"ერთად რომ ვიყავით ნეაპოლში, ხვიჩამ ასეთი რამ მითხრა... მინდა შემთხვევით ვისარგებლო და დე ლაურენტისზე განვაცხადო, რომ..." - მამუკა ჯუღელის ინტერვიუ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა გადაცემა "სპორტი იმედზე" სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. მისი თქმით უახლოეს მომავალში "ნაპოლი" "კვარას" ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.

"კვარაცხელიას შეტევაში თამაში ყველა პოზიციაზე თამაში შეუძლია, ხვიჩასა და გიორგი ჩაკვეტაძის დუეტი ნებისმიერ ევროპულ ნაკრებს დაამშვენებდა.

რაც ხვიჩამ "ნაპოლიში" პირველ სეზონში გააკეთა, მგონი ამას მხოლოდ თვითონ ელოდებოდა. ერთად რომ ვიყავით ნეაპოლში ხვიჩამ მითხრა, აი, განახებ ამ ერთ წელიწადში მე აქ რას გავაკეთებო.

რაც შეეხება აურელიო დე ლაურენტისს, ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ უამრავი კარგი გაგვიკეთა, რასაც გვპირდება, ყველაფერს ასრულებს. ეს
ისეთი კაცია, არავის არაფერს არ დაუკარგავს, ხვიჩა უახლოეს მომავალში რასაც იმსახურებს, აუცილებლად მიიღებს. გასაგებია, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელია და მეტი ეკუთვნის, იმ მეტსაც უახლოეს მომავალში მიიღებს.

ოჯახი კმაყოფილია, ხვიჩაც კმაყოფილია... მე ვსარგებლობ შემთხვევით და ვიძახი, რომ უახლოეს მომავალში მის კონტრაქტში ცვლილებები იქნება.

ხვიჩა წელს მაგარ ფორმაშია, "ნაპოლიში" ძალიან მოუმატა და წინა სეზონთან შედარებით, უკეთესად ასპარეზობს, ამაში ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელიაც დამეთანხმა. უფრო დაღვინებულია და როგორც ვარსკვლავს შეეფერება ისე თამაშობს, ზედმეტს არ აკეთებს.

რუდი გარსიაზე ვერაფერს ვიტყვი, ბავშვმაც იცის, რომ "ნაპოლიმ" "ემპოლისთან" არ უნდა წააგოს. დე ლაურენტისს მცოდნე ფეხბურთის სელექციონერი ჰყავს და ამ კლუბში უამრავი განათლებული ხალხი მუშაობს.

მიქაუტაძეზე ჩემ აზრს გეტყვით, მას ძალიან კარგი აგენტი ჰყავს და "აიაქსთან" შესანიშნავი გარიგება დადეს. გიორგი სერიოზული თავდამსხმელია, საფრანგეთში ამდენი გოლის გატანა ადვილი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, სერია A-ში მოხვედრა მისთვის უკეთესი იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

alt"სამწუხაროა, რომ შოტლანდიელი ბებია ან ბაბუა არ ჰყავს" - შოტლანდიური გამოცემა კვარაცხელიაზე წერს

altIshowspeed-მა მამუკა ჯუღელი გააოცა - სახალისო კადრები მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ "ოქროს ბურთი" მესიმ მოიგო [VIDEO]

altჯუღელი იტალიაშია და დე ლაურენტისთან შეხვედრას ელის - "ნაპოლის" პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ ხელფასსა და კვარაცხელიას აგენტის მოთხოვნილს შორის დიდი სხვაობაა

მკითხველის კომენტარები / 18 /
ამ კაცის სხვა ფოტო არ მოიპოვება მსოფლიოში? სუფთა აფერისტია ამ სახით :)))
ვახო
19 ნოემბერი 2023 16:24
5
ჯუღელის უკეთესი ფოტო არ მოიპოვება, ეს "პრედლაჟენია" სურათი რომ ჩაანაცვლოთ ? მადლობა
Jaba
19 ნოემბერი 2023 13:44
2
ვეთანხმები ჯაბას მამუკას სურათის შერჩევასთან დაკავშირებით. მეც გთხოვთ გამოცვალოთ მამუკას ეს "ჩემი დე. . ." სურათი რომელიც ბავშვებს აშინებს და რაც შეიძლება მეტი სერიოზულობით!
პლეხანოველი
19 ნოემბერი 2023 14:04
1
მამუკა ბატონო, მე არ ვიცოდი, რომ ხვიჩა იტალიის ჩემპიონატში ასე დაგლეჯდა, მაგრამ შენ ხომ უნდა გცოდნოდა? ყველაფერი დიდებულად გააკეთეთ, მაგრამ კონტრაქტში, რომ არ ჩაიდო მუხლი, ერთი წლის შემდეგ მიღწეულის მიხედვით ანაზღაურება გადაიხედოს, ეს იმხელა შეცდომაა, შენს პროფესიონალზმს მთლიანად გადაუსვა ხაზი. ახლა ხვიჩა დამოკიდებულია ლავრენტის განწყობაზე, მას შეუძლია ხვიჩა ხუთი წელი ამ მათხოვრულ ხელფასზე დასვას. ფეხბურთელის კარიერა კი რამსიგრძეა? ამ შეცდომაზე შენ რა თქმა უნდა ისწავლი, მაგრამ ეს სხვებისთვისაც გაკვეთილი უნდა იყოს.
ჟორა გაბრიჭიძე
19 ნოემბერი 2023 17:31
1
ხვიჩა ბათუმიდანაც საკმაოდ ბუნდოვანი ტრანსფერით გადავიდა,ნაპოლიში და ახლაც, საკმაოდ ბუნდოვან ურთიერთობებზე ლაპარაკობს,ჯუღელი. მეშინია,ხვიჩა და მისი ოჯახი,უსიამოვნებაში არ ჩავარდნენ.რა ვქნა,არც ჯუღელი და არც ლავრენტისი,ჩემ ნდობას არ იწვევენ და თუნდაც მომკალით!იმედია ვცდები.
სოსო
19 ნოემბერი 2023 13:47
4
საქართველო დროთა განმავლობაში დაიმკვიდრებს მის კუთვნილ ადგილს ევროპაში, ყველა სფეროში! და ამის სულის ჩადგმულია ხვიჩა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
19 ნოემბერი 2023 15:00
3
ხვიჩას ვენაცვალე,კაცი გამაახალგაზრდავა (თმები მიშავდება); რაც შეეხება მის ანაზღაურებას, იმდენი საწინააღმდეგო და არ განხორციელებული აზრი წავიკითხე, რომ აი რა ვთქვა, უხერხულია, პატივი ვცეთ ერთმანეთს და საკუთარ თავს, ამდენი ტყუილი... (სულ ბოლოს ლაურენტისი მოთამაშეებს ხელფასის შემცირებაზე თანხმობას თხოვდა). ისევ და ისევ__ ხვიჩას ვენაცვალე!
ჯონდო
19 ნოემბერი 2023 14:23
2
ხვიჩამ თუ დამიჯერებს აგენტი უნდა შეცვალოს!!!!
NAPOLI!
19 ნოემბერი 2023 14:06
3
ამდენს ეს ვერ ილაპარაკებდა გადათარგმნეს უეჩველი ..დელეცია რა ..
Გი
19 ნოემბერი 2023 18:01
7
რაგაც ეს ორი სურათი ვერ ჯდება ერთად. რომ არ იცოდე საერთოდ ვერ მიხვდები ამ კაცს რა კავშირი უნდა ჰქონდეს ხვიჩასთან
Gio
19 ნოემბერი 2023 14:21
2
ხვიჩასთვის ხელფასი მნიშვნელოვანი არაა.ეგ ფინანსური მხარეები მას არ ეხება და სრულიად გულწრფელი იყო როცა თქვა, ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ და არ მადარდებს ფინანსური საკითხიო.
მაშინ ჯერ კიდე რუბინშ იყო. ახლა მითუმეტეს არ ადარდებს.
Spain
19 ნოემბერი 2023 14:40
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული