ჯგუფში ინგლისს ავცდით - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

AutoSharing Option
პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის კენჭისყრა ჩატარდა.

B დივიზიონში გუნდები კალათებში შემდეგნაირად იყვნენ განაწილებული:

I კალათა: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი
II კალათა: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია
III კალათა: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო
IV კალათა: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

C დივიზიონიდან B დივიზიონში დაწინაურებული საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის მეოთხე გათამაშებაში პირველ ჯგუფში ჩეხეთთან, უკრაინასთან და ალბანეთთან მოხვდა.

ტურნირი სტარტს სექტემბერში აიღებს და „ჯვაროსნებს“ ამ ტურნირიდან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შესაძლებლობა აქვს.

ყველა დივიზიონში ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ლიგა
ჯგუფი 1:
ხორვატია, პორტუგალია, პოლონეთი, შოტლანდია
ჯგუფი 2: იტალია, ბელგია, საფრანგეთი, ისრაელი
ჯგუფი 3: ნიდერლანდები, უნგრეთი, გერმანია, ბოსნია-ჰერცეგოვინა
ჯგუფი 4: ესპანეთი, დანია, შვეიცარია, სერბეთი

B ლიგა
ჯგუფი 1: ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო
ჯგუფი 2: ინგლისი, ფინეთი, ირლანდია, საბერძნეთი
ჯგუფი 3: ავსტრია, ნორვეგია, სლოვენია, ყაზახეთი
ჯგუფი 4: უელსი, ისლანდია, მონტენეგრო, თურქეთი

C ლიგა
ჯგუფი 1: შვედეთი, აზერბაიჯანი, სლოვაკეთი, ესტონეთი
ჯგუფი 2: რუმინეთი, კოსოვო, კვიპროსი, ლიეტუვა/გიბრალტარი
ჯგუფი 3: ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ჩრდ.ირლანდია, ბელარუსი
ჯგუფი 4: სომხეთი, ფარერები, ჩრდ.მაკედონია, ლატვია

D ლიგა
ჯგუფი 1: ლიეტუვა/გიბრალტარი, სან-მარინო, ლიხტენშტაინი
ჯგუფი 2: მოლდოვა, მალტა, ანდორა

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები მესამე გათამაშებიდან პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა - 21 მარტს ლუქსემბურგს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის მოგებულს შეხვდება.

altდღეს საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვევა - ისევ ნორვეგიასთან თუ ხვიჩასა და ჯუდის დაპირისპირება?..

მკითხველის კომენტარები / 46 /
ვფიქრობ საკმაოდ კარგი მეტოქეები შეგვხვდა და ყველასთან მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე, სწავლა სიბერემდეო ნათქვამია თუმცა აქცენტი შედეგზე და წარმატებაზე უნდა გავაკეთოდ. მარტის თამაშები უკვე მოახლოვდა და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
გიო9
17:12 10-02-2024
0
ერთ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი.
თუ შემოდგომამდე უკრაინის სახელმწიფო ჩამოიშლება და შესაბამისად მათი ნაკრებიც მოიხსნება გათამაშებიდან, მაშინ შანსი გვექნება ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების და 2026 წლის მსოფლიოზე ბრძოლის გაგრძელებისა, თორემ A ლიგის მესამე ადგილოსანთან, თუნდაც უნგრეთი ან პოლონეთი, ორი მატჩის ჯამში მომგები ჩვენ არ ვართ რომ უძლიერეს ლიგაში ავინაცვლოთ.
მართალია, სხვის უბედურებაზე ხეირი კარგი საქმე არაა, მაგრამ ასეთი რამ ჩვენს სპორტში უახლოეს წარსულში არაერთხელ უკვე მოხდა:
1) არ დავაკნინებ ხელბურთელების უნგრელებთან გასვლაზე მიღწეულ წარმატებას, მაგრამ უნდა იტქვას, რომ ხელბურთის ევროზე რუსეთის და ბელორუსის ძლიერი ნაკრებების, რომლებიც ამ გათამაშების მუდმივი მონაწილენი იყვნენ, ჩახსნის შემდეგ დავიკავეთ მათი ადგილი.
2) კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზეც პირდაპირ რუსეთის ნაკრების დისკვალიფიკაციის გამო გავედით, თორემ ესპანეთთან და იტალიასთან ერთად შესარჩევ ჯგუფში რუსეთი უნდა ყოფილიყო და ისლანდიის სუსტ ნაკრებთან სახლში ვერ მომგები, არა მგონია ასეთ ჯგუფში მესამე ადგილზე გავსულიყავით
3) წყალბურთელებს ვერ დავუკარგავ გარჯას, მაგრამ ერთხელ იქაც, 2022 წლის აკუსტიკის მსოფლიო თასზე ჩვენი ნაკრების მსოფლიო 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაც რუსეთის ნაკრების ჩახსნის შედეგია და ბოლოს
4) ფუტზალშიც გვქონდა მსოფლიოზე გასვლის შანსი ახლახანს, რუსეთის ძალიან ძლიერი ნაკრების დისკვალიფიკაციის შემდეგ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციამ ბრაზილიელი ლეგიონერები ვერ დათვალა და უკვე ჩვენ ჩაგვხსნეს შესარჩევიდან.
და ისმის კითხვა, თუ ამდენჯერ ვიხეირეთ რუსეთის ჩახსნით, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ უკრაინის ჩახსნით?
წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვართ ჩვენ არც ჩეხეთზე და მითუმეტეს არც უკრაინაზე ძლიერები ფეხბურთში და მოგვიწევს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მესამე ადგილისთვის ალბანეთთან, რათა პირდაპირ არ დავქვეითდეთ ქვედა ლიგაში და მერე ასევე იქ გავარდნისგან C ლიგის მეორეადგილოსანთან ჩრდ.ირლანია იქნება ის, სლოვაკეთი თუ სომხეთი, ასევე უშეღავათო ბრძოლა
სტალინი
12:53 09-02-2024
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული