დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს ახლა "ერთა ლიგაზე" მხოლოდ მისგან ბოძებული ნახევარფინალი და 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა აინტერესებს, თუმცა არ გამოგვრჩეს, რომ დღეს, 8 თებერვალს, 21:00 საათზე (პირდაპირი "სილქ უნივერსალზე") პარიზში მომავალი გათამაშების წილისყრაა. მოგეხსენებათ, "ჯვაროსნები" B ლიგაში დაწინაურდა.

"ერთა ლიგა" მსოფლიო ჩემპიონატისთვის მებრძოლ საგზურს იმავე პრინციპით არ იძლევა, მაგრამ ამის შანსი 4 ნაკრებს პლეი-ოფის გზით აქვს (ვინც შესარჩევი ეტაპიდან ვერ მოხვდება) და გამორიცხული არაა, მათ შორის ჩვენი დივიზიონის წევრიც იყოს. საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ერთა ლიგის" მასშტაბით 6 გოლის ავტორია.

ეს უკვე მეოთხე გათამაშებაა. საქართველოს ეროვნულმა გუნდმა "ერთა ლიგაზე" დაწინაურება უკვე 2 ლიგით მოახერხა და ევროპირველობის შანსიც კიდევ ერთხელ აქვს. რაც შეეხება მეორე გათამაშებას, როცა ტურნირი მუნდიალის წინ ტარდებოდა, ვლადიმირ ვაისმა ექსპერიმენტებს მიმართა, ჩრდ. მაკედონიასთან ფინალურ მატჩზე ფიქრობდა და პირველობა სომხეთის ნაკრებს "გადაულოცა". A დივიზიონში გადასვლა და გრანდებთან დაპირისპირება კარგი გამოწვევაა, მაგრამ 2028 წლის ევროპის ჩემპიონატზე ამ ტურნირიდან მოხვედრის შანსებს (წმინდა სპორტული პრინციპით) ობიექტურად უფრო შეამცირებს.

19 წლის ლევან კობიაშვილი და დევიდ ბექჰემი


Sportall.Ge

წილისყრის წინ ვილი სანიოლის გუნდის სასურველ მეტოქეებზე მსჯელობა შეგვიძლია. მაგალითად, პირველი კალათიდან ასეთი შეიძლება თუნდაც უელსის ნაკრები იყოს. ამავდროულად, ინგლისის ნაკრებთან შესაძლო დუელიც დამაინტრიგებელია. ინგლისელებთან ადრე 1998 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე გვითამაშია. მაშინ თბილისურ მარცხს (ზედიზედ მეხუთე) ალექსანდრე ჩივაძის მწვრთნელობა შეეწირა. დასამახსოვრებელი იყო თემურ ქეცბაიას თამაში; ის მალე "ნიუკასლის" წევრი გახდა. დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით წავაგეთ (კვლავ 0:2) გასვლითი მატჩი, სადაც დანაკლისი გვქონდა. კვარაცხელიასა და ბელინგემის დუელიც საინტერესო იქნება. მეორე კალათიდან ნორვეგიასთან ისევ დაპირისპირების შანსიც არსებობს. აქაა უკრაინის ნაკრები. იქნებ მესამე კალათიდან ირლანდიის ნაკრები გვერგოს და მათთან გამარჯვების გემო "გავსინჯოთ".

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი;

II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია;

III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო;

IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი.


ჯგუფური ეტაპი 2024 წლის 5 სექტემბრიდან 19 ნოემბრამდე ჩატარდება, 2025 წლის მარტიდან კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს.

altსაქართველოს ნაკრები - რა გვანერვიულებს, რა გვიხარია და რა გვჭირდება წარმატებისთვის...

altკვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს გამოტოვებს - შიში და ორაზროვნება...

მკითხველის კომენტარები / 56 /
უკრაინას რომ შევხვდეთ, არა მგონია, ჩვენს გულშემატკივარზე მეტად გამოხატოს რომელიმე ქვეყნის გულშემატკივარმა უკრაინისადმი სოლიდარობა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს გულშემატკივრებში ქართულ დროშებთან ერთად უხვად იქნება უკრაინული დროშებიც.
ცოტნე არჩვაძე
23:46 06-02-2024
35
ნორვეგიას ხომ დაუღუნეს შტანგები, ეხლა ჰარი კეინის ჯუდის ჯერია,ღამმეები აღარ სძინავთ თურმე ,ეე მან!! კვარას და კამპანიას არ შევხვდეთო. რას ბაქი-ბუქობთ ზოგიერთები, ელემენტალური აზროვნების უნარი ხომ მაინც უნდა გქონდეთ, უბრალოდ ფიფას რეიტინგებს მაინც გადახედეთ სად ვიმყოფებით ჩვენ და ყაზახეთი და სხვა დანარჩენი უკლებლივ... იგივე ყახახების გარდა რომელი გუნდისთვის მოგვიგია სატურნირო თვალსაზრისით გადამწყვეტი თამაში? რეალურად ორი მართლა მაღალი დონის ფეხბურთელზე- კვარასა და მამარდაზე ვართ დამოკიდებული, თორემ კაშია ჭაკვე,დავითაშვილი, მიქაუთაძე ან ახალი ქართველები საზონოვი და მარადიშვილი ყველა ერთი -საშუალოზე დაბალი დონისანი არიან და სერიოზულ-პრინციპულ თამაშებში ვერაფერს გახლდებიან....თუ ვცდები ნაღდათ არ მეწყინედა!!...აქ, ყველაზე ამორალური,მაინც იმ გადაგვარებული პუტინისტების კომენტებია, რომლებიც ვითომდა საქართველოს დიდი პატრიოტები არიან, მაგრამ შანს არ უშვებენ უკრაინას, არშემდგარი უწოდოს და უკრაინელებს დეზერტირები,რომლებიც უკვე ორი წელია სისხლის და ნგრევის ფასად, როგორც გამოსდით იცავენ საკუთარ ქვეყანას-არშემდგარი ყოფილა, ხოლო ქვეყანა რომელის ტერიტორიის ლამის მეოთხედი ოკუპირებულია,მოსახლეობა ეთნიკური ნიშნით ცოფიანი ძაღლებივით ჩახოცილი და გამოყრილი, ეზოებიდან და ბოსტნებიდან სისტემატურად იტაცებენ ქართველებს- შემდგარი ყოფილა, ოღონდ ეს შემდგარი სახემწიფო შიშისგან კრინტსაც ვერ სძრავს. ეს გადაგვარებულები იმაზე დარდობენ აქ ვინმემ უკრაინის დროშა არ ააფრიალოსო, ვითომდა უკრაინელებმა წაგვართვეს ის ტერიტორიები და არა რუსებმა, ვის წიმააღმდეგაც უკრაინა ახლა სამკვდრო სასიცოცხლოდ ბრძოლობს....უკრაინელების დეზერტირობაზე კი საერთოდ როგორ ლაპარაკობთ! იქნებ იმაზე გეფიქრათ გაჭირვებისა და უსამართლობის გამო რომ გარბის ამ შემდგარი ქვეყნისგან ასი ათასობით ახალგაზრდა, მაგრამ რას იფიქრებთ ისე ხართ გადაგვარებულები და ტვინგამორეცხილები რუსული პროპაგანტით-მტერი და მოყვარე ვერ გაგირჩევიათ.....
კარგით რააა!!!
11:04 08-02-2024
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული