ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
სიმართლე მწარეა მაგრამ ვერ გავექცევით. მოლდოვამ, ყაზახეთმა, ლუქსემბურგმა დააგროვა ჩვენზე ორჯერ მეტი ქულა ჯგუფში. გვყავს ერთი ვარსკვლავი 2-3 საშუალო ევროპულთან ახლოს მყოფი ფეხბურთელი ისენიც შემტევები დანარჩენები ბალასტთა ჯოგი. რანაირი საფეხბურთო ქვეყანა ხარ თუ არ იბრალებ და თავს არ იტყუებ ერთ დიდ ფორუმზე არ ხარ გასული. შენი საკლუბო ფეხბურთი სულს ღაფავს და 54 ევროპულ ქვეყანაში საპატიო 48 ადგილს იკავებს რეიტინგში. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც ყველა მეორე ეშელონის ქვეყნებმა "გამოიხედეს თვალში" და დააჭაშნიკეს ევროტურნირები მათმა კლუბებმა რომ არაფერი ვთქვათ უკრაინა რუსეთზე ამათ კლუბებს საერთოდ მოგებული აქვთ უეფას თასი აგერ ახლო წარსულში. მათ ეროვნულ ნაკრებებს 15/15 ჯერ მაინც არიან ნამყოფი დიდ ფორუმებზე. სანამ ეროვნული ლიგა არ ამოიწევს და არ მოიზიდავენ ინვესტორებს თავს მოვიტყუებთ რაიმე ფუნდამენტალურ გარღვევაზე. აბა აგერ მოგვიგდო ჩვენნაირ წყალწაღებულ ქვექნებს უეფამ იოლი კალათები და აქედან მაინც გადით ევროპაზეო მაგრამ იქ შეიძლება კი გამოაგდო შენნაირ დღეში მყოფი საცოდაობა და გახვიდე იმ სანატრელ ევოპის ჩემპიონატზე. მაგრამ ეს ხომ საერთო სურათს ვერაფრით ვერ შეცვლის შენი საფეხბურთო მეურნეობა ისევ იმ წუმპეში იქნება ნაკრები წელიწადში თამაშობს 8 თამაშს აქედან მაქსიმუმ 3-4 სახლში. კლუბები კი მთელი სეზონი სისტემატიურად თამაშობენ რაც ზეიმის საშუალებას უნდა აძლევდეს თითოეულ რეგიონს ქალაქს დედაქალაქს რომ ხალხმა ევროტურნირები საკუთარ ქვეყანაში იხილონ ევროპული საკლუბო ფეხბურთი. და იმით არ იოხებდენ გულს ვის უფრო მეტი ქომუნითი ყავს ქართულ ფეისბუკ ფან ფეიჯებზე მილანს რეალს თუ ბარსელონას და ფეხებზე ეკიდოთ საკუთარი ჩემპიონატი. აგერ კვიპროსის ან იგივე ბულგარეთის რუმინეთის ბოსნიის ალბანეთის თუ ამ კალიბრის ნაკრებებს კი შეიძლება ბევრი ხალხი არ ესწრება მაგრამ მათ საკლუბო ჩემპიონატებში გადაჭედილია სტადიონები და ფან ფაქტიურად დაჯგუფებები ომებს მართავენ მან ლიგებში რაც აცოცხლებს და ერთი ორად ზრდის მათი საკლუბო ლიგების დონეს აქ კი მილიონიან ქალაქში დინამოს 200 კაციც კი არ ესწრება ლამის და. 3 თვე უცდიან ზიგჯერ 5 ერთი კინკილა თამაშზე 50 000 სემიჩკის მჭამელი მივიდეს ეროვნული ნაკრების თამაშზე მხოლოდ და შიდა ჩემპიონატი ეკიდოთ აი ეს არის სწორედ არასაფეხბურთო ქვეყანა. თორე მარტო ხვიჩა ფარერებზეც რო დაბადებულიყო იქედანაც გადავიდოდა რუბინის მსგავს გუნდში პლაცდარმად და საბოლოოდ მაინც სტარად იქცეოდა. ვაი რომ ერთ მერცხალს გაზაფხული ვერ მოყავს. გუნდურად საშუალოზე საშუალო შოტლანდია/ნორვეგიის კალიბრის ნაკრებებიც რო გვანგრევენ საფუძვლიანად იმიტო რო მათ იმ ერთი ვარსკვლავის გვერდით ყავთ 10 საშუალო დონის სხვა ფეხბურთელები ხოლო ჩვენ მაქსიმუმ სამი. დანარჩენი 7 რო მოყვარულია ეს უდრის ყველა თამაშზე მინიმუმ ერთი კაცით ნაკლებით გადიოდე მოედანზე.
Alegro
03:52 20-11-2023
5
და რატო დაყენე მერე კვეკვესკირი და არა ალთუნაშვილი რომელსაც ავსტრიაში მუდმივი პორაქტიკა აქვს შე მამაცხონებულო.
ქომაგი
03:04 20-11-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული