"თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ალბათ, ნაკრებიდან წავალ... საქართველოში ჩემი წარმატება ისაა, რომ..." - ინტერვიუ ვილი სანიოლთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Footmercato-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ, ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, სადაც ფრანგი დამრიგებელი ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკობს.

-დაახლოებით, 5 წლის წინ წარმოუდგენლად მოჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეეძლებოდა, ახლა კი პლეი-ოფის ნახევარფინალს ითამაშებთ.

იქნება ახლა წარუმატებლობა ფინალურ ეტაპზე ვერგასვლა თუ ერთგვარი ბონუსია, რომ 3 მილიონის მაცხოვრებელ ქვეყანას ამის ოცნების საშუალება მიეცით?


- ვიტყოდი, რომ ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნება და ამავდროულად, გასვლაც არ უნდა მივიჩნიოთ წარმატებად, იმ მატჩში შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.

ჩემი მუშაობის
წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ნაკრებს მივეცი საშუალება, ევროპის ჩეპიონატის პლეი-ოფში ეთამაშა. ცხადია, როდესაც ამ ეტაპამდე მიდიხარ, უკვე კვალიფიკაციაც გსურს, რადგან ამ მიზნისკენ 3 წელია მიიწევ.

ჩვენი ისტორია გალამაზდება, თუ ევრო 2024-ზე გავალთ. ვფიქრობ, თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ეს ჩემი საქართველოს ნაკრებში მუშაობის დასასრული იქნება.

შემოთავაზებები საკმაოდ მაქვს, მათ შორის, საფრანგეთიდან, საიდანაც რეგულარულად მიკავშირდებიან, მაგრამ ეს გუნდი პსჟ არ არის. ამ ეტაპზე არანაირ შემოთავაზებას არ განვიხილავ, რადგან სხვა რამეზე ფიქრი არ მსურს და მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცეტრირებული.

ვისურვებდი, ამის შემდეგი სამუშაოც მსგავსი მქონდეს და პერსპექტიული გუნდის მშენებლობა მომიწიოს, რადგან არ მაქვს აკვიატება, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვიმუშაო. მე სანიოლი ვარ და არა გვარდიოლა. შესაბამისად, პეპისგან განსხვავებით, ჩემს თავთან ნაკლები მოთხოვნა და პრეტენზიები გამაჩნია. 

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ კარგი შედეგები მქონდა, მაგრამ მე "ოქროს თაობას" ვწვრთნიდი. ვთხოვე, რომ ნაკრების 5 ფეხბურთელი ჩამოეთვალა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს და ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. მისი გაბრწყინება არ გამკვირვებია, რადგან ჩამოსვლის დღიდან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

გვყავს "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის მე-2 ლიგაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, წელს კი "აიაქსში" თამაში პრაქტიკულად არ უწევს, რაც სიტუაციას ართულებს. ჩემი დანარჩენი ფეხბურთელები სხვადასხვა დონეზე თამაშობენ. 

საქართველოს ჩემპიონატის დონე? - ძალიან მგრძნობიარე საკითხს შეეხეთ. არ დავმალავ, რომ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს დონის მიხედვით, ეს კი ნაკრების წინსვლის ერთ-ერთი დაბრკოლებაა.  საფრანგეთის ჩემპიონატთან შედარება? ვფიქრობ, ორი საუკეთესო გუნდი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" ლიგა 2-ის ბოლო საფეხურებისკენ იქნებოდნენ. 
მკითხველის კომენტარები / 68 /
აუხსენით ამ პრაქტიკანტს, რომ პლეიოფ-ში ნათამაშები გვაქვს უკვე ვაისის დროს! დღევანდელზე სუსტი შემადგენლობითაც! თუმცა ამას რა უნდა ელაპარაკო, ჩამოიყვანეს, ჩვენს გუნდზე ავარჟიშეს, აი ე.წ. მსხალი რომ არის "გრუშა", მოკრივეები რომ ვარჯიშობენ და უბახუნებენ, აი იმ გრუშის როლში გამოაყენებინეს საქართველოს ნაკრები ამ ტიპს ფედერაციის ვირთხებმა. რაღაც ალბათ იხეირეს კიდეც აბა ეს ტიპი საერთოდ სად იპოვეს? გამოცდილი მწვრთნელი დაილია ამ ქვეყანაზე? ახლა წავა სადღაც საფრანგეთის რომელიმე ჭ კლუბში, და ერთ-ორ წელიწადში შეიძლება რაღაც ისწავლოს კიდეც! ტფუ!
არტ
21 ნოემბერი 2023 15:03
6
ფლეიოფში უფრო სუსტი შემადგენლობით D ჯგუფიდან გავედით, ამან С_დან გაგვიყვანა (უბრალოდ ფაქტს აღვნიშნავ, მისი მწვრთნელობის დონეზე არ ვკამათობ). მე მგონი საკმაო სხვაობაა.
mmm
21 ნოემბერი 2023 16:41
8
სანიოლ!!!შენ და ფედერაცია კვარაცხელიას გარეშე ხართ ნულებიი 0,ახლა კი ილოცეთ რომ მარტში მოვუგოთ ლუქსემბურგს, თორემ მე პირადად გპირდებით რომ არ გავჩერდები!!!!!
სოსო
21 ნოემბერი 2023 14:03
8
სანიოლი "ვფიქრობ, ორი საუკეთესო გუნდი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" ლიგა 2-ის ბოლო საფეხურებისკენ იქნებოდნენ".
თავმოყვარე ფედერაცია ამ განცხადების გამო მწვრთნელს აუცილებლად გააპანღურებდა (მწარე სიმართლე კი თქვა)
სანიოლი "- ვიტყოდი, რომ ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნება"
ჩვენო უთავმოყვრეო ფედერაციავ ამ ვითომ მწვრთნელს (უცოდინარ უსაქმურს) ყელში რატომ გვადენ?! გაა ჯმე ინეთ
ავლიპ ზურაბიშვილი
21 ნოემბერი 2023 17:39
6
მე ესე გავიგე, გინდ გავიდე და გინდ არა პასუხს არავინ მთხოვსო, ესეთი შეთანხმება მაქვს გლდანის მაჟორიტარ დეპუტატთან და მის ბანდასთანო. ნუ ავანტიურისტებიც ამბობენ ერთ სიმართლეს ან წამოსცდებათ ხოლმე, მართალი თქვა ამ კცმა სამწუხაროდ დინამოებზე
llcl
21 ნოემბერი 2023 14:19
2
ხუთი წლის წინ ვითამაშეთ პლეი-ოფის ფინალში ვაისის მწვრთნელობისას.ეს რა წარმატებაზე და გუნდის შენებაზე ლაპარაკობს?ადექვატური არ ყოფილა,აშკარაა ეს უკვე საბოლოოდ...
მაცი
21 ნოემბერი 2023 14:53
3
შეიძლება სანიოლის ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდეთ მაგრამ, ჩვენი გუნდების კლასიფიკაციაში ასპროცენტიანია.
მალხაზ ჯობავა
21 ნოემბერი 2023 13:58
1
ეს კაცი საერთოდ ნორმალყრია? მიზანი ამას არა აქვს, საკუთარ თავს არაფერს სთოვს, დასაქმდა უსაქმური და ბაირამობს. დაასაელოს ვინ იწვევს მვრთნელად, ალბათ საფრანგეთის ჭ ლიგიდან აქვს შეთავაზებები. აბა ნორმალური კლუბი ამას არ მიიწვევს. რა წარმატებაზე ლაპარაკობს, რას მიაღწია საქართველოს ნაკრებმა?
ფსიქიატრი
21 ნოემბერი 2023 13:56
5
იმედია არაბიძეს ახლა მაინც გამოიძახებს
...
21 ნოემბერი 2023 14:24
6
არ ხარ შენ მაღალი დონის მწვრთნელი ვილი, წადი დაგვანებე თავი რა.
გურინიო
21 ნოემბერი 2023 13:55
4
სათაურიდან გამომდინარე ერთი რიტორიკული კითხვა მაქვს - რომ ვერ გავიდეთ დარჩება "ალბათ"?

როდემდე უნდა გაგრძელდეს ფეხბურთის ფედერაციის არაპროფესიონალიზმი? 30 წელზემეტია უკვე დილეტანტების ზეიმია ქართულ ფეხბურთში და კიდევ რამდენი წელი უნდა იყოს?

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისი ისტორიაც არ დაგვეზარა ყველასი დავწერეთ - ფარერებდან და მალტიდან დაწყებული ყაზახეთით დამთავრებული, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე!

ეხლა ლუქსემბურგის ჯერია?

ეხლა ვიღაცეები გამოვლენ და მეტყვიან რომ ნუ პესიმისტობო. სადაც კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია ძალით გაიჩალიჩეს, არ გამიკვირდება ჩაკვეტაძის ან მიქაუტაძის(ან ორივესი ერთან) ბილეთების დაჯავშნა რომ დაავიწყდეთ ამ ბედოვლათებს ნაკრების თამაშის წინ, არ რამე კიდე ისეთი გააკეთონ არავის ფანტაზიაში რომ არ ჯდება...

იმედია, როდესმე გვეღირსება ნამდვილი პროფესიონალებით დაკომპლექტებული ფედერაცია. მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდებიან პროფესიონალები ქართულ კლუბებშიც, აკადემიებშიც და ზოგადად აიწევს ქართული ფეხბურთის დონეც - საკლუბოც და სანაკრებოც!

მანამდე კი ვიცხოვრებთ ილუზიებში და საოცნებოდ გვექნება უეფას საკლუბო ტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე გასვლა და ნაკრების მოხვედრა ევროპა/მსოფლიო ჩემპიონატებზე.

P.S. დისლაიქებს ვინც დაწერთ, ერთი თხოვნა მექნება, თქვენივე დისლაიქებიანად "დასქრინეთ" ეს პოსტი და საკლუბო ან სანაკრებო დონეზე რომ გავალთ ჯგუფურ ეტაპზე, ეს იმისთვის, რომ მითხრათ ტყუილად პესიმისტობდიო! ვნახოთ რამდენი წელი გავა, არ გაინტერესებთ?
უნივერსალი
21 ნოემბერი 2023 18:14
5
ნაკრებში, რომ 1-2 კაცი გეყოლება, რომელიც თავის გუნდში 90 წუთს უწევს თამაში, ნაკრების რა წარმატებაზე შეიძლება ფიქრი? მათი ვარჯიში კი არც სანიოლს შეუძლია და არც ფედერაციას, თვითონ უნდა იშრომონ ისე, როგორც პროფესიონალ ფეხბურთელს მოეთხოვება. ეს კი არ ხდება, და იმიტომ, რომ სხვა მენტალიტეტის ხალხი ვართ ქართველები. სანამდე ნიჭს მოაქვს წარმატება მაგრები ვართ, როცა დაუღალავი შრომა ებმება საქმეში, აი მაშინ კი გვერხევა. ეს მარტო ფეხბურთელებზე არ ითქმის, ისინი უბრალოდ სხვაზე მეტად ჩანან.
ჟორა გაბრიჭიძე
21 ნოემბერი 2023 18:55
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული