ბოლო მატჩი თბილისში? - მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების პოტენციური მეტოქის, საბერძნეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა განაცხადა, რომ დაკავებულ თანამდებობას მარტის პლეი-ოფის მატჩების შემდეგ ყველა ვარიანტში დატოვებს.

"საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2024 წლის მარტის ჩათვლით მაკავშირებს. ჩვენ პლეი-ოფი უნდა ვითამაშოთ, მაგრამ აზრი არ აქვს, გავალთ ევროპის ჩემპიონატზე თუ არა, ნაკრებს ყველა ვარიანტში დავტოვებ", - თქვა ურუგვაელმა Livescore-თან ინტერვიუში.

პოიეტის სახელი ბოლო დღეები აქტიურად დაუკავშირეს ირლანდიის ნაკრებს, სადაც დათხოვნილი სტეფენ კენის შემცვლელს ეძებენ და გამოცდილმა სპეციალისტმაც ამ სამსახურისადმი დაინტერესება გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალში
საბერძნეთი ყაზახეთს მიიღებს, საქართველო კი ლუქსემბურგს დაუპირისპირდება და შემდეგ ფინალში ერთმანეთს გამარჯვებული წყვილი ეთამაშება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სანიოლიც გაიყოლე, თუ ძმა ხარ!
მწვრთნელი
12:48 27-11-2023
2
პოეტი ხარ თუ პროზაიკოსი ორივე სვარკაა და ირლანდიაში გაყინვას საბერძნეთის მზე და ზღვა არ ჯობია?
Levani
13:44 27-11-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული