ერთ-ერთი კითხვა იმას შეეხებოდა, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ ყვითელი ბარათების გამო "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის პლეი-ოფში ვერ დაეხმარებოდა.
"ეგეთი რამე, არ ვიცი... შეცდომები ხდება, როგორ არ ხდება... ზუსტად იმავე მაგალითზე ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ... მე რომ ხვიჩა რუსეთში წავიყვანე, არ ამომასუნთქეს, დამახრჩეს! მერე გადავიყვანე "რუბინში" და იქაც დამახრჩეს. იტალიაში სანამ მინდორზე არ გამოვიდა, არ არის იქო, იტყუებაო... მერე იქ შეცდაო,
ეს ბიჭებიც, რომლებიც ფედერაციის მმართველობაში არიან, კობიაშვილი, იაშვილი და მუჯირი, ახალგაზრდა ბიჭები არიან. ჩემი აზრით, ახლა ჩვენ თუ ამათ მივადექით, რა ვქნათ, სროლა დავუწყოთ?!
რა ვქნათ? "მოსლაბდა" სიტუაცია და შეცდომა დაუშვეს და არ აღიარებენ ამას? კარგი რაღაცებიც ხომ აქვთ გაკეთებული?
თუ ამაზე მივაბჯინეთ მთელმა საქართველომ მაგათ, ახლა აქ ხომ მარტო კობიაშვილის საქმე არ წყდება, აქ საქართველოს საქმე წყდება. ისინიც ახალგაზრდები არიან და ნერვიულობენ. ვაცადოთ ამათ 21 მარტი, რა.
რა თქმა უნდა, შეცდომა იყო და კვარაცხელია დიდი ძალაა. ყაზაიშვილი ბომბარდირი გახდა თავის გუნდში და ძალიან მაგარ ფორმაშია.
დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო კარგად გააგრძელებს და უფრო მეტი ამბიცია გაუჩნდება, რომ ნაკრებში დაუძახონ.
ჩემი გადმოსახედიდან, ყაზაიშვილი ერთ-ერთი შემოქმედი, 3-ქულიანი რეზულტატული ფეხბურთელია და მე მგონია, რომ ბიჭები არ შეცდებიან, რადგან ყველაფერი კარგად იციან და პროფესიონალები არიან. მთავარია, ვაკო იყოს კარგად. არიან საქართველოს ნაკრებში ისეთი ბიჭები, რომლებმაც ლუქსემბურგის ბარიერი უნდა დაძლიონ", - თქვა ჯუღელმა.