ვილი სანიოლი: იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, გაუჭირდათ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებთან წაგებული მატჩის (1:3) შემდეგ, პრესკონფერენციაზე, საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, თავს კარგად ვიცავდით. მეორე ტაიმში იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც კლუბებში სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ, ასეთი ინტენსიური ტემპის გაძლება გაუჭირდათ. მთლიანობაში, თამაშით კმაყოფილი ვარ. როგორც დე ლა ფუენტეს ვუთხარი, დღეს საფრანგეთთან ერთად ევროპაში საუკეთესო გუნდი ჰყავს და წარმატება ვუსურვე.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ნაყოფიერად ვიმუშავეთ და საერთო დონე გაიზარდა. შოტლანდიასთან კარგად ვითამაშეთ და დღეს პირველ ტაიმში, რაც თავდაჯერებისთვის კარგია.
თუმცა საქართველო ვართ და კიდევ უფრო მეტი გვინდა და გვჭირდება. მეტი უნდა ვიმუშაოთ, რათა რაც ხალხს უნდა, ის შედეგი გვქონდეს და ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.

რთული ჯგუფი იყო. როცა კვიპროსს ვუგებთ, ეს ნორმალურად ითვლება, მაგრამ როცა ესპანეთთან ვაგებთ, მიზეზის ახსნას გვთხოვენ. ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ამ საკვალიფიკაციო ეტაპზე და მომავლისთვის ეს დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო ძლიერი გუნდი გავხდეთ".

რატი შელეგია - ვალიადოლიდიდან

მკითხველის კომენტარები / 58 /
ვოლკოვი ექსკურსიაზე გყავდა სანიოლ ესპანეთში წაყვანილი! მიქაუტაძე შეცვალე და ვინ გამოიყვანე მის ნაცვლად!? ბურთები კვარაცხელიას ისედაც გააქვს და ალბათ იფიქრე დამხმარე რაში სჭირდებაო!
მწვრთნელი
20 ნოემბერი 2023 20:04
1
ყველამ იბუზღუნა კვარას ცენტრფორვარდად რა უნდაო, მაგრამ აჰა, სწორედ რომ სანიოლმა მოუძებნა ყველაზე სასარგებლო პოზიცია. ყველა თამაშზე გოლი გააქვს.
მეც არ გვიგჟდები სანიოლზე, მაგრამ ბევრზე მეტად რომ ესმის ფეხბურთი და ბევრზე უკეთეს ანალიზს რომ აკეთებს ფაქტია.
ვაჟა
20 ნოემბერი 2023 16:18
2
ზოგადად ტეხავს, ტიგანას და ჰიცფელდის საუკეთესო გუნდებში რომ წლები ითამაშე კაცმა და ყველა სამწვრთნელო ეტაპი გაიარე, და ეხლა სოცქსელებში გიგლა და ოთიკო რომ გასწავლიან ფეხბურთს. მაგრამ რა გინდა, იგივე სასტავი უხსნიდა იმ კაცს, სლოვაკური უბნის გუნდი ლიგაზე რომ გაიყვანა და ნაკრები მუნდიალის მერვედფინალში, შეცვლები რომელ წუთზე უნდა გაეკეთებინა, ხოდა მაგ ფონზე სანიოლი კიდევ კარგ დღეშია.
ჯეკო
20 ნოემბერი 2023 17:08
2
როცა (მართალია, ეპიზოდურად) შეუტიეს, ძალიანაც კარგათ დაიხიეს ესპანელებმა და თამაშმა ცენტრში გადაინაცვლა; მაშინ რატომ ეშინიათ ასე თავის საჯარიმოში: უმისამართოდ,პანიკურდ ბურთის მოგერიება, რომელიც მოწინააღმდეგის ნადავლი ხდება? ალბათ,ეს ფსიქოლოგის საქმეა. კიდევ ერთი: მეკარე რატომ ისვრის ბურთს შორს, ის ხომ ძირითადად მოწინააღმდეგის ლუკმაა. გადაუგდოს დაცვას და ა.შ. მისი შენარჩუნების შანსი ხომ მეტია? 20-25 წლის წინ ასე კეთდებოდა.
ჯონდო
20 ნოემბერი 2023 16:00
1
ნორმალური მწვრთნელია და შეეშვით რა.შეცვლებსაც დროულად აკეთებს და იძახებს იმ ფეხბურთელებს ვინც იმსახურებს წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით!ნუ ვლადიმერ ვაისს თუ არ ჩავთვლით მაგრამ მაგან შეცვლები არ იცოდა დროული.ვილი ამით ჯობნის მას!მოგიხუმრებიათ თქვენ ასეთ შოტლანდიასთან 2-2 და ესპანეთთან პირველი ტაიმი 1-1.რაც ვართ ეგ ვართ და შეეშვით ილუზიებს.უნდა გავიდეთ ევროპაზე შედარებით სუსტი გუნდების დამარცხებით.ეგერ ალბანეთი მეორეჯერ გადის უკვე.
შახრუდინი
20 ნოემბერი 2023 15:45
8
დავიწვი ჩვენი მცველების საცოდაობით ბურთის ცენტრამდე ამოტანაზე... მოედანზე რომ ვყოფილიყავი, ვთხოვდი ესპანელებს, კაცურად ცოტა გაგვაგორებინეთ ბურთი თქო. რას გვერჩოდნენ, ესაა მასპინძლობა ადამიანების ასეთი წნეხის ქვეშ მოქცევა??? გაჭაღარავებული გამოვიდა მთელი ჩვენი დაცვა თამაშის შემდეგ მოედნიდან.

დისბალანსი ძალიან დიდია ჩვენი დაბალი დონის დამცველებსა და შედარებით მაღალი დონის თავდამსხმელებს შორის. ჩაკვეტაძეს კიდე მთელი ცენტრის ფუნქციებს ითავსებს, დიდებული თამაში ქონდა გუშინ და მაგიტომაც ესპანელმა კომენტატორებმაც არ დაიშურეს საქებარი სიტყვები როცა შეცვალეს: ჩვენი ყველაზე დიდი თავის ტკივილი გაყავთო.

ნუ, ხვიჩა თავისთავად...
ეჰჰ..
20 ნოემბერი 2023 15:43
1
ყველაზე მეტად სანიოლსა და ხიზანიშვილს უჭირთ, რადგან არანაირი სამწვრთნელო პრაქტიკა არ აქვთ.
გიორგი
20 ნოემბერი 2023 13:46
1
ვილი!!რომ არა ჩაკვეტაძე კვარაცხელია შენ სად იქნებოდი მაგასაც ვნახავდით!!!
!!
20 ნოემბერი 2023 13:40
3
ცალკარა იყო თუ ფეხბურთი?
სიმართლე
20 ნოემბერი 2023 13:31
2
სუსტია სანიოლი რაც ვნახე არანაირი ლოგიკაა არააქ გუნდს კომბინაცია არაა ვზივართ დაცვაში ინდ კვარაზე ვართ ასე არ გამოვა
giorgi
20 ნოემბერი 2023 12:48
3
თავს ზემოთ ძალა არაა :)) ნუ იქმნით ილუზიას ჯერ უნგრეთის პოლონეთის დონემდე მივიდეთ. გუშინ აშკარა იყო ტოპ დონის ფეხბურთელების არყოლა
beqa
20 ნოემბერი 2023 12:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული