სანიოლი: პლეი-ოფში გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს

AutoSharing Option
ნიონში ჩატარებულ კენჭისყრაზე ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი გაირკვა - თუ საქართველომ ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს სძლია, გადამწყვეტ შეხვედრასაც სახლში გამართავს. წილისყრას "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ, რომლებმაც კომენტარი nakrebi.ge-სთან გააკეთეს.

ვილი სანიოლი: "ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ ლუქსემბურგი, საფეხბურთო თვალსაზრისით,
დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა, ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს".

ალექსანდრე იაშვილი: "საკუთარ მოედანზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებული, რათა მოგვეგო მაქსიმალურად ყველა თამაში და ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა ნახევარფინალში.

ლუქსემბურგი ძლიერი გუნდია, კარგად ითამაშა შესარჩევი ციკლი. მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრის ენერგია და მჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ფინალში თამაშის უფლება, რომელიც ასევე საქართველოში გაიმართება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივართან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია".

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგით რა? მტირალა ქალებივით, რო მოთქვამთ და წინასწარ პანაშვიდისთვის ემზადებით, აღარ დაიღალეთ? ჯერ ესეთი საშინელეება თქვენი კომენტარების წაკითხვა, რადგანაც დამუხტულია უარყოფითი ენერგიით. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ "ვაის და ვუის" ნამდვილად არაფერი გეშველებათ. ეხლა მინდა მივმართო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს: ბიჭებო! ნორმალური ფსიქიკის ქომაგები მოგმართავთ, გვჯერა თქვენი და ნამდვილად დარწმუნებულიც ვართ, რო მაქსიმუმს დადებთ მინდორზე და გაგვახარებთ! პესიმისტებს კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, დაე მაგეებმა იტირონ რამდენი უნდათ1
პესიმისტებს, ჩემი სალამი!
21:52 23-11-2023
14
მწვრთნელი რომელიც ასე შორსაა ქომაგებისგან და არცერთ გადაცემაში არ ყოფილა არ გამოადგება ნაკრებს კომენტარებში მაგარია იცის კრიტიკულს არაფერს კითხავენ თემურისთან არიან მაგრები სპორტის ჟურნილისტები
ნოდო
19:50 23-11-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული