"თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ალბათ, ნაკრებიდან წავალ... საქართველოში ჩემი წარმატება ისაა, რომ..." - ინტერვიუ ვილი სანიოლთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Footmercato-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ, ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, სადაც ფრანგი დამრიგებელი ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკობს.

-დაახლოებით, 5 წლის წინ წარმოუდგენლად მოჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეეძლებოდა, ახლა კი პლეი-ოფის ნახევარფინალს ითამაშებთ.

იქნება ახლა წარუმატებლობა ფინალურ ეტაპზე ვერგასვლა თუ ერთგვარი ბონუსია, რომ 3 მილიონის მაცხოვრებელ ქვეყანას ამის ოცნების საშუალება მიეცით?


- ვიტყოდი, რომ ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნება და ამავდროულად, გასვლაც არ უნდა მივიჩნიოთ წარმატებად, იმ მატჩში შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.

ჩემი მუშაობის
წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ნაკრებს მივეცი საშუალება, ევროპის ჩეპიონატის პლეი-ოფში ეთამაშა. ცხადია, როდესაც ამ ეტაპამდე მიდიხარ, უკვე კვალიფიკაციაც გსურს, რადგან ამ მიზნისკენ 3 წელია მიიწევ.

ჩვენი ისტორია გალამაზდება, თუ ევრო 2024-ზე გავალთ. ვფიქრობ, თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ეს ჩემი საქართველოს ნაკრებში მუშაობის დასასრული იქნება.

შემოთავაზებები საკმაოდ მაქვს, მათ შორის, საფრანგეთიდან, საიდანაც რეგულარულად მიკავშირდებიან, მაგრამ ეს გუნდი პსჟ არ არის. ამ ეტაპზე არანაირ შემოთავაზებას არ განვიხილავ, რადგან სხვა რამეზე ფიქრი არ მსურს და მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცეტრირებული.

ვისურვებდი, ამის შემდეგი სამუშაოც მსგავსი მქონდეს და პერსპექტიული გუნდის მშენებლობა მომიწიოს, რადგან არ მაქვს აკვიატება, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვიმუშაო. მე სანიოლი ვარ და არა გვარდიოლა. შესაბამისად, პეპისგან განსხვავებით, ჩემს თავთან ნაკლები მოთხოვნა და პრეტენზიები გამაჩნია. 

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ კარგი შედეგები მქონდა, მაგრამ მე "ოქროს თაობას" ვწვრთნიდი. ვთხოვე, რომ ნაკრების 5 ფეხბურთელი ჩამოეთვალა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს და ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. მისი გაბრწყინება არ გამკვირვებია, რადგან ჩამოსვლის დღიდან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

გვყავს "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის მე-2 ლიგაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, წელს კი "აიაქსში" თამაში პრაქტიკულად არ უწევს, რაც სიტუაციას ართულებს. ჩემი დანარჩენი ფეხბურთელები სხვადასხვა დონეზე თამაშობენ. 

საქართველოს ჩემპიონატის დონე? - ძალიან მგრძნობიარე საკითხს შეეხეთ. არ დავმალავ, რომ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს დონის მიხედვით, ეს კი ნაკრების წინსვლის ერთ-ერთი დაბრკოლებაა.  საფრანგეთის ჩემპიონატთან შედარება? ვფიქრობ, ორი საუკეთესო გუნდი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" ლიგა 2-ის ბოლო საფეხურებისკენ იქნებოდნენ. 
მკითხველის კომენტარები / 68 /
ეხლავე წადი შე ძალად მწვრთნელო
Kvekeskiri
22 ნოემბერი 2023 08:36
1
საქმეც მაგაშია, რომ სანიოლმა ქართული მენტალიტეტი ვერ გაიცნო მაინც. არა ბატონო, დინამოები რომ საფრანგეთში თამაშობდნენ, შესაბამისად მეპატრონეებიც სხვა ეყოლებოდათ და მაშინ პირველი 10 ეულისთვის იბრძოლებდნენ, მინიმუმ! იქ ტოტალიზატორზე თამაში და ათასი მაიმუნობა , ნაცნობობა გამოირიცხებოდა და მარტო ფულის კეთება და გუნდი გუნდს დაემსგავსებოდა. იგივე ბიჭები, სულ ერთი კაციც კი რომ არ დაამატო, ნორმალურ დონეზე ითამაშებენ ნებისმიერ 1 თამაშს დღესაც, თუ სწორი მოტივაცია და ტაქტიკა მოუნახე, ხოლო თუ რეგულარულად სწორად დამოძღვრავ და ყველას საკუთარ სწორ ადგილს მიუჩენ, სულაც 3 ეულში იბრძოლებდა დინამო თბილისი (ამ ქართველი მმართველობის ხელში არა რათქმაუნდა). უკვე ისე დგას საქმე, რომ ჩვენ მთავარია ხელი არ შევუშალოთ ერთმანეთს, რაც სულ ხდება ! თორე დახმარების გარეშეც რაღაცას მივაღწევდით. სულ ხელის შეშლაა ყველაფერში. მწვრთნელი, რომ შემადგენლობაში უდიდეს შეცდომებს უშვებს, ეს უკვე ხელის შეშლაა. აბა გასაყიდად რომ გამოგყავს ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებში სისტემატურად, იმ ნაკრებმა რა ამოცანები უნდა გადაჭრას, ერთი კაცი თავს იკლავს და მეორე უბრალოდ იყიდება. ხვიჩამ რომ არ იცის, რომ შეიძლება მთავარი მატჩი გამოტოვოს, ეს ხელის შეშლა არაა? ფიფია, რომ დინამოს ატივტივებს არც ძირავს და არც რამის მოგების საშუალებას აძლევს, სადმე გასვლის, ეს ხელის შეშლა არაა? ერს რომ წაგებული მენტალიტეტს ახვევ წლებია თავზე , თან ამდენი ხალხი ერთად - ეს ხელის შეშლა არაა? ეს ადამიანი, რომ არ გადადგა იმ 7:1 ის მერე, მანდ დასრულდა მაგის მწვრთნელობა ჩემთვის, ადრე მომწონდა. როგორც ადამიანი ეხლაც მომწონს, მარა შეცდომების მერე, როცა ამდენი ხალხი ითხოვს, უნდა ადგე და წახვიდე. უბრალოდ პატივისცემის ამბავია. კი ერთი დეტალია, მარა სწორედ რომ ფრანგული გამოთქმაა - დეტალებშია სილამაზე
საქმეც მაგაშია
22 ნოემბერი 2023 02:34
1
კაცი ორმოში ჩავარდება და ბევრს ცდილობს ვერ ამოდის და ერთხელაც ვცდი და სახლში წავალო
Martali
22 ნოემბერი 2023 02:02
1
რააა გინდათ გრუზინებო ამ სანიოლთან ქართველი ფეხბურთელი არ დაადანაშაულოთ რაააა ფეხბურთელი გადის მოედანზე მწვრთნელი კი არააა
დავითი
21 ნოემბერი 2023 22:49
15
ᲨოტლანდიასᲗან მწვრᲗნელმა არ გამაზა მოგებააა ფეხბურᲗელი რომელიც ᲗამაᲨობს და იბრᲫვის ორი გოლის ასისტია და იმას Შეცვლი ტრეინერის ბრალი არააა Ჩაკვე გაიყვანა და მოკვდა ᲗამაᲨიც
გიგა
22 ნოემბერი 2023 10:55
0
აუ, საფრანგეთში მეპატიჟებიანო :)))) ალბათ, საბავშვო ლიგაში.
გიორგი
21 ნოემბერი 2023 22:38
7
ანუ, თუ ვერ გავედით არ წავალო :) ტიპი ტკიპასავითაა, ვერ მოვიშორებთ.
გიორგი
21 ნოემბერი 2023 22:34
4
ახლავე წადით მთელი ფეხბურთის ფედერაცია მისი სამწვრთნელო შტაბით რო გავიდეთ ევროპაზე თქვენ ყველამ დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული ბოლო მწვრთნელამდე იმდენი ისეთი უპატიბელი შეცდომები დაუშვით სინდისი რო გქონდეთ დღესვე უნდა დატოვოთ ყველამ სკამები მარა სად გაქვთ სინდისი მერე კუჭებს როგორ ამოყორავთ თქვე არასწორებო მართლა ამდენმა პრო...მა სა მეიყარეთ ერთად თავი ფუი თქვენი კუჭზე გაყიდული დედა ვატირე!!!!
ბუხუტი
21 ნოემბერი 2023 22:26
2
ეროვნული ნაკრების მწვრთნელი რომ ესე ისაუბრებს...ტიპს თვითონ არ ჯერა წარმატების და ამან ვინ უნდა დაარიგოს?
Talo
21 ნოემბერი 2023 21:48
0
შენ ევროპაზე გაგვიყვანე და ვინც მის დასრულებამდე გაგიშვას იმის დედა ვატირე !!!
QT
21 ნოემბერი 2023 21:28
6
რამხელა წარმოდგენა ჰქონია საკუთარ თავზე, ალბათ ფიქრობს რომ სანამ ეგ გახდებოდა მწვრთვნელი, ველურები ვიყავით.
რომ არა კვარა, ჩანკვეტაძე და კიდევ ერთი-ორი ფეხბურთელი, და რაც მთავარია ქართველი გულშემატკივარი და გადავსებული სტადიონი, კვიპროსიც გადაგვივლიდა. ასე რომ საქართველოს ნაკრების წარმატებაზე როცა საუბრობს ვინმე და ამ წარმატებას თუ რომელიმე მწვრთვნელს უკავშირებს, პირველ რიგში ეგ მწვრთვნელები არიან ქეცბაია და ვაისი.
იკა
21 ნოემბერი 2023 21:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული