვილი და მერე დაგვიდგეს ვისაც უნდა.
Levani
18 ნოემბერი 2023 00:56
4
არის ამ კაცის ნათქვამში სიმართლე! ვინც ამბობს რომ სანიოლი დიდია და მის გადაწყვეტილებაში ეჭვი არ უნდა შეგვქონდეს, გაიხსენეთ ბოლოსდაბოლოს მარადონა. მასზე დიდი ნაღდად არ იყო და მისი ტრენერობა ვისაც არ მოგესწროთ გაეცანით. რაც შეეხება ნათქვამს, ჩვენ გვყავს კვარა, მაგრამ აუცილებელია ფეხბურთელი ვინც მის დონეზე მიახლოებით მაინც იაზროვნებს საჭირო დროს. ვინ,ვინ გეგულებათ ასეთად თუ არა ჩაკვე? იქნებ არის მსგავსი ფეხბურთელი,იქნებ დაასახელოთ და განვიხილოთ. მე არ მეგულება. ტალანტის და საფეხბურთო IQ- ს მხრივ პოტენციალი ამ თაობიდან ნაღდად აქვს არაბიძეს, ნუთუ ეს სადაოა და ამას ვერ ხედავთ? სწორედ ამ ბიჭებს სჭირდებათ მშობლიური ნაკრების და ჩვენი თანადგომა. იქნება და ჯერ კიდევ შეძლონ თავის მაქსიმალურად წარმოჩენა.ყოველ შემთხვევაში ნიჭით არა მგონია დავითაშვილზე ბევრად ნაკლები შეძლოს არაბიძემ. ფაქტი ის არის რომ სქოთებთან თამაში შეცვლებმა მოგვისპო. 60 წუთიო, გასაგებია მაგრამ მძლავრ მოწინააღმდეგესთან აზაროვის და კალანდაძის შეტოვება, მძალვრი შენგელია-ლოჩოშვილის მაგივრად რამდენად აღმოჩნდა ეფექტური? გოლიც ხომ მაქედან მოვიდა. იქნებ ფლანგზე გოჩო აჯობებდა, ნათამაშები აქვს მაგ ფლანგზე.ან გელაშვილს და საზონოვს რას ვერჩით? ანზორი ბევრად სჯობია ალთუნიშვილს? რატომ არ უნდა გვინდოდეს სზონოვი-გელაშვილი-ლოჩოშვილის დაცვა? იქნებ ჩაკვე კიტეს(სანამ ტრამვირებულია) ადგილას მოგვესინჯა ქოჩორაშვილთან და კვარას არაბიძე შევუწყვილოთ. დროა გაბედული გადაწყვეტილებების, იქნება და ამ თაობას შეუძლია აღადგინოს, თუ თავიდან შექმნას ქართული ფეხბურთის ხელწერა , ხომ ყველას ეს გვსურს?! ასე ნახევრადნათქვამით რამდენად გავალთ ფონს, შეკითხვები ლეგიტიმურია და უნდა მივაღწიოთ მკაფიო პასუხებს: გამოყენებულია ჩვენი ბიჭების პოტენციალი მაქსიმალურად? თუ ადგილი აქვს რბილად რომ ვთქვათ არაეფექტურ, თუ არაჯანსაღ მიდგომებსაც.
ამატაკი
18 ნოემბერი 2023 00:48
4
ყველა ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელს უნდს მიეცეს თავის გამოჩენის შანსი მარა ასე დაბეჯითებით რატო ამტკიცებს ზოგი რო მაინცდამაინც არაბიძე ნაკრებში უნდა იყოს? იქ პროფესიონალები მუშაობენ და არ თვლიან მას ნაკრებისთვის მზად. მეც მაგალითად მგონია რო არაბიძეს რა უნდა ნაკრებში? ახალგაზრდა ბიჭი და წონა ვერ დაუჭერია რო ირბინოს ნორმალურად. რავი მგონი სანიოლს მაგაზე ვერავინ იტყბის რო სუბიექტურია ნაკრებში გამოძახებაზე დს თან მგონი ისე უბრალო გილშემატკივარზე მეტი ესმის ფეხბურთი და იცის გამოსაძახებელია თუ არა.
მათე
18 ნოემბერი 2023 01:14
6
სრულად გეთანხმები 100 % ხარ
saqartvelo
18 ნოემბერი 2023 00:03
0
არაბიძე პირადად იაშვილის გადაწყვეტილებით არ არის ნაკრებში.სანამ იაშვილი იქნება არაბიძეს არ გამოიძახებენ ნაკრებში
სიმართლე
17 ნოემბერი 2023 23:41
4
ჟურნალისტები,თქვენი კითხვებით და მიწოლით გამოაძახინეთ არაბიძე ნაკრებში.
დათო
17 ნოემბერი 2023 23:04
4
თავის დროზე ახალკაცმა მანუჩარი გაუშვა გუნდიდან, არ ჯდები და ვსოო. ეხლა არაბიძის ხუშტურები აიტანე.....
zhru
17 ნოემბერი 2023 22:49
10
სად არ ჯდება სად ,იმ ნაკრებში სადაც სანიოლი გაიძახის რესურსი არ გვაქვს და რა ვქნაოო ?! აბა არაბიძე ვინაა მაშინ,თუ ბევრი ცაცია გვყავს ნაკრებში !!!
დათო
17 ნოემბერი 2023 23:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული