სანიოლი: პლეი-ოფში გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს

AutoSharing Option
ნიონში ჩატარებულ კენჭისყრაზე ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალის მასპინძელი გაირკვა - თუ საქართველომ ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ლუქსემბურგს სძლია, გადამწყვეტ შეხვედრასაც სახლში გამართავს. წილისყრას "ჯვაროსნების" მწვრთნელი ვილი სანიოლი და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი დაესწრნენ, რომლებმაც კომენტარი nakrebi.ge-სთან გააკეთეს.

ვილი სანიოლი: "ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან ჯერ ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება.

10-15 წლის წინ ლუქსემბურგი, საფეხბურთო თვალსაზრისით,
დიდ ქვეყნად არ ითვლებოდა. თუმცა ბოლო პერიოდში დიდი სამუშაო გასწიეს და ბევრი ფეხბურთელი მოიწვიეს სხვადასხვა ქვეყნიდან. ახლა ლუქსემბურგის ნაკრები გერმანიის და იტალიის კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ასე რომ, რთული თამაში გველის, თუმცა, ჩვენი გულშემატკივრის მხარდაჭერით, გამარჯვების გარდა, სხვა სცენარის წარმოდგენა მიჭირს".

ალექსანდრე იაშვილი: "საკუთარ მოედანზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებული, რათა მოგვეგო მაქსიმალურად ყველა თამაში და ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა ნახევარფინალში.

ლუქსემბურგი ძლიერი გუნდია, კარგად ითამაშა შესარჩევი ციკლი. მნიშვნელოვანია ჩვენი გულშემატკივრის ენერგია და მჯერა ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ფინალში თამაშის უფლება, რომელიც ასევე საქართველოში გაიმართება, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივართან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია".

მკითხველის კომენტარები / 20 /
კარგით რა? მტირალა ქალებივით, რო მოთქვამთ და წინასწარ პანაშვიდისთვის ემზადებით, აღარ დაიღალეთ? ჯერ ესეთი საშინელეება თქვენი კომენტარების წაკითხვა, რადგანაც დამუხტულია უარყოფითი ენერგიით. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ "ვაის და ვუის" ნამდვილად არაფერი გეშველებათ. ეხლა მინდა მივმართო ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს: ბიჭებო! ნორმალური ფსიქიკის ქომაგები მოგმართავთ, გვჯერა თქვენი და ნამდვილად დარწმუნებულიც ვართ, რო მაქსიმუმს დადებთ მინდორზე და გაგვახარებთ! პესიმისტებს კი ნუ მიაქცევთ ყურადღებას, დაე მაგეებმა იტირონ რამდენი უნდათ1
პესიმისტებს, ჩემი სალამი!
23 ნოემბერი 2023 21:52
14
მადლობა ძმაო! ძლივს ერთი ნორმალური კომენტარი არ წავიკითხე? მართლა ყელში ამოვიდა ამდენი უარყოფითი რაღაცეების კითხვა, ყველაზე ცუდი ისაა, რო დანარჩენ ბეხბურთელებს შეურაცყოფას აყენებენ, რო ვერ მოიგებენ და დამარცხებისთვის არიან განწირულები, ეს არის ამაზრზენი და დამამცირებელი. დარწმუნებული ვარ ბიჭები მოიგებენ კიდევაც და გავლენ კიდევაც! წარმატება ბიჭებო!
პესიმისტებს ჩემი სალამის-ს
23 ნოემბერი 2023 23:20
2
მწვრთნელი რომელიც ასე შორსაა ქომაგებისგან და არცერთ გადაცემაში არ ყოფილა არ გამოადგება ნაკრებს კომენტარებში მაგარია იცის კრიტიკულს არაფერს კითხავენ თემურისთან არიან მაგრები სპორტის ჟურნილისტები
ნოდო
23 ნოემბერი 2023 19:50
7
და ვაისთან სხვანაირად იყო?! ეგება “უხერხული” კითხვა არ დაესვათ ჟურნალისტებს. მაგალითად გერმანიაში მიწაში ჩააძვრენენ მწვრთნელსაც და ფეხბურთელსაც, თუ დაიმსახურებს, პირდაპირ თამაშის შემდეგ სტუდიაში. საქაეთველოში სტუდიაც არ არსებობს, ალბათ შეგნებულად.
გიორგი
23 ნოემბერი 2023 22:41
3
მაგას რა წარმოდგენა უნდა-ჩვენ ქართველებს პრინციპულ თამაშში გამარჯვების წარმოდგენა უფრო გვიჭირს,მარტო ერთხელ იყო 20წლის წინ და მერე არა.
რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთს დიდი როლი ექნება ჩაკვეს,ზურიკოს,წიტაიშვილის ფორმაში ყოფნას-ჩაკვე უნდა იყოს ლიდერი როგორც ადრე უნდა ათრიოს ლუქსემბურგი,მაგრამ რადგან სავარაუდოდ მძიმე თამაში წავა და ადვილად ვერ მოვიგებთ-გადამწყვეტი იქნება ბუდუს ფორმაში ყოფნა,სწორედ ის თავდამსხმელია ასეთ თამაშებში ტაბლოზე რიცხვებს რო ანთებს.
Levani
23 ნოემბერი 2023 19:27
2
წარმოდგენაც არ მინდა მაგრამ რომ წავაგოთ ნახევარფინალი სანიოლიმ და მთელმა ფედერაციამ პარიკები და ქალის კაბები გაამზადეთ სტადიონიდან და მერე ქვეყნიდან რომ გაასწროთ
Givi
23 ნოემბერი 2023 20:50
5
კი იაშკა გეთანხმები,რაზეც იყავით კონცენტრირებულები კი მიაღწიეთ მაგას.აბა ამდენი ხალხის გაბრაზებას მოფიქრება ხომ უნდოდა?
გოჩა
23 ნოემბერი 2023 19:25
6
კარგით რა ხალხო. . . სუსტი მწვრთნელი გვყავს და რამერუმე. . . 57 შეხება რომ ჭირდება უბრალო გაგორებული პასის გასაჩერებლად ეგაც სანიოლმა ასწავლოს?!კვარას გარდა ნებისმიერი ბურთის მიღებისთანავე უკან საკუთარი კარისკენ რომ ტრიალდება ეგაც სანიოლმა ასწავლოს?!. . . კუთხურს რომ აწვდის საქართველოს ნაკრები და ან პირდაპირ აუტში ისვრის, ან თუ გაათამაშეს სამი პასის მერე ჩვენ მეკარეს აქვს ბურთი. . უბრალოდ რომ დათვალოთ ბურთზე შეხების პროცენტი მე ღრმად ვარ დარწმუნებული პირველი თუარა მეხუთე მაინც იქნება მამარდაშვილი(ოდესღაც უკან მიგორებულ ბურთს აუცილებლად მიუჩენს საკუთარ კარში). . .ხოდა ხვიჩა იქნება არ იქნება. . . თუმცა ხვიჩას მამენტ მარტოს შეეძლო მოგება. . ეხლა ეს ისეთივე ამბავია როგორიც ჩვენი ნატოში მიღება. . . P.S. . . საზონოვს ვერ აგდებენ მაგრამ არ იწვევენ. . . თავიდან კარგი ქნეს მაგრამ ესაო და პრორუსობა არ დაგვწამონო და. . . ეგ ბიჭი დაბლოკილია ფედერაციის მიერ. . მორჩა და გათავდა. . .თავიდან უნდოდათ კარგი ,ქნეს კიდეც მაგრამ ეხლა მენიუდან ამურის ხიზილალას ვერ ამოიღებენ და საქართველოს ნაკრებიც არ დავაცენზურე
ნაპოლეონი
23 ნოემბერი 2023 20:52
10
ბიჭო ტვინში ჩაიდეთ ყველამ, ფედერაციამ მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა, პლეიოფი კი არა ევროპაზე გასვლის გარდა სხვა შედეგი არ უნდა განიხილებოდეს არაფელი, ეს ორი თამაში, რაც იცით და არ იცით, რაც შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ, უნდა დაიხარჯოთ 200% გულშემატკივრებთან ერთად და უნდა გადავახტეთ საკუთარ თავს, 81 მერე ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება ქართულ ფეხბურთში
გოგა
24 ნოემბერი 2023 11:24
3
ღმერთმა ხელი მოგვიმართოს,მაგრამ მეეჭვება ჩვენი გასვლა,რადგან ძალიან სუსტი მწვრთნელი გვყავს,გამოცდილების გარეშე,რომელმაც ჯერ კიდევ ვერ მოაბა თავი ძირითადი ბირთვის შექმნას,რომლის გარშემოც შეეძლებოდა მერე გუნდის აგება,როგორც ცხონებული ნოდარ ახაკაცი აკეთებდა.ჩვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიაც სუსტია,შიში ეუფლებათ გადამწყვეტი თამაშების დროს.მხოლოდ 2-3 ძლიერი ფეხბურთელით ფონს გასვლა ძნელია,გუნდურად ხდება მოგება.
მირო
23 ნოემბერი 2023 20:36
13
ხვიჩას გარეშე შანსი არ გვაქვს წავაგებთ ლუქსემბურგთან ვუყურე და ერთი დონით მაღლა დგანან ჩვენს ნაკრებზე.
გიორგი
23 ნოემბერი 2023 20:29
30
ხვიჩას გარეშე, მოიგებენ ბიჭები! სიტყვა წ ა ვ ა გ ე ბ თ ამოიღეთ, ლექსიკიდან! აგონიიდან გამოდით და ნუ სეგვაწუხეთ ფანები!
გიორგის
23 ნოემბერი 2023 23:25
2
ლუქსემბურგს მოვუგებთ და გავალთ ფინალში. აი იქ კი ბატონი ბიძინას დახმარება დაგვჭირდება. ერთი თამაშის ყიდვა დიდად არ გააღარიბებს. მითუმეტეს თუ ყაძახებმა გამოაგდეს ბერძნები. ასე რომ გუნდის იმედად ყოფნა… რავიცი კი ვიყავით ერთხელ და მაკედონიის სუსტი ნაკრებს ვერ მოვუგეთ. ასე რომ გვიშველე ბატონო ბიძინა..
დათა
24 ნოემბერი 2023 01:26
20
სრულიად გეთანხმები. თუკი საქართველოში და მათშორის ქართულ სპორტში რამე წინსვლებია ამ კაცის ფინანსების დიდი დამსახურებით. და კაი იქნება ქართველი ხალხი გაახაროს. მე იმედი მაქვს რომ მოინდომებს და თუ მოინდომა გაიყვანს კიდევაც. ბოლო ბოლო კანდიდატის სტატუსი მიაღებინა ქვრყანას არავის რო ეგონა და ყაზახებთან ან ბერძნებთან კი იოლად მოაგვარებს.
გელა
24 ნოემბერი 2023 07:40
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული