"ეს ძალიან სამწუხაროა" - რას აცხადებს კობიაშვილი არაბიძეზე

AutoSharing Option
Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გიორგი არაბიძის ნაკრებში არგამოძახებაზე ისაუბრა.

- კითხვას, რომელსაც დაგისვამთ, საბოლოოდ მწვრთნელთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ შემადგენლობას ის არჩევს, თუმცა კითხვა მაქვს გიორგი არაბიძესთან დაკავშირებით, რომელსაც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი პერფორმანსები ჰქონდა ეროვნულ ლიგაში, სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა, კარიერას აქამბექებს, რაც ძალიან გვიხარია გულშემატკივრებს. არის საზოგადოებაში ასეთი განცდა, აზრი, რომ ის ნაკრებში ვერ ხვდება იმიტომ, რაც დააშავა 2018 წელს, იყო რაღაც ინციდენტი, რის გამოც ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი არიან გაბრაზებულები მის
მიმართ, არის ასეთი აზრი...

- ჩვეულებრივი სიგიჟეა, რა პრობლემა იყო? ანუ 2018 წელს რაღაც იყო და ლევან კობიაშვილი გაბრაზებულია. რა ვიცი, ადამიანს პატივს ვცემ, იმ დღესაც დაჯილდოებაზე ვნახე. პირიქით, მიხარია, როგორც თქვენ, ისევე მე. გიორგი ვიცი სულ პატარა; ვიცი, რა შესაძლებლობა აქვს. რა თქმა უნდა, რაღაც პერიოდში მას სირთულეები ჰქონდა, მაგრამ უბრალოდ გულდასაწყვეტია, თუ რომელიმე ადამიანი ამას ამ ფორმით ახმოვანებს ან ცდილობს შემოიტანოს. კიდევ ერთხელ, მთავარი მწვრთნელია, თავისი შეხედულება აქვს, თავისი მოსაზრება აქვს, წყვეტს, როგორცაა. არ ვიცი, მარტში ვინ იქნება, არც მანამდე ვიცოდი და არც მარტში მეცოდინება, ეს ჩემი საქმე არაა და არც ჩემი გადასაწყვეტია. თუმცა გიორგი არაბიძეს ვგულშემატკივრობ და ყოველთვის გამიხარდება მისი წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და განსაკუთრებით, თუ ნაკრებში ითამაშებს, თუ პირადად მე მეკითხებით, გამიხარდება. სამწუხაროდ, თუ ვინმე ადამიანი, რასაც თქვენ მეკითხებით, სასიამოვნო მოსასმენი არ არის, მათ შორის, ჩემთან და ალექსანდრეს გვართან აკავშირებს ამას, რა უნდა ვთქვა, არ ვიცი, სამწუხაროა...

მკითხველის კომენტარები / 52 /
რაცარუნდა არ მოწონდეთ ამ მწვრთნელებს და ფედერაციას არაბა მთელი საქართველო ერთ აზრზეა რომ გიო ნაკრებში უნდა იყოს და მარტო მაგიტო უნდა ათამაშონ ეგ ბიჭი . მექვაბას და ალთუნას და კვეკვესსკირს და ჩვენი ნაკრების 70% ნახევარმცველებს კი ჯობს და არაბა ჩაკვე და კვარა ერთად კარგი სანახავი იქნეოდა
ტოტტი
15:05 09-12-2023
7
სხვა თუ არაფელი კარში დარტყმა მაინც იცის ამ ბიჭმა და საჯარიმოებსაც კარგად ურტყამს, ბოლოს შენგელიამ დარტყა ერთი ჯარიმა კარგად შოტლანდიასთან და მეტი რომელი გახსენდებათ, არაბიძე უნდა იყის ნაკრებში აუცილებლად, კვეკვესკირის ან აბურჯანიას წესიერი შორეული დაეტყმა ვის გინახავთ? კობი მაგრა ცდები
გოგა
18:35 09-12-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული